ნიკო ბერძენიშვილი სტუმრად სტალინთან

ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი კორიფის, პროფ.აკად. ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერები 1945 წელს იოსებ სტალინთან შეხვედრის შესახებ, ევრაზიის ინსტიტუტის ინტერნეტ-კლუბში რამდენიმე ხნის წინ

გამოვაქვეყნეთ. ინტერნეტში სხვაგან ეს მასალა არ დევს და ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ, მისადმი მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ მიგვეპყრო.

1945 წელს, გერმანიასა და იაპონიაზე გამარჯვების შემდეგ, სტალინი, როგორც ცნობილია, განიხილავდა თურქეთში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას. თურქეთს ომის დროს ორაზროვანი პოზიცია ეკავა და თავისი ჯარები ამიერკავკასიაში შემოსაჭრელად მზადყოფნაში ჰყავდა, თუკი გერმანელთა სამხედრო კამპანია ჩრდილოეთ კავკასიაში წარმატებით დასრულდებოდა.  როგორც ჩანს, ეს გარემოება ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ სტალინმა თავისთან მიიწვია ქართველი ისტორიკოსები (იმ პერიოდის ქართულ პრესაში გამოქვეყნდა კიდეც მათი წერილები, სადაც "თურქეთისადმი ქართველი ხალხის სამართლიან პრეტენზიებზე" იყო საუბარი – იგულისხმებოდა ტაო-კლარჯეთი და სხვ., ანუ თურქეთზე იერიშის მიტანის პროპაგანდისტური საფუძველი მყარდებოდა), თუმცა აკადემიკოს ბერძენიშვილის ჩანაწერები სტალინთან გამართული საუბრების ბევრად უფრო ფართო ფორმატზე მეტყველებს.

 

გთავაზობთ ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიული მასალის ინტერნეტ-პუბლიკაციის ბმულს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერების ოდნავ შემოკლებული ვარიანტი რუსულად პირველად ითარგმნა ევრაზიის ინსტიტუტის, კერძოდ, გიორგი ვეკუას მიერ, და ეს თარგმანი ქვეყნდება ჩვენი საიტის რუსულენოვან განყოფილებაში.

ნიკო ბერძენიშვილი. სურათი აღებულია www.burusi.wordpress.com -იდან.