საქართველოს და მთელი კაცობრიობის მთავარი მტრები

საქართველოს და მთელი კაცობრიობის მთავარი მტრები

 დემოგრაფიული პრობლემები სხვადასხვა სახით მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, ყველა ერს აწუხებს. მაგრამ არის უნივერსალური პრობლემები, რომელთაგან განსაკუთრებით საქართველოა დაზარალებული, ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად.

საქართველოს უმთავრესი მტრები, დემოგრაფიული თვალსაზრისით დღეს გახლავთ:

 

-         ნარკომანია

-         აბორტები

-         სოდომია

-         ვენერიული სნეულებების გავრცელება

-         ალკოჰოლიზმი

 

ყოველივე ეს ბოროტების სხვადასხვა გამოვლინებაა, ბოროტებისა, რომელიც ხელს უწყობს ერის ფიზიკურ გადაშენებას და სულიერ გადაგვარებას. ყველა, ვინც ამ უბედურების გაუბრალოებას ან, მით უმეტეს, პროპაგანდას ცდილობს - ქვეყნის და მთელი კაცობრიობის დაუძინებელი მტერია.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მუშაობენ ენთუზიასტები, მაგალთად, საერთაშორისო მოძრაობა „პრო ლაიფ“ - pro life (“მოძრაობა სიცოცხლის დასაცავად“) ისინი უცხოეთიდან დაფინანსებულ მავნე ორგანიზაციებს უპირისპირდებიან, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუწყონ შობადობის კლებას. მათთვის შობადობის კლების მისაღწევად ყველა ხერხი მისაღებია. ამიტომაც აბორტი არა ბავშვის მკვლელობა, არამედ „ქალის თავისუფლებაა“, ამიტომ „შეიძლება“ ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება“, ამიტომ შეიძლება „ერთსქესიანი ქორწინება“ და ასე შემდეგ.

რუსეთის პარლამენტმა პირველი ნაბიჯი გადადგა აბორტების შეზღუდვის მიმართულებით (ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვაში კი რუსეთი გაცილებით წინ არის წასული). მისასალმებელია, რომ რუსმა პარლამენტარებმა შეზღუდეს იმ კლინიკების რეკლამა, სადაც ორსულობის შეწყვეტას ახდენენ. ებრაელი პატრიოტები თავად ამხელენ სიონისტურ ორგანიზაციას „კეშერ“-ს, რომელიც ქალთა მოძრაობის ნიღბის ქვეშ ცდილობს, ხელი შეუწყოს შობადობის კლებას რუსეთში.

 „პრო ლაიფის“ აქტიური წევრი, რაბინი იგაელი იეჰუდი კი თავის მორიგ წერილს გვთავაზობს დემოგრაფიულ პრობლემებზე, ამჯერად საქმე ეხება ვენერიული სნეულებების გავრცელებას:

Сифилис и «общечеловеческие ценности»

ჩვენს მხრივ დავძენთ, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს ალტერნატივა არ გააჩნია, ხორცი და სული ჰარმონიაში უნდა იყოს, ამას გვასწავლის ქრისტიანობა, ყველა საეკლესიო მამა. ხვალ დიდმარხვა იწყება და ეს თემა კიდევ უკეთ უნდა გავიაზროთ, ყველამ ერთად.

 

ევრაზიის ინსტიტუტი