ჩეხეთის პრეზიდენტმა აშშ ელჩს კარი ცხვირთან მიუჯახუნა

ჩეხეთის პრეზიდენტმა აშშ ელჩს კარი ცხვირთან მიუჯახუნა

  მაშინ, როდესაც საქართვეოლოს პოლიტიკური "ელიტა" მეორეხარისხოვანი ამერიკელი დიპლომატების წინაშე სრული შემადგენლობით ლაქუცსა და კუდის ქიცინს აგრძელებს,

ევროპაში თავმოყვარე ლიდერები პრინციპულობას იჩენენ და საკუთარი ერების ინტერესებს იცავენ. ასე მაგალითად, აშშ ელჩმა ჩეხეთში თავს უფლება მისცა, დაერღვია დიპლომატიური ეტიკეტი და ამ სახელმწიფოს მეთაური მილოშ ზემანი გააკრიტიკა მისი გადაწყვეტილების გამო, წავიდეს მოსკოვში 9 მაისის გამარჯვების აღლუმზე დასწრების მიზნით.

  რეაქცია სავსებით ადეკვატური იყო, როგორიც დღევანდელ "დამოუკიდებელ" საქართველოში წარმოუდგენელია: "ელჩ შაპიროსათვის პრაღის გრადის - სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის კარი დაკეტილია" - განაცხადა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა. "ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ჩეხეთის ელჩმა ვაშინგტონში რჩევა მისცეს ამერიკის პრეზიდენტს, სად წავიდეს და სად არა. მე არ მივცემ უფლებას არც ერთ ელჩს, ჩაერიოს ჩემი საზღვარგარეთული ვიზიტების პროგრამაში" - ხაზგასმით აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

Newsru.com