1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის 1-ლი და მე-4 არტიკულების მნიშვნელობა ერთიანი რუსულ-ქართული ინტერესების გასააზრებლად

"კომუნიზმისგან გათავისუფლებულ" რუსეთსა და საქართველოში ახლა მოდაშია, ერთმანეთის წინაპართა დადანაშაულება რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის 23 ივლისს დადებული

ხელშეკრულების, რომელიც "გეორგიევსკის ტრაქტატის" სახელითაა ცნობილი, პირობების დარღვევაში.

მაგრამ ჩვენს წინაპრებს თავში აზრადაც არ მოსვლიათ ერთმანეთის დადანაშაულება ხელშეკრულების დარღვევაში. მიუხედავად ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ მალევე წარმოშობილი პრობლემებისა, ქართველები და რუსები ჯიუტად განაგრძობდნენ მიღწეული შეთანხმებების სულისკვეთების შესაბამისად ერთმანეთთან დაახლოების გზების ძიებას.

 

 

ყველაზე "მოდურ" ბრელდებებს განეკუთვნება ქართველი ნაციონალისტების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ რუსეთი, როგორც იმპერია, თურმე ყოველთვის ისწრაფოდა საქართველოს დაქუცმაცებულობისკენ და ხელს უწყობდა მის ცალკეულ სამეფო-სამთავროებს შორის მტრობას, აქცენტი კეთდება იმპერიის ხელისუფლების მხრიდან "მეგრული სეპარატიზმის" მხარდაჭერასა და "ჯავახეთისა და სხვა მხარეების სომხებით დასახლებაზე"... რუსული მხრიდან კი, არა მხოლოდ გრუზინოფობული თხელი, მაგრამ აქტიური ფენა არის დარწმუნებული, რომ საქართველო, როგორც ასეთი, არ არსებობდა და ამას ამტკიცებს მისი ფეოდალური დაშლილობა, რუსეთთან მისი ნაწილ-ნაწილ შეერთების მომენტისათვის.

 

მაგრამ თუკი გადავხედავთ ხელშეკრულების პირველ "სეპარატულ არტიკულს", სხვა სურათი წარმოგვიჩნდება. აი როგორ ჟღერს ეს არტიკული:

 

"სეპარატისა არტიკული პირველი

 

ჰაზრი მტკიცე მისის იმპერატორების დიდებულებისა, რათა ერთ-მორწმინენიმცა ერისა მისისანი ესოდენ მჭირსითა საკრველითა შეერთებულნი მისისა თანა იმპერიისა იგნენ ურთიერთარს მეგობრობასა შინა და სრულსა თანხმობასა საშიშრად მოშურნეთა მეზობელთა მათთა და მოსაწყვლელად შეერთებულთა ძალითა მათდა,რომელნიცა შეეხებიან ვნებად თავისუფლებასა,განსვენებასა და კეთილდღეობასა მათსა,რომლისათვიც უკვე აღიძვრის დიდებულება მისი. მისისა უგანათლებულესობისადმი მეფისა ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა, მიცემად მეგობრობითისა ჰ(ა)ზრისა და განზრახვისა (ესე იგი რჩევისა) დაცვისათვის მეგობრობისა და კეთილისა თანხმობისა უგანათლებულესისა მეფისა მიმართ იმერთასა სოლომონისა განწესებისათვ(ი)ს ყოვლისა მის რაიცაღა შესაძლებელ არს ოდენ ღონიერ-ყოფად, წინათვე ჰსწრობად ყოვლისა ვერ გულისხმისსაყოფელისა, აღსთქუამს იმპერატორებრითა სიტყვითა თვისითა არა თუ ოდენ შეწევნად მეცადინობითა თვისითა ყოფისათვის ესოდენ სასარგებლოისა ამის საქმისა, არამედ ამას ესევითარსა ზედა მშვიდობასა და თანხმობასა მისცემს თვისსა თავს-მდებობასა.

 

უგანათლებულესობა მისი მეფე ირაკლი, მიმღებელი თანამდებობითითა მადლობითა დიდსულობასა მისისა დიდებულობისა ზრუნვისასა დაცვისათვის მეგობრობისა ერთა შორის ერთ-გვართა და ერთ-სჯულთა, და უმაღლესსა თავსმდებობასა მისსა აღიარებს ამით, ვითარმედ ურთიერთთა საქმეთა შინა მათთა უგანათლებულესისადმი მეფისა სოლომონისა აწ და შემდგომად შერაცხს მისისა იმპერატორებისა დიდებულებასა სრულიად მეშუამავლედ და განაგდებს მისისა მიერ უზენაესისა განჩინებისა ანუ განჩენისა ვერ გულისხმის-საყოფელთა შფოთთა შორის ორთა მფლობელთა უფროს ყოვლისა მოლოდებისა გამოსრულთა".

 

 

რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად მოქმედებს, როგორც ძალა, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა ქართველი მმართველების ერთიანობაში. რუსეთი გამოდის მშვიდობისმყოფლისა და შუამავლის როლში, ერთმანეთთან მოქიშპე ქართველ მეფეებს შორის. ამის აღიარება ქართველ ნაციონალისტებისთვის ფრიად მტკივნეული იქნება, ამიტომ ისინი 1783 წლის რუსულ-ქართული ხელშეკრულების ამ პუნქტს ჯიუთად აჩუმათებენ და იგნორირებას უკეთებენ.

 

მაგრამ მათ რუსულ ანალოგებსაც მოუწევთ აღიარონ, მიუხედავად ასეთი აღიარების მტკივნეულობისა, რომ რუსეთი სხვადასხვა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს ერთ მთლიანობად განიხილავდა. თუკი ამას ხედავდნენ რუსი პოლიტიკოსები მე-18 საუკუნეში, მაშინ 21-ე საუკუნის რუს პოლიტიკოსებს არ უნდა უღირდეთ რეალობის უგულებელყოფა და ცალმხრივი პოზიციების დაკავება, აფხაზებისა და ოსების სეპარატისტული ნაციონალური მითების შეთხზვაში.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების მეოთხე "არტიკულს", მასში რუსეთი ვალდებულებას იღებს, მოხერხებულ მომენტში საქართველოს დაუბრუნოს მისი ისტორიული მიწები, რომლებიც მეზობლებმა მიიტაცეს:

 

"არტიკული მეოთხე სეპარატისა

დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღსთქვამს, რათა დროსა ბრძოლისასა იხმაროსმცა ყოველი შემძლებელობაი მეცადინობისა ღონითა საჭურველისათა, ხოლო დროსა მშვიდობისასა დაზავებისა მიერ უკმო-ქცევისათვის ქვეყანისა და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა და ძველადვე სამეფოისა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა, ესენი უკვე დაშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა საფუძველსა ზედა თქმულთა ჰ(ა)ზრთასა, რომელნიცა ითქვნენ მფარველობისათვის და უზენაესისა ხელმწიფისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთა".

 

 

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის იმპერიამ თავისი ეს ვალდებულება შეასრულა: რუსების წყალობით სამცხე და ჯავახეთი ოსმალეთის იმპერიას ბრძოლებით ჩამოერთვა 1829 წელს. მაგრამ ეს ფაქტი პირველ რიგში ამყარებს ზემოთ წარმოდგენილ ჩვენს მტკიცებულებას, რომ რუსეთი საქართველოს უკვე მაშინ აღიქვამდა ერთ მთლიანობად, და არა ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად.

 

 

გეორგიევსკის ტრაქტატის რუსული ტექსტი.

 

გეორგიევსკის ტრაქტატის ქართული ტექსტი.