რომან ფინი: "არ დავუშვათ თბილისური მაიდანი"

რომან ფინი: "არ დავუშვათ თბილისური მაიდანი"
სააკაშვილის და მისი თანამზრახველების ხელისუფლებაში დაბრუნების თარიღი გამოცხადებულია და ქვეყანა ახალი ძვრების ზღვარზე დგას. ორ წელზე მეტ ხანს არა მარტო მწიფდებოდა ბოდვითი იდეები შეთქმულების დანაშაულებრივ ტვინებში, არამედ ყველას თვალწინ ისინი ინტენსიურად ემზადებოდნენ მის განსახორციელებლად. დღეს მათ ჩათვალეს, რომ მზად არიან - დადგა დრო და საკუთარ გამოსვლას ცინიკურად თბილისის მაიდანი უწოდეს; განაცხადეს, რომ არ გაჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ მიზანს, რომელიც მათ ესახებათ არა როგორც უბრალოდ მთავრობის გადადგომა, არამედ, როგორც ხელისუფლების მიტაცება.
ისე ჩანს, მათი მზაკვრული გეგმების შესახებ ერთი წლის წინანდელმა  გაფრთხილებამ მისი განხორცილება გადადო. თუმცა, სააკაშვილი კვლავ თავისუფალი რჩებოდა, ხოლო მისი პარტია, რომელმაც (ევრო-ამერიკის წარმოუდგენელი ზეგავლენით და `ოცნებასთან~ მოღალატეობრივი შეთანხმების შედეგად) თითქმის ნახევარი პარლამენტითა, (და ასევე,  სახელმწიფოს სათავეებთან მდგარი `ოცნების~ ხელშეწყობით), ფაქტობრივად შეინარჩუნა ეკონომიკური და ფინანსური ძალაუფლება, ახორციელებდა დამანგრეველ ქმედებებს, ხელს უშლიდა მთავრობის საქმიანობას და აძლიერებდა საკუთარი პოლიტიკურ პოზიციას.
 
  28 თებერვალს შემუშავებული გეგმის მიხედვით `თბილისური მაიდანი~ უნდა დაიწყოს 2015 წლის 21 მარტს. სააკაშვილმა საკუთარ თანაპარტიელებს თბილისში მიმართა: `მოაწყვეთ მეორე `მაიდანი~, გამოიწვიეთ ქაოსი, ფული და მხარდაჭერა იქნება~. დამახასიათებელი განცხადებაა, რადგან, ის ხსნის მაიდანის ჭეშმარიტ ბუნებას. არ შეგაცდინოთ იმის წარმოდგენამ, რომ ეს არის  რაღაც რომანტიკული, სამართლიანი, ღირსეული; რომ ხალხი მოდის, რათა გამოხატოს საკუთარი პროტესტი. ეს სიტყვა, რომელიც ზოგადი გახდა, ნიშნავს შეიარაღებული ძალადობრივი გზით სახელმწიფო გადატრიალებას, ძალაუფლების დამხობას, ლეგიტიმური მთავრობის გადაგდებას და დიქტატურის დამყარებას, დესტაბილიზაციას, უწესრიგობას, ტერორისტულ აქტებს, სისხლისღვრას, საფუძვლების მორყევას... და მიმართვა: `მოაწყვეთ ეს ყველაფერი~ მოდის ანტისახალხო ძალების წინამძღოლისგან, ეს არის ჩვენი - ქართველი ხალხის, საზოგადოების, თავისუფლების და სიცოცხლის ხელყოფის პირდაპირი მუქარა. Eეს მუქარა სერიოზულია. Eიგი არის მოწოდება სისხლისღვრისკენ, რასაკვირველია, ჩვენი სისხლის ღვრისკენ. Gგანა ასე არ იყო პირველ მაიდანზე კიევში, შესაბამისი შედეგით – სისხლიანი სასაკლაოთი, რომელიც დღემდე გრძელდება,  სიკვდილით და ნგრევით. სააკაშვილი იყო იქ ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზატორი... და ამის ჩამოტანა სურთ საქართველოში!
