პრემიერ-მინისტრის პრაგმატიზმი

პრემიერ-მინისტრის პრაგმატიზმი

ბიძინა ივანიშვილი:

„ჩვენ ხალხისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა მიწისთვის “

„რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას აუცილებლად აღვადგენთ“

„რაც სააკაშვილმა ქვეყანას დამართა, მასთან ურთიერთობის სურვილი არ გამაჩნია“

„გერმანული ტალღისათვის“ მიცემული ივანიშვილის ინტერვიუ (მთლიანი ტექსტი იხ. რუსულად) ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ჰყავს მეტად თავისებური ლიდერი, რომელსაც გეოპოლიტიკური აზროვნების დეფიციტი, შეიძლება, აქვს, მაგრამ მისი ეს აზროვნება ზედმიწევნით პრაგმატულია და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვას ასახავს.

მთავარი მომენტები ამ ინტერვიუდან, ჩვენი აზრით, შემდეგია:

-         სააკაშვილი უკვე „ჩამოწერილია“, მასთან არც ბრძოლა და არც რაიმე კონტაქტი უბრალოდ საჭირო არ არის;

-         რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგება, შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით;

-         რუსეთისთვის არ არის მარტივი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება, თუმცა ეს აღიარება მისთვისვე პრობლემატური იყო და არის, ანუ რუსეთს არ აწყობდა და არ აწყობს საქართველოს დანაწევრება;

-         აფხაზებისა და ოსების კეთილ ნებას პატივს ვცემთ და მათ გადაწყვეტილებას დაველოდებით, ჩვენი მიზანი იქნება არა ტერიტორიების, არამედ ამ ხალხების ნდობის დაბრუნება. სწორედ ეს არის ერთადერთი შანსი ქვეყნის გამთლიანებისა, როცა არც „ხისტი“ დიპლომატია და მით უფრო, არც სამხედრო ძალა არ ჭრის;

-         ესმის, რომ ნატოსკენ სწრაფვა და რუსეთთან ურთიერთობების დათბობა პარალელურად პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს მოვლენების გაწელვას, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს (ეს დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელია);

-         ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სინამდვილეში პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და „სამოქალაქო სექტორიდან“ მოახდენს პროცესებზე უშუალო გავლენას.

 

ევრაზიის ინსტიტუტი