«ევროვიზია“, როგორც პოლიტიკური იარაღი

რამდენიმე წელია, რაც ქართულ ე.წ. „შოუ-ბიზნესში“ გაჩნდა მუსიკალური კონკურსის „ევროვიზიის“ თემა. ამ კონკურსში, როგორც ცნობილია, ევროპის 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს და ის

საკმაოდ ფართოდ შუქდება კონტინენტის მას-მედიის მიერ.

პირდაპირ უნდა ვთქვათ: დღეისათვის ეს კონკურსი აშკარად გადაიქცა პოლიტიკური თამაშების ასპარეზად და გავლენის სფეროების გაფართოების ინსტრუმენტად. არავითარი მუსიკალური ფასეულობა მას არ გააჩნია, თუ როდესმე ჰქონდა (ალბათ, გასული საუკუნის 70-იან წლებში, შესაძლოა).

როდესაც ვსაუბრობთ გავლენის სფეროების გაფართოებაზე, იგულისხმება დასავლეთ ევროპის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებზე გავლენის გამყარება. ამ პროცესის ერთ-ერთი ინსტრუმენტი დღეისათვის არის სწორედ შოუ-ბიზნესი (კულტურასაც ვეღარ დავარქმევთ, რადგან სერიოზული კულტურული ფასეულობებიდან თანამედროვე შოუ-ბიზნესში, და კერძოდ, ამ კონკურსში თითქმის აღარაფერი დარჩა).

თუ დავაკვირდებით „ევროვიზიის“ კონკურსის ფორმატს, მის გარშემო ატეხილ აურზაურს და PR-კამპანიებს, ადვილად დავინახავთ, თუ რას ემსახურება ეს შოუ. ერთადერთი რეალური მიზანი არის აღმოსავლეთ ევროპის, და განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების „მიერთება“ გლობალისტურ მას-კულტურასთან, შოუ-ბიზნესთან და ამით - „დასავლურ ფასეულობებთან“.

ამ მიზანს ემსახურება ყველაფერი - დაწყებული სიმღერების ტექსტებიდან, დამთავრებული ჩაცმულობით, სტილისტიკით, PR-უზრუნველყოფით, ხმის მიცემის სისტემით და ა.შ. „ევროვიზიის“ „დაუწერელი კანონია“, რომ ყველა სიმღერა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, მსუბუქი, ე.წ. ლიბერალური ყურისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი ტექსტებით. აშკარად წახალისებულია სხვადასხვა სახის პათოლოგიები („ცისფერები“, „ლესბოსელები“ და ა.შ.).

ძალზე საინტერესოა გამარჯვებული ქვეყნის გამოვლენის ტენდენციები. რა თქმა უნდა, ოფიციალურად ამას არავინ აღიარებს, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ არც ეს ხდება ხოლმე შემთხვევით. როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთი კულტურისთვის და მენტალიტეტისთვის უცხო ნომრებს. მაგალითად, შარშან გამარჯვებულად დაასახელეს აზერბაიჯანის წარმომადგენლები, თუმცა არც ტრადიციული აზერბაიჯანლების და არც მუსლიმების ამ დუეტს არაფერი ეცხო. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი ირანს ესაზღვრება და დასავლეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ირანის კულტურულ-რელიგიური გავლენის შესუსტებას აზერბაიჯანში და პირიქით, გააძლიეროს საკუთარი კოსმოპოლიტური გავლენები.

ის, რომ „ევროვიზიის“ კონკურსი გადაიქცა პოლიტიკურ ასპარეზად, იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო წლებში მას კვლავ შეუერთდა დასავლეთ ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა (მაგ. იტალია), რომლებიც ადრე ბოიკოტს უცხადებდნენ მას, რადგან ვერანაირ მუსიკალურ ღირებულებას ვერ ხედავდნენ ამ კონკურსში. იმის შემდეგ მუსიკალური დონე არათუ გაიზარდა, არამედ კიდევ უფრო დაეცა, თუმცა, იტალიელები, ინგლისელები, ფრანგები და სხვები კვლავ მონაწილეობენ „ევროვიზიაში“, იმ დროს, როცა ამ ქვეყნის მუსიკალური კრიტიკოსები სერიოზულად არ აღიქვამენ ამ ღონისძიებას და უბრალოდ დასცინიან მას. ანუ, აშკარაა პოლიტიკური ფაქტორების როლი.

ერთი სიტყვით, „ევროვიზია“ წარმოადგენს უგემოვნო, ძლიერ პოლიტიზირებულ შოუს, რომლის მიზანია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოსახლეობა დაარწმუნოს მათ „ევროპელობაში“ და შეასუსტოს კრიტიკული თვალსაზრისი თანამედროვე ევროპული რეალიების მიმართ, რაც საკმაოდ არასახარბიელოა.