რელიგიური ფაქტორის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაზე

ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვანია როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავლისათვის.

რამდენიმე ეპიზოდი ინგუშების და ჩეჩნების ისტორიიდან

ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობთ 1911 წელს რუსეთში გ. ტკაჩოვის ავტორობით გამოსული ერთი წიგნისადმი - "ინგუშები და ჩეჩნები თერგის მხარის ხალხების ოჯახში"

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი: დეიდეოლოგიზირებული შეფასება

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი უკვე დიდი ხანია, მთავარ არგუმენტად იქცა მათთვის, ვინც ცდილობს საბჭოთა კავშირი დაადანაშაულოს მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში და ამ გზით კიდევ ერთხელ მოსცხოს ჩირქი რუსეთს.

ტურბულენტური ევრაზია

მკითხველების ყურადღებას მივაპყრობთ რუსი პოლიტოლოგის სერგეი მარკედონოვის წიგნს

ტანჯული საქართველო

საბჭოთა ეპოქის ცნობილი დისიდენტი რომან ფინი თავისი პრინციპების ერთგული რჩება - ზოგიერთი სხვა ”ანტისოვეტჩიკისგან” განსხვავებით

,,ჩვენ ვერ დავიბრუნებთ შიდა ქართლსა და აფხაზეთს მანამ, სანამ შეცდომებს არ ვაღიარებთ…”

ერეკლე მეორის საზოგადოების, გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის ,,წინ“, ევრაზიის ინსტიტუტის და მოძრაობის ,,შემოგვიერთდით” ინიციატივით, თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს,

სააკაშვილის პოლიტიკური ცირკი

საარჩევნო კამპანია ფინალს უახლოვდება, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სცენაზე, უფრო სწორად კი ცირკის არენაზე, თავისი კლოუნები გამოიყვანა. ზოგ მათგანს წითელი ცხვირი აქვს და

ტელეკომპანია ”იმედის” მიერ დაბლოკილი სიუჟეტები

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მაშინ, როდესაც სათავისოდ ვერ მიჰყავთ ინტერვიუ ან მოვლენები არ ვითარდება ისე, რომ ”საქმეს” ვერც მონტაჟი და ცრუ კომენტარები შველის,

სტალინის მიმართვა 1941 წლის 7 ნოემბერს საბჭოთა არმიელებს

2010 წლის 9 მაისს აღინიშნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით დროდადრო შემოგთავაზებთ ისტორიული ქრონიკის კადრებს,

ნაციონალური არხები, როგორც ფსიქოლოგიური დამუშავების და "კულტურული" პოლიტიკის იარაღი

სიტყვა „კულტურული“ სათაურში შემთხვევით არაა ჩასმული ბრჭყალებში. ფაქტიურად ჩვენს თვალწინ, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მოხდა სრული გაძევება ნებისმიერი კულტურულად ფასეული პროდუქციისა წამყვანი („ნაციონალური“) არხების ეთერებიდან. თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სატელევიზიო ბადეში საკმაოდ ხშირად გვხდებოდა ქართული ფილმები, ალაგ-ალაგ საბჭოთა (რუსული) კლასიკა, დასავლური თუ სხვა ქვეყნების მაღალხარისხოვანი კინოპროდუქცია, დღეს ტელეეკრანი წალეკილია უმდაბლესი დონის, ჩაწოლილი ლათინოამერიკული სერიალებით ან ჰოლივუდური კონვეიერული ნაწარმით, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ გაააჩნია.

მეორე მიმართულება, რომელსაც ასევე აქტიურად ანვითარებენ ე.წ. ნაციონალური არხები, არის ასევე უმდაბლესი დონის იუმორისტული და გასართობი შოუები. არ გვეგულება საქართველოში ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ოდნავ მაინც შერჩენია გემოვნება და საკუთარი თავის პატივისცემა, რომ 5 წუთზე მეტ ხანს გაუძლოს „ქლაბშოუების“ და მსგავსი მარაზმის ცქერას. თუმცა, ადამიანი, როგორც ამბობენ, ყველაფერს ეჩვევა და ალბათ ამ შემთხვევაშიც ხდება მაყურებლის თანდათანობითი ადაპტირება ამ შოუების და მათ მიერ შემოთავაზებული „იუმორის“ მიმართ. რეალურად, სწორედ ეს არის მოსახლეობის ფსიქოლოგიური დამუშავება და მისი სისტემატური დაჩლუნგება. ამგვარი „ტელემასა“ შემდგომში უკვე ძალზე იოლი სამართავი ხდება.

