შეხვედრა ყაზახეთის ელჩთან

შეხვედრა ყაზახეთის ელჩთან

მიმდინარე წლის 31 მაისს სასტუმრო “HOLIDAY INN ივერიაში” საქართველოში ყაზახეთისელჩის _ ბაურჟან მუხამეჯანოვის ინიციატივით გაიმარ-თა ბრიფინგი

მრგვალი მაგიდარომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლებისაქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიჟურნალისტები.

ბრიფინგზე ბატონმა ელჩმა მიმოიხილა თავისი ერთი წლის საქმიანობის შედეგები საქართველოში. აღნიშნა, რომ ელჩად დანიშვნის დღიდან აქცენტი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გააკეთა. ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურების აქტივაცია, ძალიან ნაყოფიერად მუშაობს საქართველოსა და ყაზახეთის მთავრობათაშორისი კომისია. ახლახან კი გაიმართა მისი მეათე შეკრება ასტანაში. მაისში საქართველოს პრემიერმინისტრი, ბატონი ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ყაზახეთში. ყაზახეთის მხარის შეფასებით, ასტანაში მან ნაყოფიერი შეხვედრები გამართა თავის კოლეგა ასკარ მამინთან, ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმჟომარტ ტოკაევთან და პარლამენტის სენატის თავმჯდომარე დარიგანაზარბაევასთან. ამ შეხვედრებზე ხაზი გაესვა ჩვენს სანიმუშო ურთიერთობას ყველა დონეზე, მაგრამ ითქვა ისიც, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული საქონელბრუნვის დონე არ პასუხობს იმ პოტენციალს, რომელიც არსებობს.

მიუხედავად ამისა, ერთ წელიწადში (2017-2018) ყაზახეთსა და საქართველოს შორისსაქონელბრუნვამ 32 პროცენტით მოიმატა _ იყო 67 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისამჟამად 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტიასაქართველოს სტატისტიკა ცოტა განსხვავებულია და150 მილიონ დოლარს აჩვენებსრადგან ყაზახეთისა და საქართველოს სტატისტიკისორგანოებს შეფასების განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ (ერთერთი დამსწრე დეპუტატისგანმარტებითეს იმიტომრომ საქართველო რეექსპორტსაც თვლისყაზახეთი – არა).

შედგა მოლაპარაკება საქონელბრუნვის გაორმაგებასა და გასამმაგებაზე. 300 მილიონი დოლარის ზღვარის მიღწევა რამდენიმე წელიწადში რეალურია.

მთავრობათა შორის მოლაპარაკების დროს ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს, ასევე ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალის, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად. ხელი მოეწერა ასევე დოკუმენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროების ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ელჩმა აღნიშნა, რომ ყაზახეთს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი პროექტებისა ყაზახეთსა და საქართველოში, ამიტომ საქართველოს ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის უწყებებს შორის შეთანხმებულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ყაზახები საქართველოში ბიზნესს ეწევიან, ისევე, როგორც ქართველები ყაზახეთში; იზრდება გაცვლა ამ მიმართულებით, ამიტომ ზოგიერთი შრომითი ასპექტი სინქრონიზებას საჭიროებს. ამ პრობლემის გადასაწყვეტად შეთანხმება გააფორმეს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროებმა.

ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ეკონომიკის სამინისტროებს. მიღწეულია შეთანხმება საქონლის ჩამონათვალის თაობაზე, რომლითაც ყაზახეთი მოამარაგებს საქართველოს, საქართველო კი _ ყაზახეთს.

დიდი ყურადღება დაუთმეს სატრანზიტო დერეფნის ტრანსკასპიური საერთაშორისო გზის _ გამოყენებასრომელიც იწყება სამხრეთაღმოსავლეთ აზიაშიგადის ჩინეთზეყაზახეთზეაზერბაიჯანზესაქართველოზეთურქეთზე და ამ ქვეყნების პორტების გამოყენებასითვალისწინებს.

