უცხოურ მედიაში საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება, რომ ვინც კორონავირუსით იავადმყოფა, სხვებთან შედარებით 10-15 წლით ნაკლებს იცოცხლებს. რამდენად ახლოა ასეთი დასკვნები სინამდვილესთან? ამ და ხელოვნურად შექმნილი კოვიდპანდემიის სხვა საკითხებზე გვესაუბრება ექიმი, ფიზიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თინათინ გოცაძე:
- იმის გაანგარიშება, ვინ რამდენ წელს იცოცხლებს კორონავირუსული ინფექციის გადატანისა თუ გენმოდიფიცირებული პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ, არასერიოზულია. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, იმუნურ სტატუსსა და სარეზერვო მექანიზმებზე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ი, ადამიანთა უმეტესობამ მსუბუქად გადაიტანა. ინფიცირებული ადამიანების უდიდეს ნაწილს მსუბუქი და ზომიერი რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და გამოჯანმრთელებაც სპეციალური მკურნალობის გარეშე ხდებოდა.
- თუმცა, ზოგს ძალიან გაურთულდა და გარდაცვალების შემთხვევებიც საკმაოდ დაფიქსირდა...
- მაინცდამაინც საქართველოში ურცხვად „გაბერილ“ ცრუ სტატისტიკას ნუ მოვიშველიებთ. რადგან როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში ინფიცირებულთა ზუსტი სტატისტიკის ანალიზი არ მომხდარა და ვერც მოხდება, ცრუ-დადებითი ტესტების, ყალბი სადიაგნოსტიკო საშუალებების გამოყენებისა და კოვიდს მიწერილი სხვა ვირუსული ინფექციებისა თუ ავადობის შემთხვევათა გამო, განსხვავებით ვაქცინაციის პროცესისა და მისი შედეგების დეტალური ანალიზისაგან.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ინფექციის ოსტატურად გავრცელებისა და ვერაგი გლობალისტური პროექტის სისრულეში მოყვანისა, ყველა მონაწილე ქვეყანაში აღიარეს, რომ არა თუ პანდემია, რეალურად ეპიდემიებიც კი არ ყოფილა ქვეყნებში, ინფიცირებულთა თუნდაც გაყალბებული სტატისტიკის მიხედვით.
ახალი კორონავირუსის, SARS-CoV-2 -ის მოქმედების მექანიზმიც რამდენადმე ამოუხსნელი დარჩა სპეციალისტებისათვის, რადგან ძალიან ბევრმა ასაკოვანმა, ქრონიკული პათოლოგიის მქონე ხანდაზმულმა, ის მარტივად გადაიტანა, ონკოპაციენტების დიდი ნაწილი, შაქრიანი დიაბეტით, სისტემური პათოლოგიებით და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებით დაავადებულები გადაურჩნენ ინფექციას, მაშინ როცა, ბევრი ახალგაზრდა, არამწეველი, არამსმელი, ერთი შეხედვით, ჯან-ღონით სავსე ადამიანი, მართლაც შეიწირა ინფექციამ.
ნუ დაგავიწყდებათ დაავადების არასწორად მართვის, პანდემიის პროექტის კაცთმოძულე, მკაცრი და არაადამიანური ზომების როლიც, იმ შიშისა და პანიკის გავლენა, რომელმაც დაუნგრია ხალხს ფსიქიკა, შეურყია იმუნიტეტი, მძიმე დაღი დაასვა გადარჩენილთა როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობას.
გაიხსენეთ ე.წ ლოკდაუნები, საპყრობილე-კარანტინები, კოვიდსასტუმროებში ადამიანთა იზოლაცია, მედია საშუალებებით ხალხის ტერორი და დაშინება, ღია თუ დახურულ სივრცეებში ნიღბებით ხალხის მოგუდვა, ქრონიკულად ჰიპოქსიაში (ჟანგბადის ნაკლებობა) ყოფნა, უამრავი ქრონიკული პათოლოგიის დამძიმება-გართულება და ადამიანთა გაშმაგება. ამ ყველაფრის მერე, გასაკვირია, რომ ვიღაცას სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 ან 15 წლით მართლაც შეუმოკლდება?
- პანდემიის დროს მასობრივმა შიშმა და უიმედობამ ბევრი ადამიანი ჩააგდო დეპრესიაში. სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დეპრესიაც ხომ აისახება?
- ბუნებრივია! მინდა გითხრათ, რომ დეპრესიის გლობალურ ეპიდემიაზე კოვიდამდეც იყო საუბარი. ხოლო 2020 წლის დასაწყისში, ამერიკის ფსიქოთერაპიის ასოციაციამ არაერთხელ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ჩაკეტვა და „უხილავი საფრთხე“ გამოიწვევს მუდმივ სტრესს და არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაქვეითებას.