სულ აიღეს თავზე ხელი, უტიფრად გამოდიან, განსაკუთრებული თავხედობითა და არნახული ცინიზმით. ისინი არ ლაპარაკობენ მშვიდობიან დემოკრატიულ პროცესებზე – ხელისუფლების გადადგომაზე, პარლამენტის დათხოვნაზე, ახალ არჩევნებზე... ისინი ლაპარაკობენ საკუთარ შეიარაღებულ რაზმებზე, ქაოსსა და დესტაბილიზაციაზე, ძალადობასა და ტერორზე, როგორიც იყო და არის მაიდანი მისი არსით, და კიდევ იმაზე, რომ ყოველივე ეს კარგად ანაზღაურებადია(!) ვისგან? რომ მხარდაჭერა იქნება(!) – საიდან? ეს მათთვის ხელისუფლებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. მაგრამ ეს შეთქმულებაა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს კი უმძიმესი სახელმწიფო დანაშაულია, შემსრულებლები – სახელმწიფო დამნაშავეები არიან. ეს არ არის იატაკქვეშა ორგანიზაცია, ფარულად შეიარაღებული. ეს ის ხალხია, რომელთა ხელშიც ჯერაც მნიშვნელოვანწილად რჩება ქვეყანა. გააფთრებულნი, შეშლილნი, საკუთარ დაუსჯელობაში სრულიად დარწმუნებულები, ღიად აცხადებენ საკუთარი დანაშაულებრივი ზრახვების შესახებ. ესენი არიან ადამიანები სინდისისა და ღირსების, ადამიანურობის გარეშე. ჩვენ ხომ მათ კარგად ვიცნობთ, მათ უკვე გამოავლინეს თავისი ცხოველური არსი არც ისე შორეულ წარსულში – როგორც საკუთარი მმართველობისას და ასევე მომდევნო პერიოდშიც. ახლახან გახმოვანდა სააკაშვილის გეგმები ციხეში ან მერაბიშვილის, ან უგულავას, ან ბაჩო ახალაიას  მოკვლის (!!!) შესახებ, რათა ამაში მთავრობა დაედანაშაულებინათ და ხალხის პროეტესტი გამოეწვიათ. რა მხეცური, სატანისტური გათვლაა! როგორი უგნური სიბეცე! ხალხი მხოლოდ გაიხარებს, თუნდაც ასეთი ველური გზით თუ მიეზღვება ერთ-ერთს დამსახურებისამებრ; ეს დამსახურება კი მოითვლის ყოველ მათგანზე ათობით და ასობით წელს ციხეში; მეთაურებისთვის კი დამატებით რამდენიმე ელექტრონულ სკამს; რომელი პატიოსანი, საკუთარი ხალხის მოყვარული ადამიანი დადგება მათთან და გაყვება მათ? ვისი გული და გონება არ აღშფოთდება? მათ მხარს უჭერს ის მცირერიცხოვანი ხროვა, რომელსაც ყოფილმა რეჟიმმა გამდიდრების საშუალება მისცა და რომელიც დღემდე დაუსჯელად სჩადის დანაშაულს. სისხლის სამართლის კოდექსი და სამართლიანობა კვნესის მათი შემზარავი  ბოროტებისაგან.
