გადასვლები: 251
რის ნაზავია ბათუმის არეულობები
გადასვლები: 251

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა მეჩეთის თაობაზე გამოთქმული მოსაზრებების სისწორეში - ხალხს უნდა ჰკითხოს აზრი ხელისუფლებამ,
მაშინ პროვოკატორებს თავად ხალხი გამიჯნავს, საქართველოს ძირძველ კუთხეში - აჭარაში თუ სხვა რომელიმე მხარეში ვერავინ გაბედავს, საქართველოს და ქართველებს აგინოს დედა.
ბათუმის მოვლენები იყო ნაზავი ობიექტურად არსებული სახალხო უკმაყოფილებისა, „ნაციონალების“ პროვოკაციულ-გამყიდველური ქმედებებისა, კუთხურ-ტრაიბალისტური გრძნობებისა და, რაც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ გამგები გაიგებს - ბათუმის არეულობა არის იმ გარე ძალების იდეოლოგიური მუშაობის წინასწარი (!) შედეგი, რომლებიც აჭარაში ქრისტიანობის შესუსტებასა და ამ გზით აჭარის საქართველოსგან ჩამოცილებას ისახავენ მიზნად.
გულბაათ რცხილაძე