თუმცა, ჯანდაცვის სისტემების კოლაფსის საფრთხის ფონზე, მაინც არავის აღელვებდა მოქალაქეების სტრესის გამძლეობის პრობლემა - იქნება ეს აშშ-ი, იაპონია, თუ, თუნდაც რუსეთი! საქართველოზე, ამ მხრივ, საერთოდ არც ღირს საუბარი! ჩვენთან ხომ განსაკუთრებულად ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე! კოვიდის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში, გამოყენებული საგანგებო „ქართული“ მეთოდებით!
ირონია იქეთ იყოს და რუსი ექსპერტები პანდემიის დროს ბევრს ხუმრობდნენ დიდებული სტიგმატიზაციის შესახებ, ვინ გაბედავს განაცხადოს საკუთარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის შესახებ: "ბაბუები გადაურჩნენ ომს და არ განუცდიათ დეპრესიაო!"
რაც უნდა ირონიით ვისაუბროთ, იმის აღიარება მაინც მოგვიწევს, რომ დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების პანდემია გაუარესდა: 2020–2021 წლებში, დეპრესიული და შფოთვის სპექტრის აშლილობებით დაავადებული ადამიანების რიცხვი მთელ მსოფლიოში დაახლოებით მეოთხედით გაიზარდა.
ეს არის COVID‑19 Mental Disorders Collaborators -გუნდის 2021 წლის დასკვნა, რომელიც ეფუძნება 2020 წელს, COVID-19 პანდემიის გამო, 204 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დეპრესიული და შფოთვითი აშლილობების გლობალური გავრცელების შეჯამებულ მონაცემებს.
სადღეისოდ დადგენილია, რომ ჩაკეტვამ, გაურკვევლობამ, „უხილავმა მტერმა“ ძალიან მძიმედ იმოქმედეს დეპრესიული აშლილობების ფეთქებად ზრდაზე.
ისე, ცნობისთვის, ჯერ კიდევ ჟურნალ «The Economist» 2009 წლის ნომრის ყდაზე იყო წარწერა: "პანდემიის საფრთხე, რამდენად უნდა შეშინდეთ?" ასე რომ, მასების დაშინებაც წარმატებით შეასრულეს და მასობრივი პანიკა და დეპრესიაც მარტივად მიიღეს.
დეპრესიასთან ბრძოლა რთული სამედიცინო პრობლემაა. როდესაც ადამიანი დეპრესიითაა შეპყრობილი, საკუთარ თავსა და ზოგადად სამყაროს, ნეგატიურ ფერებში აღიქვამს. აზროვნების ასეთი ფორმა დროთა განმავლობაში მუდმივ ხასიათს იძენს. ნეგატიური აზრფორმირება კი ნეგატიურ პრობლემათა საფუძველი ხდება ავტომატურად. ნეგატიური აზრები სპონტანურად აღმოცენდება, როგორც რეაქცია ამა თუ იმ სიტუაციაზე და ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს. დეპრესიულ ადამიანთა ფიზიკური ჯანმრთელობა მრავალმხრივ ირყევა. რაც მთავარია, უარყოფით აზრებს ერთმანეთთან დაკავშირებისა და უწყვეტ, ადამიანისათვის მეტად მავნებელ, ჯაჭვად აკინძვა ახასიათებს. ამ ჯაჭვისაგან თავდაღწევა კი საკმაოდ ძნელია.
დეპრესიაში მყოფი ადამიანი ინდიფერენტული ხდება, ყურადღებას არ აქცევს არსებულ მოვლენებსა თუ საგნებს, არც საკუთარ ჯანმრთელობას. ეს კი ხშირად არსებული პათოლოგიების გართულებებს აძლევს დასაბამს.
კაცობრიობას, აშკარად, დიდი ბოროტება გაუკეთეს. შედეგად, გლობალური სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ადამიანები, არამედ სახელმწიფოებიც მომავალში პანდემიის შედეგებით გააგრძელებენ არსებობას!
ამით იმის თქმა მსურს, რომ მხოლოდ კორონავირუსს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, მათ შორის სიცოცხლის შემოკლებას!
- ისე, ვაქცინების მიერ სიცოცხლის შემოკლებაზეც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება?