 ნაციონალების პარტია დანაშაულებრივია საკუთარი ანტიხალხური არსით, თავისი არაადამიანურობით; იმითი, რომ მისი ხელმძღვანელი და მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ასევე პარლამენტის წევრები როგორც სააკაშვილის დროს, ასევე შემდგომაც, სხვადასხვა სახის უმძიმეს დანაშაულობებს სჩადიოდნენ პირადი შურისძიების გამო, საკუთარი გამდიდრების მიზნით; მაგალითად, 10.000-მდე  ბიზნესმენს წაართვეს ბიზნესი და პირადი ქონება, ბევრი მათგანი ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც აწამდებდნენ და ძალადობდნენ მათზე; ზოგიერთები უბრალოდ დახოცეს. ხალხს ციხეებში სვამდნენ ერთადერთი მიზნით, გასათავისუფლებლად დიდი გამოსასყიდი მიეღოთ. ისინი მდიდრდებოდნენ ნარკოტიკებით, იარაღით, მიწებით, შენობებით, ფაბრიკებით და ქარხნებით, ელექტოროობის, გაზისა თუ საყოფაცხოვრებო სამსახურებით ვაჭრობით; საკუთარ ხელში მოიქციეს ყველა ძირითადი დარგები, როგორიცაა კვების პროდუქტებით მომარაგება, სამედიცინო მომსახურება, სააფთიაქო საქმიანობა და სხვა და სხვა, და ყოველივე ამას ისინი დღემდე ფლობენ. განსაკუთრებული შეურაცხყოფა ქრთველ ხალხს მიაყენა სამუზეუმო და სამეცნიერო ფასეულობების გაყიდვამ ან განადგურებამ, განათლების სისტემის და მეცნიერების ნგრევამ. მათ დაიწყეს და სამარცხვინოდ წააგეს ომი, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვით დამთავრდა. დღეს მათი გადაბრუნებული გონება უფლებას აძლევთ იამაყონ იმით, რომ ომი მოიგეს. მათი დანაშაულების სია ქვეყნის, ხალხის, ცალკეული ადამიანების და კაცობრიობის წინაშე დაუსრულებელია. ამჟამად 20,000-ზე მეტი საჩივრის განცხადება დევს პროკურატუაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.
მაიდან-გადატრიალება-ხელისუფლების მიტაცება, როგორც გვამცნობენ, ძალიან კარგად არის დაფინასებული კრიმინალური წარმოშობის წყაროებისგან. განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფო დამნაშავეები მერაბიშვილი და გიგი უგულავა გასამართლებული არიან მხოლოდ მცირეოდენი დანაშაულისთვის, ხანმოკლე ვადებით, ხალხის ძარცვითა და ბნელი უკანონო ოპერაციებით ნაშოვნი ასობით მილიონებისა და მილიარდების შენარჩუნებით. Mმაიდანი იმ პარტიული `ობშჩიაკიდანაც~ დაფინანსდება, რომელსაც კეზერაშვილი განაგებდა; ნაციონალური მოძრაობის სხვა საქმოსნებისგან, რომლებმაც  ასევე დანაშაულებრივი გზით შეაგროვეს უზარმაზარი ქონება. გასული წლის ზაფხულიდან, სააკაშვილთან შეთანხმებით, საქართველოში გადატრიალების დაფინანსებას დათანხმდა უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი. შესაძლოა დაფინანსების სხვა წყაროებიც არსებობდეს.
გეგმის თანახმად, ხელისუფლების მიტაცება შეიარაღებული გზით უნდა განხორციელდეს. საქართველოში ჩამოდის სააკაშვილისეული `ლეგიონი~, იმ ქართველებისგან შემდგარი, რომლებიც დღეს უკრაინაში ომობენ, 150 კაცი. სურთ ისინი სნაიპერებად გამოიყენონ, რომლებიც მიტინგზე მოსულ საკუთარ ხალხს ესვრიან, რათა მათ სიკვდილსა და დაჭრაში მთავრობა დადანაშაულდეს, როგორც ეს იყო კიევში; გამოიყენებენ მათ როგორც დივერსანტებს, რომლებიც  ტერორისტულ აქტებს განახორციელებენ, ხანძარსა და ნგრევას გამოიწვევენ, რათა წარმოიქმნას ქაოსი, ხალხი დაშინდეს, ბრბო კი აღიგზნოს. დიდ ძალას წარმოადგენს რაზმები სამეგრელოდან, სადაც შენარჩუნებული აქვთ პოზიციები თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და ასევე განსაკუთრებით აქტიურ მამამისს, როლანდ ახალიას, რომელიც სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი თანამზრახველი იყო, ამჟამად პარლამენტის წევრი. სამეგრელოში მზადდებოდა საგანგებო საომარი რაზმები. მათ დასახმარებლად უკრაინიდან „მაიდანის სპეციალისტებიც“, შეიარაღებული ბოევიკებიც და ფერადი რევოლუციების მოწყობის სპეციალისებიც ჩამოვლენ.