თავი დავანებოთ სენტიმენტალურ შოუებს დიასახლისებისთვის, სადაც ცდილობენ ხალხს ცრემლი გამოწურონ და „ბედნიერი“ ცხოვრების განცდა შეუქმნან ან წარსულის „ნოსტალგიაზე“ ითამაშონ. ნუ შევეხებით ახალ-ახალ იდიოტურ კონკურსებს, რომლებსაც გამალებული რეკლამა უკეთდებათ, თუმცა ერთი თვის შემდეგ არავის ემახსოვრება არც ეს კონკურსები და არც მათი მონაწილეები. ავიღოთ პიარის მხოლოდ ერთი მიმართულება, კერძოდ სპორტის გამოყენება ვითომდა ეროვნული სიამაყის, სინამდვილეში კი ნაციონალისტური ისტერიის გასაღვივებლად, რომელიც ხშირად რუსოფობულ ხასიათს იღებს.

ამ დღეებში კანადის ქალაქ ვანკუვერში მიმდინარეობს (დასასრულს უახლოვდება) ზამთრის ოლიმპიადა. ამ ოლიმპიადის ერთ-ერთი „გამორჩეული“ ფიგურა თავიდანვე გახდა ფაქტობრივი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მთელი სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა კანადაში და „მნიშვნელოვან შეხვედრებს“ მართავდა. შევნიშნავთ, რომ სააკაშვილმა ვანკუვერში ყოფნის ხანგრძლივობით მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტებს შორის „საპატიო“ 1-ლი ადგილი დაიკავა. როგორც გვახსოვს, ოლიმპიადა დაიწყო ტრაგიკული ფაქტით, როცა დაიღუპა ქართველი სპორტსმენი. ეს ტრაგედიაც კი ნაციონალურმა ხელისუფლებამ და პირადად სააკაშვილმა საკუთარი პიარისთვის გამოიყენეს. რად ღირს თუნდაც პარლამენტში ამ თემით სპეკულირება და პოპულისტურ-გაუაზრებელი დაპირებები, რომ აშენდება სხვადასხვა სპორტული ობიექტი, რომელსაც დაღუპული სპორტსმენის სახელი მიენიჭება და ა.შ. ამ დროს, არავის უმსჯელია, საჭიროა კი ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის მაინცდამაინც ამ ობიექტების აშენება, იქნებ სხვა სახეობებში ან მიმართულებში დავხარჯოთ ფული, რომელიც არც ისე ბევრი გვაქვს. ნუთუ არ შეიძლება ტრაგიკულად გარდაცვლილი პიროვნების ხსოვნის პატივისცემა სხვა გზით? და განა შეიძლება მთელი პოლიტიკა, მათ შორის სპორტშიც, ააგო პოპულიზმზე, სატელევიზო პიარზე და მაყურებლისთვის (იგივე ამომრჩევლისთვის) გულის აჩუყების მცდელობაზე? როგორც ჩანს, ნაცმოძრაობის ხელისუფლებისთვის ეს შესაძლებელია, ამიტომ კიდევ რამდენიმე მილიონი უნდა შეეწიროს საციგაო ტრასის და მსგავსი პიარ-ობიექტების აგებას, იმისთვის, რომ ქართველმა მოციგავეებმა ოლიმპიადაზე არა მე-40, არამედ, ვთქვათ, 25-ე ადგილი დაიკავონ. სამაგიეროდ, ტრასის გახსნა გადაიქცევა კიდევ ერთ სატელევიზიო შოუდ, პრეზიდენტის და ნაციონალური „ელიტის“ უშუალო მონაწილეობით.