- სამწუხაროდ, ვაქცინებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკას, არაერთი ქვეყანა აქვეყნებს. მარტო VAERS-ის (ვაქცინათა გვერდითი მოვლენების შეფასებისა და ანალიზის სისტემა) მონაცემები რომ ავიღოთ, ყველა ვაქცინით გარდაცვალების შესახებ 1988 წლიდან 2021 წლამდე, საგანგაშო შედეგია. Covid-ის ვაქცინით გამოწვეული სიკვდილიანობა ერთ წელიწადში უტოლდება ყველა სხვა ვაქცინით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა მაჩვენებელს 33 წელიწადში.
საყურადღებოა აგრეთვე, რომ შერთებულ შტატებში, COVID-19-ის ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ინვალიდობის მაჩვენებელი 15%-ით გაიზარდა. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) მონაცემები, რეალურ დროში ინვალიდობის შესახებ, სავალალოა, რადგან ივნისში 857000-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია- 34,15 მილიონს გაუტოლდა.
ასე რომ, მხოლოდ კორონავირუსის, როგორც საშიში ბიოინჟინრული პროდუქტის ეფექტებზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, ვაქცინის, როგორც გენმოდიფიცირებული პრეპარატისა და კიდევ უფრო მეტად საშიში ბიოლოგიური იარაღის გავლენის შედეგებზეც დავფიქრდეთ!
- ბიოინჟინრული პროდუქტიო ამბობთ ანუ ვირუსის ხელოვნურად შექმნაზე მიგვანიშნებთ?
- არსებობს იელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორის - ჰარვი რიშის ვრცელი განმარტება და ანალიზი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შეიქმნა აშშ-ს მიერ, როგორც ბიოიარაღი. დღეს ყველამ იცის, რომ ვირუსი, რომელმაც გაჟონა თუ ხელოვნურად გაუშვეს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან 2019 წლის შემოდგომაზე, შეიცავს უნიკალურ, 19 ნუკლეოტიდის გენეტიკურ თანმიმდევრობას, რომელიც ასევე ფიგურირებს Moderna-ს 2017 წლის პატენტებში და სხვა ბიოლოგიურ თუ ჯაშუშურ სადაზვერვო მონაცემებში.
დიახ, Covid-19-ის გამომწვევი ვირუსი არის ბიოინჟინერული, ანუ ხელოვნურად და საკმაოდ მზაკვრულად შექმნილი.
ექსპერტები დღეს ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს იყო ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული უგუნური სამუშაო, რომელიც დაფინანსდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ Eco Health Alliance-ის მეშვეობით, ფულის გათეთრების გზით და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დიდი გრანტებით.
იგივე პროფესორი ჰარვი რიში (ფოტოზე ზემოთ) მიიჩნევს, რომ ჩატარებული სამუშაო და ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან კორონავირუსის „გაჟონვა“ ბიოიარაღის ინდუსტრიის ნაყოფია. დიახ, ეს მძლავრი და ბევრისთვის უცნობი ინდუსტრია ბოლო 70 წლის განმავლობაში აწარმოებს საიდუმლო და მეტად საშიშ ბიოლოგიურ იარაღს. სწორედ, ინფექციური აგენტების შემთხვევით ან მიზანმიმართულად გავრცელების შესაძლებლობის აღიარებამ განაპირობა ბიოიარაღის შესახებ 1975 წლის ხელშეკრულების გაფორმება. ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ფორდმა. უკვე იმ პერიოდში აცნობიერებდნენ ინფექციური ტიპის ბიოლოგიური იარაღის საშიშროებას, რომ საგანგებოდ შემუშავებულ-გამოყვანილ ინფექციურ აგენტს, შეუძლია დიდი რაოდენობით ადამიანების მოკვლა.
1975 წლის ხელშეკრულება კრძალავს შემტევი ბიოლოგიური იარაღის შემუშავებას. თუმცა, ხელშეკრულებაში არის ერთი ხარვეზი, უფრო სწორად, ერთი მნიშვნელოვანი და მზაკვრული პუნქტი: დაშვებულია მცირე რაოდენობით შემტევი ბიოიარაღის შემუშავება ე.წ. ვაქცინური კონტრზომების კვლევისათვის.
ხვდებით ხომ, სწორედ ამ პუნქტს იყენებს ბიოიარაღის ინდუსტრია ბოლო 50 წლის განმავლობაში და სულ უფრო მეტად შლის ფრთებს. გასული ათწლეულების განმავლობაში, მრავალი მილიარდი დოლარი დაიხარჯა ბიოიარაღების შესაქმნელად.
ასე რომ, დღეს ვეღარც ვირუსის წარმოშობის ისტორია იმალება და ვეღარც მთელი პლანეტის მოსახლეობის იძულებითი ვაქცინაციის ბოროტი გეგმა!
ესაუბრა ზაზა დავითაია