მომზადებულია დიდი რაოდენობით საბურავები (20 ტრაილერის შესახებ არის ინფორმაცია), რომელთა დაწვა რიტუალად იქცა ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ხალხმა არ იცის, რომ ამ საბურავების კვამლი ძალზე სახიფათო და მავნებელია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ფილტვებით დაავადებულებისთვის, ძლიერი კანცეროგენია. მაგრამ მისი მთავარი დანიშნულებაა აზროვნების დაბინდვა და მასის აჟიტირება. ეს შავი კვამლი ეშმაკისეული წარმონაქმნია, რომელიც ადამიანს ცხოველს ამსგავსებს. ევროკავშირის ქვეყნებში საბურავების დაწვა კატეგორიულად იკრძალება  სამედიცინო და ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მიმდინარეობს აქტივისტებისა და შეიარაღებული ადამიანების გაძლიერებული ტრენინგი, სახელდებოდა ციფრიც - 500 ადამიანი, ძირითადად სპორტსმენები; მითითებული იყო მათი მომზადების ადგილები. ისინი გაცილებით მეტი უნდა გამხდარიყვნენ, მათთვის ნიღბებიც იყო მომზადებული. მთავრობამ პირობა დადო, რომ ამ ვითარებას კონტროლს გაუწევდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა გაკეთდა, რომ შეჩერებულიყო ეს დანაშაულებრივი ქმედება, დაშლილიყვნენ მონაწილენი, ხოლო დამნაშავეები დასჯილიყვნენ. Dდიდია ეჭვი, რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულა. ჩვენ  არაფერი გაგვიგია და დღეს ამის შედეგიც დაგვიდგა - ისინი თავის სასიკვდილო ლაშქრობას იწყებენ.  არა მხოლოდ თბილისში, გამოსვლები მზადდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. უკვე ჩამორიგებულია თანამდებობები, რომლებიც უნდა დაიკავონ შეთქმულებმა გამარჯვების შემდეგ. რიგდება იარაღი.
 
ეჭვი არ არის, რომ ეს უგუნურები ვერ განახორციელებენ საკუთარ დანაშაულებრივ გეგმებს. ეს არ არის ვარდების რევოლუციის დრო, როცა მასობრივი და კარგად დაფინანსებული პროპაგანდის შედეგად ადამიანები სააკაშვილს გაჰყვნენ. Dდღეს ქართველ ხალხში მისადმი და მისი თანამზრახველებისადმი საყოველთაო ზიზღი და სიძულვილია, და თუ ხალხი გამოვა ქუჩაში, ეს იქნება პროტესტი პირველ რიგში სააკაშვილის წინააღმდეგ.
ეს უკვე მოხდა ამა წლის 31 იანვარს, როცა სახალხო პარტიის  - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდებით 25 00 კაცი გამოვიდა სააკაშვილის დასჯის მოთხოვნით. ქუჩები გადაჭედილი იყო თავისუფლების მოედნიდან უნივერსიტეტამდე. ეს იყო სერიოზული გაფრთხილება, მაგრამ მათ არაფერი აჩერებთ. დაბრმავებულები ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით. სინამდვილეში ეს მათი გამოსვლა მათ დასასრულად გადაიქცევა. აალებული საბურავების, სნაიპერთა ტყვიების, დივერსიული ხანძრებისა და სხვა ძალადობრივ ქმედებათა საპასუხოდ ხალხი მთელი ძალით აღიმართება, და საბოლოოდ დამარხავს ნაციონალურ მოძრაობას; ეს სამარცხვინო პარტია სამუდამოდ აიკრძალება, მისი ანაშაულებები გაიხსნება, დამნაშავეები აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა, მათ ჩამოერთმევათ უმსგავსი ხერხებით მითვისებული ქონება და ის ხალხის სამსახურში გადავა; მოპარული საკუთრება, წართმეული ბიზნესები მეპატრონეებს დაუბრუნდება. სააკაშვილს და მისი მიმდევრებს არ ესმით, რომ საქმე ექნებათ არა მარტო და არა იმდენად მთავრობასთან,  არამედ  ხალხთან და აქ ისინი ვეღარ გაივლიან. მათ ელით სრული განადგურება და საბოლოოდ დალევენ სულს `ისტორიის სანაგვეზე~; ბევრ მათგანს, სავსებით შესაძლებალია, სიცოცხლის დამთავრება ციხეშიც მოუხდეს.