საინტერესო საუბარი გაიმართა ყაზახეთის ხორბლის საქართველოს ბაზარზე შემოტანის საკითხზე. უწინ ყაზახეთს საქართველოში შემოჰქონდა 500 ათასამდე ტონა მარცვლეული, შემდეგ იმის გამო, რომ ფასები შეიცვალა, სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფები კი გაიზარდა, ყაზახეთის ხორბლის კონკურენტუნარიანობამ საქართველოს ბაზარზე დაიკლო, შემოტანილი მარცვლეულის რაოდენობა შემცირდა. მინისტრებმა, შემდეგ კი პრემიერმინისტრებმა მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ პრობლემის გადასაწყვეტად ყაზახეთის რკინიგზა სუბსიდირებით ხელს შეუწყობს საქართველოსთვის განკუთვნილი ხორბლის გადაზიდვას თავის ტერიტორიაზე. ამჟამად შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი ამუშავებს იმ წინაღობათა გადასალახავ წინადადებებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ამ უაღრესად მნიშვნელოვანი შეთანხმების განხორციელების გზაზე.

ამ საკითხის ოპერატიულად გადასაწყვეტად ივლისის დასაწყისში ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი, ბატონი სკლიარი ეწვევა საქართველოს და კოლეგებთან ერთად განიხილავს ყველა დეტალს.

“ახლახან ველაპარაკე მინისტრ სკლიარს და ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს ყაზახეთმა ტარიფების მოწესრიგების საკითხი, _ როგორ აპირებენ იმ მარცვლეულის გადაზიდვის დაფინანსებას, რომელიც საქართველოსთვის იქნება განკუთვნილი.

თავისთავად ცხადია, რომ ორ ქვეყანას შორის გრძელდება ტრადიციული კავშირები შემოქმედების, მეცნიერების სფეროებში. შევხვდი თქვენი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, მოვილაპარაკეთ, რომ ყაზახი მეცნიერები ჩამოვლენ საქართველოში, თქვენები _ ყაზახეთში, რათა უფრო აქტიური გახდეს შემოქმედებითი ინტელიგენციის თანამშრომლობა.

ძალიან გვაინტერესებს თქვენი პოლიციის საქმიანობა. პოლიციას საქართველოში აქვს მოსახლეობის 87%-იანი ნდობა. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. თქვენს შინაგან საქმეთა მინისტრთან შევთანხმდით და ახლო მომავალში ყაზახეთის შს სამინისტროს დელეგაცია ჩამოვა საქმიანობის პრაქტიკული ასპექტების შესასწავლად.

თქვენ იცით, რომ ყაზახეთში ამჟამად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები _ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა, ხოლო მისი ადგილი კონსტიტუციის თანახმად დაიკავა სენატის თავმჯდომარემ, ბატონმა ტოკაევმა, რომელიც დღეს ყაზახეთის პრეზიდენტია. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, უნდა დაინიშნოს და დაინიშნა კიდეც რიგგარეშე არჩევნები, რომელიც 9 ივნისს გაიმართება. სამმა პარტიამ და ოთხმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ წამოაყენეს თავიანთი კანდიდატები. პრეზიდენტმა ტოკაევმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და დემოკრატიული. დამკვირვებლებად ათასზე მეტი უცხოელი ჩამოდის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დეპუტატებიც იქნებიან, ასევე, ათობით საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ევროპის, ევრაზიის სტრუქტურების მიერ მოვლინებული პროფესიონალები და ა.შ. იმ ყაზახებისთვის, რომლებიც თქვენს ქვეყანაში მუშაობენ, ასევე, ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ჩვენს საელჩოში გახსნილია საარჩევნო უბანი #277.

ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს მედიით მივმართავ ყაზახეთის მოქალაქეებსრომხმის მიცემა გაიმართება 9 ივნისსსაარჩევნო უბანი გაიხსნება დილის 7 საათზე და დაიხურებასაღამოს 20 საათზე.

აი, მოკლედ ის ინფორმაცია, რომლის გაზიარებაც მსურდა მოწვეული სტუმრებისთვის”, _ შეაჯამა თავისი სათქმელი ბატონმა ელჩმა.

შემდეგ ბატონმა მუხამეჯანოვმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლებმა და პირადად ბატონმა ელჩმა ორმხრივ ურთიერთობებში კარგად ჩახედული და ფრიად კეთილგანწყობილი და პოზიტიური ადამიანების შთაბეჭდილება დატოვეს.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისგაღმავებაში!

მოამზადა

გიორგი გავაშელმა