დახვეწილი პოლიტიკური გამოსვლა

დახვეწილი პოლიტიკური გამოსვლა

  მისასალმებელი იშვიათობაა, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები ითვალისწინებენ საექსპერტო მოსაზრებებს, რაც მხოლოდ ქვეყნის ინტერესებისთვისაა კარგი.

   ასეთ მაგალითად ნინო ბურჯანაძის პასუხი უნდა მივიჩნიოთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტის, სერგეი ბრილიოვისათვის მიცემულ ინტერვიუში. კერძოდ, ნინო ბურჯანაძემ უტყუარად დაასაბუთა ფაქტი, თუ რატომ არის ყირიმი რუსეთის ლეგიტიმური ნაწილი, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - საქართველოს იურისდიქცია. ბურჯანაძის განცხადების არსი ასეთია:

„ყირიმში მოსახლეობის 95-მა პროცენტმა რეფერენდუმზე გამოხატა საკუთარი ნება, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის მხოლოდ ერთმა ნაწილმა შეძლო ამის გაკეთება, რადგან ეთნიკური ნიშნით დევნილი ქართული მოსახლეობისთვის აზრი არ უკითხავთ. ამიტომ ყირიმის რეფერენდუმი ლეგიტიმურია, დანარჩენი ორი - არა“.

ზუსტად ეს განვაცხადეთ ყირიმში რეფერენდუმის დღეს, 2014 წლის 16 მარტს: მთავარი სხვაობა ყირიმსა და აფხაზეთს შორის .

სამწუხაროდ, ნინო ბურჯანაძის გარდა, ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ ბედავს ამ ელემენტარული ჭეშმარიტების აღიარებას და რუსებთან არაკონფრონტაციულ, მათთვის გასაგები სტილით საუბარს. ან ასე ვთქვათ: საბედნიეროდ, ნინო ბურჯანაძე მაინც ახერხებს ამას.

 

გულბაათ რცხილაძე