 
ადამიანებო, იყავით ფრთხილად! არ გამოხვიდეთ ნაციონალების მიტინგზე, არ შეუერთდეთ მკვლელებსა და ბანდიტებს. ეს ამორალურია, უზნეოა სამშობლოს, საქართველოს, წინაშე, თუკი მიეკედლებით მის მტრებსა და დამანგრეველებს, რომელთაც წაბილწეს მისი სიწმინდეები, გაძარცვეს ხალხი, ადამიანებს უსაზრრო ტანჯვა არგუნეს და ამაზე ხელი მოითბეს. ეს სახიფათოცაა, რადგან იქ იქნებიან სნაიპერები და პროვოკატორები. მათგან ჩვენ მხოლოდ მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია დაგვიცავს. სახელმწიფო დამნაშავეების მიმართ ჩვენი `არა~ დაგვიცავს. სააკაშვილი აქ არ გაივლის! ქვეყნის დამღუპველები ციხეში უნდა იყვნენ! 
 
მათ გადაწყვიტეს გამოიყენონ ხალხის უკმაყოფილება საკუთარი მთავრობისადმი და ამ პროტესტს ამოფარებულები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ცდებით, ბატონო თაღლითებო და ქურდებო, მკვლელებო და მოძალადეებო, მძარცველებო და ვიგინდარებო. ჩვენ კარგი მეხსიერება გვაქვს, ჩვენ ვიცით, ვინ ხართ და გვესმის ყველაფერი. ჩვენს უკმაყოფლებას უთქვენოდაც გამოვხატავთ, მაგრამ თქვენს წინააღმდეგ, უკანონოდ რომ ფლობთ ძალიან მაღალ ადგილებს პარლამენტში. თქვენ იქიდან ძალიან მალე წახვალთ უფრო მოკლე გზით ციხეებისკენ. თქვენ ამზადებთ შეთქმულებას ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ შევძლებთ თავის დაცვას. რამდენი შეიკრიბებით? თუ ძალიან მჭიდროდ დადგები მოედანი პარლამენტის წინ 5-6 ათას ადამიანს იტევს. მოიყვანეთ ხალხი სოფლებიდან. მაგრამ არ გაბედოთ თქვენი პროვოკაციის მსხვერპლი გახადოთ ისინი, არ ესროლოთ მათ თქვენდამი მინდობილთ, ფულისთვის, მოტყუებულებს, რომლებმაც არც იციან ვისთან და რატომ მიდიან.
 
 
რაც შეეხება თქვენი - ნაციონალების გამოსვლისთვის ერთერთ მიზეზს - ლარის დევალვაციას, მსგავსი რამ  მთელ მსოფლიოში მოხდა. 2014 წლის აგვისტოს ევრო 1,35 ღირდა და 1,05 გახდა, კანადის დოლარიც ამავე მიმართულების მიემართებოდა. 2015 წლის იანვარში კანადის მთავრობამ დევალვიაცია კიდევ 10%-ით განიცადა. იგივე ემართება რუბლს და ბევრ სხვა ვალუტას. ევროსთან მიმართებაში ლარს დევალვაცია არ განუცდია, ხოლო რუბლთან მიმართებაში გამყარდა კიდეც. მაგრამ შევარდნაძის დროს ლარი განა ისეთივე არ იყო, როგორიც ახლაა.სააკაშვილის დროს ლარი კი არ გამყარდა, უბრალოდ ხალხს პარავდნენ უცხოეთიდან გამოგზავნილი დოლარების ერთ მესამედს და ასე დაწიეს კურსი 2,20-დან 1,65-მდე.