ისევ ვანკუვერს და ოლიმპიადას დავუბრუნდეთ. ნაციონალურები (არხები) და პირადად სააკაშვილი ემზადებოდნენ კიდევ ერთი დიდი პიარ-აქციისთვის - ქართველი ფიგურისტი გოგონას „ტრიუმფისთვის“. ეს გოგონა, როგორც ცნობილია, დიდი ხანია ამოჩემებული ჰყავს სააკაშვილს, როგორც „რუსეთიდან გამოძევებული“, „დაჩაგრული“ და ა.შ. ამჟამად ის „სტრატეგიული პარტნიორის“, აშშ-ს ტერიტორიაზე ცხოვრობს და ვარჯიშობს. თუმცა, იმის გამო, რომ ტრანსლაცია საქართველოსთვის ძალზე მოუხერხებელ დროს იყო, ნაციონალურებმა საკმარისი ისტერია და აჟიოტაჟი ვერ ატეხეს. საბოლოოდ ყველაფერი მე-14 ადგილით დასრულდა და მორიგი პიარ-შოუ ჩაიშალა, სავარაუდოდ, ისევე როგორც მესტიაში და უშგულში ყინულის მოედნების აგების ექსტრავაგანტული პროექტი. ზოგი ჭირი მარგებელია?

სამწუხაროდ, ეროვნული სიამაყის გრძნობის გადაზრდა ნაციონალისტურ ისტერიაში სპორტის და კერძოდ, ოლიმპიადების გამოყენებით, მარტო საქართველოში არ ხდება და ამით საკმაოდ ბევრი ქვეყანა სცოდავს, მაგრამ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ამ მხრივაც „მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია“, როგორც უყვართ ხოლმე თქმა (ამ შემთხვევაში სამართლიანად). ეს არც არის გასაკვირი: სააკაშვილს აუცილებლად სჭირდება ნებისმიერი მცირე თუ მოჩვენებითი წარმატება, რომელსაც მაქსიმალურად გაბერავს და იმ სატელევიზიო პროპაგანდისტულ გამოსხივების გაძლიერებას მოახმარს, რომლითაც ნაციონალური ტელევიზიები მოსახლეობას რადიაციასავით ასხივებენ.

ოლიმპიადა სრულდება, სამაგიეროდ ახლოვდება ნაციონალების „საყვარელი“ შოუ - საქართველო-რუსეთის მატჩი რაგბიში. უკვე რამდენიმე თვეა ატეხილია ისტერია ნაცმოძრაობის ე.წ. ფანების მიერ, ჯერჯერობით ინტერნეტ-ფორუმებზე, თუმცა მალე სატელევიზიო „მძიმე არტილერიაც“ ჩაერთვება, მატჩის თარიღის მოახლოვებასთან ერთად. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, თბილისის მერიას უკვე შეუძენია ბილეთების დიდი რაოდენობა და შესაძლოა, თვით გიგი უგულავაც დაესწროს მატჩს თურქეთში. არცაა გასაკვირი: კაცს არჩევნები აქვს მომდგარი კარზე. მას გვერდს დაუმშვენებენ საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფან-კლუბის წევრები, რომლებიც, შესაბამისი ნაკრების კრახის შემდეგ, აწ უკვე რაგბის „სტაჟიან გულშემატკივრებად“ მოგვევლინებიან და რამე ახალ კლიპს გადაიღებენ „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“-ის მოტივებზე. მერე კი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატიც მოგვადგება კარზე. საინტერესოა, 2006 წლის მსგავსად, ისევ შეიქმნება ზემოდან ბრძანებით სხვადასხვა ეროვნული ნაკრების კარგად დაფინანსებული ფან-კლუბები და ისევ გააყრუებენ თბილისის ქუჩებს „ბრაზილ-ბრაზილ“ და „არგენტინა-არგენტინა“-ს ძახილით? დაველოდოთ, ამ დროს ე.წ. არჩევნები და მისი მომდევნო აურზაურიც ალბათ უკვე დასრულებული იქნება და ერთადერთი ისღა გვექნება დარჩენილი, რომ ჩავუსხდეთ. ტელევიზორს.