 
ახლა იმათზე, ვინც უნდა იყოს ქვეყნის და სახელმწიფოს დამცველი, ყოველ მოქალაქეს, ვინც ახლა დანაშაულებრივი ძლების შეტევის ობიექტია, - საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა მიიღოს აუცილებელი ზომები. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს რას ნიშნავს და შესაძლოა კი ამ განცხადებების ნდობა. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებს, როგორ დაუფარავად ემზადებოდა სააკაშვილი, მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი სპეციალური ძალები, და ახლა უკვე ჩვენი და ხელისუფლების წინააღმდეგ ომის დაწყების დღე და საათი დანიშნა, ჩანს, რომ დიდ წინააღმდეგობას არ მოელის. არ შეიძლება სააკაშვილის ნდობა: ზუსტად ასეთი `სტრატეგიით~ `იმედოვნებდნენ~ საკუთარ გამარჯვებას როცა ომს იწყებდნენ ე.წ `სამხრეთ ოსეთში~. ისინი შეცდებიან ახლაც, როგორადაც მწარედ და დებილურად შეცდნენ მაშინ. მაგრამ დაზარალდნენ ათიათასობით ადამიანები, მოკლული, დაჭრილი, სახლ-კარდაკარგულები, დევნილები – მათთან  საქმე არა აქვთ. ისინი მიიწევენ ხელისუფლებისკენ, რათა დაფარონ, ჩამოწერონ საკუთარი დანაშაულები და დაუსჯელად ჩაიდინონ ახალი. და ისინი
ჩქარობენ: ხვალ გვიან იქნება, ვიღაცა სხვა მიიმხრობს ხალხს და მიაღწევს სამართლიანობას და პატივს, ღირსებას, მთავრობის გადადგომას და ახალ არჩევნებს პარლამენტში, შედეგად ისინი, შესაძლოა, პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ან ხმების უმნიშვნელო რაოდენობა მიიღონ.
 
და რას შვრება ჩვენი მთავრობა? რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აჩვენა საკუთარი არაადექვატურობა ქვეყნის ძნელი და დიდი ამოცანების წინაშე. აღმოჩნდა უძლური, უნებო, არაპროფესიონალი, არ განახორციელა აუცილებელი და სასწრაფო ზომები ყველა სფეროში, უმთავრესი კი სამართლიანობის მხრივ – ბევრი სახელმწიფო დამნაშავე დატოვა დაუსჯელი, მათი მსხვერპლების მიმართად სამართლიანობა აღუდგენელი დარჩა. ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნული ადამიანები სახელმწიფო საქმისადმი, ქვეყნის მართვისადმი
უუნარონი აღმოჩნდნენ. მათი აზროვნება აღზრდილი და ფორმულირებულია კომუნისტურ წარსულში, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცნების გადაჭრა მათ არ შეუძლიათ. სახელმწიფო მექანიზმი ძირითადად დარჩა ძველებური, სააკაშვილისებური. ცხოვრება კი არ გაუმჯობესდა, რაღაცეებში გაუარესდა კიდეც. ყოფილი მთავრობის მიერ განადგურებული მეურნეობა, სოციალური სფერო, განათლება და ხელოვნება, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა არ გაჯანსაღდა, საერთაშორისო არენაზე ქვეყენა, როგორც სააკაშვილის დროს, მოკლებულია სუვერენიტეტს, ხელმძღვანელობა
მთლიანად ევრო-ამერკული ძალების გავლენის ქვეშაა, ქვეყანას მართავს `ვაშინგტონის საოლქო კომიტეტი~
 
 
და მისი ოპერატორი, ამერიკის ელჩი; პარლამენტში მორალურ-პოლიტიკური კოაბიტაცია და მისი შედეგებია, რომელისგან პარალიზებულია მთელი ხელისუფლების ნება, ეს ორგანო რაიმე ქმედუნარიაონობას სრულიად მოკლებულია, რაც ხალხის უკმაყოფილებას, პროტესტს და აღშფოთებას იწვევს. იგი  კარდინალურად უნდა შეიცვალოს. ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა იმავე ხარისხის აღმოჩნდა, როგორიც მათი წინამორბედი იყო: არ ფიქრობენ ხალხის საჭიროებებზე, უსაფრთხოებაზეც კი. ისინი უნდა წავიდნენ. უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს დროის სამართლიანი მოთხოვნაა და არ შეიძლება ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაციონალური პარტიის დროშის ქვეშ, მისი დანაშაულებრივი ხელისუფლების მიერ და მისი ძალადობრივი მეთოდებით.
გამწმენდი და აღმდგენელი ძალის სათავეში არ შეიძლება იდგეს არც ერთი ამჟამად არსებული - ძველი პოლიტიკური პარტია, მათ ყველამ ძალიან ცუდად აჩვენეს თავი, როგორც უვარგისმა, არანაირი შემოქმედებითი უნარის არმქონემ და პოლიტიკური
ველი ამ აზრით დღეს ცარიელია. მასზე წარსული გამყინვარების ქარები ღმუიან, მარადიული ზამთრის სუსხია, ყველა მათგანი გავერანების საზიზღარი ნაშთია. არც ერთი პარტიისთვის არ შეიძლება ნდობა. ყველა ისინი საკუთარი თავისთვისაა, არც ერთი – საქართველოსთვის, მეტიც, მის წინააღმდეგაა, ყველას  მონის ფიქოლოგია აქვს ვისთან და სად მოეწყოს, რომ ფული მოედინებოდეს მათი ჯიბეებისკენ, ფული, ფული, მზად არიან მიეყიდონ ვისაც გნებავთ, ოღონდ ჰქონდეთ ფული და ძალაუფლება, რომელსაც მოაქვს იგივე დივიდენდები: შესაძლებლობა გამდიდრდნენ სხვის ხარჯზე, სამაგიეროდ არაფერი გასცენ, მხოლოდ აიღონ, მხოლოდ მოიხმარონ.
 
მაგრამ არსებობს ერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც უკვე დაიმსახურა ხალხის ნდობა და რომლისკენაც მიმართულია ყველა იმედი, – `საქართველოს პატრიოტთა ალიანსი~. ეს ახალი პარტიაა, ახალგაზრდა,  მომავლისკენ მიმართული; საკუთარი სასქმიანობის საფუძვლად მას სწორედ ქვეყნის და ხალხის ინტერესებია, იგი ქართულ ფასეულობებს ეფუძნება და საკუთარი სქმიანობით პასუხობს თანამედროვეობას. მის სათავეში დგანან კრისტალურად სუფთა, ღრმად მორწმუნე ადამიანები, რომლებიც ქართულ სულს განასახიერებენ, ეროვნულ სულს ატარებენ, სამშობლოს ერთგული, ჭშმარიტი პატრიოტები არიან: დავით თარხან-მოურავი, დიდი  მოურავის შთამომავალი, საქართველოს თავადაზნაურთა კრების თავმჯდომარე, და ირმა ინაშვილი. ეს ის ხალხია, ვინც უახლოეს თანამოაზრეებთან ერთად დაგეგმა და განახორციელ დიდი ისტორიული გმირობა, რომელმაც მიგვიყვანა შეშლილი დიქტატორის, სააკაშვილის, დაცემამდე – ეს მათ მოიპოვეს თბილისის ციხეებში ადამიანთა დამცირების ამსახველი ვიდეოკადრები და წარუდგინეს ისინი მსოფლიოს. უცხოელთა  დაცვა და მხარდაჭერა ამაო გახდა – დამნაშავე რეჟიმი დაეცა. `საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა~ ხალხის ნდობა მოიპოვა და უკვე რამდენიმე ადამიანი არჩეულია ადგილობრივ მმათველობაში. არც ისე დიდი ხნისწინ, 31 იავნარს, მათი ორგანიზებით 25 ათასიანი მიტინგი მოეწყო საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის ველური, მკრეხელური მკვლელობის გამო. ეს იყო სახალხო დემონსტრაცია სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ და ხალხი გაჰყვა თავის ახალ ლიდერებს. ისინიც ითხოვენ ხელისუფლების გადადგომას და ახალ საპარლემენტო არჩევნებს – ეს დროის მოთხოვნაა. ამ პარტიას ხალხი საკითხის მხოლოდ  მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიჰყავს, ყოველგვარი ფიზიკური ძალის, ტყუილის, მოსყიდვისა და ძალადობის გამოყენების გარეშე. მხოლოდ სიტყვით, მხოლოდ საკუთარი ისტორიული სიმართლით, საკუთარი პატიოსნებით, გახსნილობით. ეს ადამიანები წარსულში არაფერში გარეულან, არ გასვრილან არანაირ სახელისუფლებო ინტრიგებში. ისინი  ყველას წინაშე სუფთები არიან. ეს ადამიანები  განასახიერებენ  ქართველი ხალხის სინდისს, და ხალხი მათთან ერთად გაიმარჯვებს. ისინი სახელმწიფო მოღვაწეები არიან, რომელთაც მომავლისკენ მიმართული ახალ აზროვნება აქვთ; ისინი აზროვნებენ სახალხო სიკეთის კატეგორიებით, ქართული ფასეულობებით, სინდისით, სამართლიანობით და ღირსებით. ქვეყნის მართვაში ჩაბმულნი უნდა იყვნენ სწორედ ასეთი ადამიანები:  , სამშობლოს სიყვარულით ანთებული  ნამდვილი პარტიოტები, რომელნიც პირადი კეთილდღეობისთვის არ მიილტვიან ხელისუფლებისკენ, რომელთაც ძალა შესწევთ ცხოვრების ყველა სფეროს რეორგანიზებისა და აღდგენისა; ისინი კეთილდღეობისკენ  გაუღვებიან საქართველოს; მათთან ერთად ქვეყანა მიუბრუდება თავის ეროვნულ
ფესვებს, დამკვიდრდება კანონიერება და სამართლიანობა, აღდგება პატივი და ღირსება, გაჩნდება იმედი.
 
 
      ბატონო პრემიერ მინისტრო!  ბატონო პრეზიდენტო!  საქართველოს ერთგულო პარლამენტის წევრებო!  მოგმართავთ თქვენ: შეასრულეთ თქვენი მოვალეობა,  დაიცავით  ხალხი  უზურპატორების ვერაგი ჩანაფიქრებისგან , მიიღეთ სასწრაფო,  გადამწყვეტი ზომები სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაულის აღსაკვეთად, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და მათი დაშლისათვის, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა დაუყოვნებლივ დაპატიმრებისა და სამართალში მიცემისათვის. გაასაჯაროვეთ მათი გეგმები, მათი გვარები და სახელები, მოუწოდეთ მოსახლეობას შეიკრას ერთ მუშტად, რათა ვიყოთ მზად და არ დავუშვათ დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება.
 
     გეშინოდეთ,  შეთქმულნო ,  ვერაგო  არამზადებო და ბოროტმოქმედნო! ჩვენ მტკიცე კედლად აღვიმართებით ჩვენი თავისულების,  ჩვენი სამშობლოს, ჩვენი საქართველოს დასაცავად. თქვენ ვერ გაარღვევთ ამ კედელს. თქვენს რაზმებს სული შეეხუთებათ ხალხის უკიდეგანო მასებში, ხალხის რისხვა წაგლეკავთ თქვენ  და აღგხოცავთ პირისაგან  მიწისაგან. განიარაღდით და დაიშალეთ სანამ გვიან არ არის.  შურისძიება დაუნდობელი იქნება.  საქართველო დგება ფეხზე თავის დასაცავად. ამაყი,  ღირსეული ხალხი.  ჩვენთან არის ქრისტე-ღმერთი,  ჩვენთან არის დედა ღვთისა. ჩვენ გავიმარჯვებთ!
 
 
   რომან ფინი
– დისიდენტი და საბჭოთა დროის პოლიტპატიმარი, მეცნიერი და მწერალი, საბჭოთა კავშირის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის  შემსწავლელი კანადის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1981-2005), საქართველოს და სხვა საერთაშორისო  მწერალთა კავშირების წევრი,  ავტორი პუბლიცისტური წიგნებისა, რომელიც თანამედროვე   საქართველოს ტრაგიკულ ბედს ეხება; მშვიდობისა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტი.