ქვეყანათმცოდნეობა

რაც კარგია ამერიკისთვის, რუსეთისთვის მომაკვდინებელია

რუსეთი იქცევა ყოველგვარი საღი გონებისა და გეოპოლიტიკური ლოგიკის საწინააღმდეგოდ, როდესაც უერთდება ამერიკის სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

 

ამ დღეებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ორგანიზაციაში ისლამური კონფერენცია კამილ ისხაკოვმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება და მათი მხარდაჭერა რუსეთის მიერ არანაირად არ აისახა ოიკ-ის მოსკოვთან ურთიერთობებზე.

 

ისხაკოვი ჩქარობს დაგვარწმუნოს, რომ ორგანიზაციაში შემავალი 57 ქვეყნის წარმომადგენელი და საერთოდ ისლამური დიპლომატია გაგებით მოეკიდა რუსეთის ამგვარ პოზიციას და არანაირი ნეგატივი არ მომხდარა.

 

საერთოდ რა ნეგატივზეა საუბარი, როდესაც რუსეთი მორიგ, რიგით უკვე მეოთხე რეზოლუციას უჭერს მხარს, რომელიც თეირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

 

სინამდვილეში ვის საწინააღმდეგოდაა გათვლილი სანქციები:

 

პრობლემის გეოპოლიტიკური და ჰუმანიტარული ასპექტები

 

მიღებული სანქციების სიღრმისეული ანალიზის შედეგად სულ უფრო ნათელი ხდება,რომ ეს სანქციები სინამვილეში მიმართულია არა იმდენად ირანის, რამდენადაც ... თავად რუსეთის მიმართ.

 

ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩვენი მთავარი გეოპოლიტიკური ოპონენტი, აშშ, რუსეთის ირგვლივ აშენებს ”სანიტარულ კორდონს”, რომლის მშენებლობა ევროპაში პრაქტიკულად დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს კორდონის მშენებლობის დასრულება ევრაზიის კონტინენტის სამხრეთ მონაკვეთზე. სწორედ ირანი წარმოადგენს ბოლო სიცარიელეს აშშ-ს ”სანიტარულ კორდონში” და არ აძლევს მას საშუალებას შეკრას იგი სამხრეთით ანუ განახორციელოს ამერიკის ”ანაკონდას სტრატეგიის” ერთ-ერთი ეტაპი, რაც გულისხმობს ევრაზიის კონტინენტის მთლიანად და პირველ რიგში რუსეთის მოგუდვას. ამიტომ ირანი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ირანი იძლევა იმის საშუალებას, რომ რუსეთმა გაარღვიოს ”ანაკონდას რგოლების” მახრჩობელა ბლოკადა. რუსეთისთვის სწორედ ირანი წარმოადგენს იმ სტრატეგიულ სივრცეს, რომლის გავლითაც ხდება შესაძლებელი სამხრეთის მიმართულებით ე.წ. თბილ ზღვებთან, ინდოეთის ოკეანეში, გასვლა.

 

ამრიგად, ირანთან ურთიერთობა, ერთის მხრივ, ”სანიტარული კორდონის” გარღვევის წინაპირობაა, მეორეს მხრივ კი ინდოეთის ოკეანესთან სტრატეგიული გასასვლელი. ორივე ამ პირობის რეალიზაცია წარმოადგენს რუსეთის გადარჩენის ერთადერთ გზას.

 

სწორედ ამიტომ, ირანის გეოპოლიტიკური სუბიექტურობა წარმოადგენს აშშ-სთვის მთავარ პრობლემას ”ანაკონდას რგოლის” საბოლოოდ შეკვრაში, რისთვისაც აუცილებელია ირანის ტერიტორიის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტროლის ქვეშ აყვანა.ამის განხორციელება კი შესაძლებელი გახდება,თუ აშშ რაიმე საბაბით შეიჭრება ირანში, ხელყოფს მის სუვერენიტეტს და დაამყარებს პირდაპირ კონტროლს,ან როგორც მინიმუმ ჩამოაყალიბებს პროამერიკულ მარიონეტულ რეჟიმს,ე.წ.ფერადი რევოლუციის ინიცირების გზით.

 

კერძოდ, პირდაპირი სამხედრო დარტყმის ალბათობა გაიზრდება, ”ფერადი” გადატრიალების შესაძლებლობის ალბათობის შემცირებასთან ერთად, რომლის მოხდენის არაერთი მცდელობაც აშშ-ს უკვე ჰქონდა. ამ ჭრილში ყველაფერი, რაც ბოლო წლების განმავლობაში კეთდებოდა მაგატეს და გაეროს ხელით, სხვა არაფერია თუ არა აშშ-ს მხრიდან ირანზე სამხედრო დარტყმის გასამართლებლად რაიმე ადეკვატური და კეთილგონიერი საბაბის მოძიების მცდელობა, რომ არ გამოვიდეს ისე,  როგორც ერაყში მოხდა - ქვეყანა იქნა ოკუპირებული, პრეზიდენტი ჩამოახრჩვეს, მაგრამ ქიმიური იარაღი, რომლის შესაძლო არსებობაც იყო შეჭრის ერთადერთი საბაბი, ვერ მოიძებნა. ირანთან მიმართებაში ყველაფერი უფრო რთულადაა - საჭიროა მეტად დასაბუთებული საბაბი, რომელსაც მხარს დაუჭერენ სხვა ქვეყნებიც და საერთოდ ბრწყინვალედ გამოვა, თუ ამ ქვეყნებს შორის რუსეთიც იქნება.

 

სწორედ იმიტომ, რომ ამერიკული ჩანაფიქრი ასეთი ადვილად ამოსაცნობი და თვალნათლივია, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად გაუგებარი ხდება რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებები ირანთან მიმართებაში; აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა გაეროს უშიშროების საბჭოში არის აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის რაიმე ლოგიკური ახსნის მოძებნა სრულიად შეუძლებელია იმის გამო, რომ ყველაფერი, რაც კეთდება აშშ-ს მხრიდან ირანთან მიმართებაში, არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და ამერიკული თამაშის შემადგენელი ნაწილია.

 

თუ გვერდზე გადავდებთ ანტიირანული სანქციების გეოპოლიტიკურ ასპექტს, რომლის მნიშვნელობას რუსეთთან მიმართებაში დღეს-დღეობით სათანადოდ ვერ აფასებენ რუსეთის ხელმძღვანელები, არის მეორე ჰუმანიტარული ასპექტიც, რომელიც ბევრად უფრო გასაგები უნდა იყოს ყველასათვის - ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო დარტყმების განხორციელების შემთხვევაში რუსეთის სამხრეთში ჰუმანიტარული სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდება: ირანში სამხედრო დესტაბილიზაცია გახდება ამიერკავკასიაში და შემდგომ ჩრდილო კავკასიაში დევნილების ნაკადის დაძვრის მაპროვოცირებელი რაც, თავის მხრივ, დაარღვევს რეგიონის ჰუმანიტარულ ბალანსს და რუსეთს შეუქმნის კოლოსალურ პრობლემებს. ამერიკელები ტყუილად არ უწოდებენ ამ ტერიტორიას ”ევრაზიის ბალკანეთს” - ეს ის სივრცეა, რომლის დესტაბილიზაცია და ამ ფონზე ევრაზიის კონტინენტის სიღრმეში შეჭრის გაგრძელება, რუსეთისგან ჩრდილო კავკასიის და შემდეგ მისი სამხრეთი ნაწილის მოწყვეტის მიზნით, ყველაზე ადვილია.

 

რუსეთის ”ბირთვული ქოლგა” ირანისთვის

 

თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღი მუდამ წარმოადგენდა შემაკავებელ ფაქტორს - თავდაუსხმელობის, მსოფლიო სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტს, რომელმაც გაანთავისუფლა კაცობრიობა მსოფლიო ომებისგან ათწლეულების მანძილზე.

 

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბირთვული იარაღი გამოყენებულ იქნა პირდაპირი დანიშნულებით, იყო აშშ-ს მიერ იაპონიის დაბომბვა, რის შედეგადაც აშშ-მ მოახდინა იაპონიის ოკუპაცია, მორალურად გაანადგურა და გათელა ეს ქვეყანა, შემდგომ კი განათავსა იქ საკუთარი სამხედრო ბაზები.

 

სწორედ აშშ წარმოადგენს ბირთვული იარაღის იმ ერთადერთ მფლობელს, რომელმაც შექმნა საშიში პრეცედენტი. ადვილი წარმოსადგენია, კიდევ რას მოიმოქმედებდა ის, მსოფლიოში რომ არ დამყარებულიყო  ბირთვული პარიტეტი. ყველა სხვა შემთხვევაში ბირთვული იარაღი წარმოადგენდა შემაკავებელ ფაქტორს.

 

ამრიგად, თუ მივყვებით ლოგიკურ მსჯელობას, ბირთვული იარაღის ფლობის ფაქტი ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფს ირანის დაცვას აშშ-ისრაელის დარტყმებისგან და შესაბამისად მთლიანად რეგიონის, მათ შორის რუსეთის სტაბილიზაციის გარანტიაა. რეგიონში სიტუაცია უფრო სტაბილური და  პროგნოზირებადი გახდება, ძალთა თანაფარდობა იქნება მეტად დაბალანსებული. აქედან გამომდინარეობს კითხვა: ვინ არის დაინტერესებული ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევაში?

 

ირანი წარმოადგენს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, აქვს უფლება, ჩაატაროს ბირთვული კვლევები. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბირთვული იარაღი, რუსეთის გარდა, გააჩნიათ მხოლოდ აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებს, ანუ მათ, ვინც პოლიტიკურადაა აშშ-ზე დამოკიდებული. ხოლო თუ არ ხარ აშშ-ს მოკავშირე, შენ არ გაქვს ამის უფლება. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტების ლოგიკა, რომელიც არც მსოფლიო კანონმდებლობიდან თუ მსოფლიო უსაფრთხოების ფორმირების პრაქტიკიდან და არც მით უმეტეს რაციონალური ლოგიკიდან თუ საღი გონებიდან არის გამომდინარე იმიტომ, რომ ეს გეოპოლიტიკური ლოგიკაა, რომლის მიხედვითაც მაგალითად ,საუდის არაბეთი იღებს ვალდებულებას ”გაუხსნას”ცა ისრაელის თვითმფრინავებს ირანზე შეტევისისას. სად არის აქ ისლამური სოლიდარობა? ამ შემთხვევაში ის არ არსებობს, სამაგიეროდ არის გეოპოლიტიკაა, რომლის კანონებს იცავს  მსოფლიო ჰეგემონი - ამერიკის შეერთებული შტატები და მასზე ორიენტირებული მოკავშირეები.

 

რუსეთი აშშ-ს გეოპოლიტიკური ოპონენტია და აქედან გამომდინარე, მხარი უნდა დაუჭიროს ირანს. ამავე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ ვართ პირველები მათ შორის, ვინც რეალურადაა დაინტერესებული იმაში, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არა მხოლოდ.  ჩვენ ვალდებული ვართ , ის იქ გავაგზავნოთ, სამხედრო სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც მას მომსახურებას გაუწევენ და დაიცავენ, ჩვენ უნდა ამ საფუძველზე გავშალოთ ირანში რუსეთის სამხედრო ბაზები. ეს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რუსეთისთვის, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. მაშინ ისმის კითხვა, რატომ იქცევა რუსეთის ხელმძღვანელობა სრულიად საპირისპიროდ და ცხადია რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების საზიანოდ? ეს რჩება კოლოსალურ გამოცანად, რომლის ამოცნობაც შეუძლებელია.

 

გასაგებია, რომ ასეთი შემართული, ფაქტიურად რევოლუციური ნაბიჯების გადასადგამად აუცილებელია წარმოადგენდე გეოპოლიტიკურ სუბიექტს და გქონდეს სრული წარმოდგენა რუსეთის განვითარების სტრატეგიაზე, მის ადგილზე და როლზე მსოფლიოში. თუ ამჟამინდელ რუსეთის ხელმძღვანელობას მართლაც რაღაც მიზეზების გამო აქვს იმის შიში, რომ ირანის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, აწარმოოს ბირთვული კვლევები, უცებ შექმნის ბირთვულ იარაღს, ამ შემთხვევაში ლოგიკური იქნებოდა, რუსეთი გახდეს ამ ქვეყნის ბირთვული უსაფრთხოების გარანტი, ირანის მხრიდან საკუთარ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

 

სხვა სიტყევბით რომ ვთქვათ, რუსეთისთვის მომგებიანი იქნებოდა გააფორმოს ირანთან სამხედრო-სტრატეგიული კავშირი და შესთავაზოს ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს და ისრაელის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიები, ანუ წყნარი და მშვიდი ადგილი რუსული ”ბირთვული ქოლგის”ქვეშ. მით უმეტეს სწორედ ასე იქცევიან ჩვენი ”მეგობრები” - აშშ - იცავენ რა საკუთარი ბირთვული ”ქოლგით” თავის მოკავშირეებს, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის უფლება. სწორედ ეს უნდა შესთავაზოს ირანს რუსეთმა.

 

სანქციები და რუსულ-ირანული ურთიერთობები

 

რუსეთის მხრიდან ამერიკული სანქციების მხარდაჭერა უეჭველად დაგვაშორებს იმ შედეგებს, რომლებიც იქნა მიღწეული არა მხოლოდ ირანთან, არამედ მთელ მუსულმანურ სამყაროსთან ურთიერთობებში. ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ურთიერთობებში მოხდა მკვეთრი დათბობა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც რუსეთმა მხარი დაუჭირა სანქციებს, რუსულ-ირანული ურთიერთობებში შესაძლოა გაჩნდეს ბზარი, რისი მოლოდინიც აქვს აშშ-ს და რაც სწორედ მის ინტერესებშია. აშშ ახდენს ჩვენზე ზეწოლას ერთი მიზნით, რომ უარი ვთავქთ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მაგალითად:  ირანისთვის ბირთვული საწვავის მიწოდებაზე, შევაჩეროთ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ა.შ.

 

რუსეთი კი ამერიკელი სტრატეგების გულის გასახარად უაღრესად არათანმიმდევრულად იქცევა: ხან ეთანხმება მათ და უარს ამბობს С-300-ის მიწოდებაზე, ხან პირიქით, და დებს პირობას უახლოეს დროში დაამთავროს ბუშერის აეს-ის მშენებლობა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი აქვეყნებს ირანთან ნავთობის, გაზის და ნავთობქიმიური მრეწველობის სფეროში ფართო თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც, როგორც იუწყება «The New York Times» , ”უბიძგებს რუსულ კომპანიებს სანქციების დარღვევისკენ”.

 

ასეთი არათანმიმდევრულობა კიდევ მეტად გვაგდებს გაურკვევლობაში - როგორც უკვე ითქვა, აშშ-ს გააჩნია სავსებით მკვეთრი მიზანი, ხოლო რუსეთის ხელმძღვანელობას - არა. თავად ირანის პოზიცია არის სავსებით თანმიმდევრული და ლოგიკური, ანუ მკვეთრად ანტიამერიკულია. ასეთ სიტუაციაში, როცა რუსეთი ვერ კონკრეტდება თავის პრიორიტეტებში და გაუგებარია თუ ვის მხარეს იჭერს, რუსულ-ირანული ურთიერთობები ვერ იქნება აბსოლუტურად უღრუბლო, ნდობაზე დაფუძნებული და მით უმეტეს სტრატეგიული, რაც წარმოადგენს კიდეც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტის მთავარ ამოცანას. მსგავსი არაპროგნოზირებადი ქცევით სხვასთან ერთად რუსეთი თავის საქმესაც აფუჭებს, კარგავს რა კოლოსალურ საშუალებებს და საფრთხეს უქმნის სიტუაციას მთლიანად რეგიონში. ამ ფონზე ნატოს წევრი-თურქეთის ქცევაც კი უფრო ახსნადია და ლოგიკური - მან არ დაუჭირა მხარი სანქციებს, რადგან წინასწარ იცოდა, როგორ შემოუტრიალდება თურქეთს ირანზე სამხედრო დარტყმა.

 

რუსეთის ამ ისტერიული პოზიციის მიუხედავად, დღეს ირანი გრძელვადიანი პერსპექტივების გათვალისწინებით უნდა მიისრაფვოდეს იქითკენ, რომ გახდეს რუსეთის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე. ამ მიმართებაში ირანი უნდა ყურადღებით ეკიდებოდეს იმ ინტეგრაციულ გაერთიანებებში მონაწილეობას, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, როგორიცაა მაგალითად ШОС. აქ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს და ირანს შორის წარმოიშვას სწორედ სამხედრო-სტრატეგიული კავშირი, თუ არა პირდაპირი, თუნდაც სამხედრო ბლოკ ОДКБ-ს ფარგლებში. თავის მხრივ ირანი ამაში საკმაოდაა დაინტერესებული, მით უმეტეს ბირთვული უსაფრთხოების გარანტიების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთმა თავის თავზე უნდა აიღოს და ვალდებულიცაა, რომ აიღოს.

 

მაგრამ როგორ შეიძლება ჩაიფიქრო გრძელვადიანი ურთიერთობა ისეთ პარტნიორთან, რომელიც დღეს ერთს ამბობს, ხვალ - მეორეს? აქ ირანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შიდა რუსულ პიარს, ს აკუთარი პოზიციების და იდეების მედია-საშუალებებში ახსნას, გეოპოლიტიკის საანბანო ჭეშმარიტებების და საფუძვლების ახსნას რუსეთის ხელმძღვანელობისთვის. რისთვისაც გამოყენებულ უნდა იქნას ნებისმიერი შეხვედრა უმაღლეს თუ ნებისმიერ სხვა დონეზე. ამაზე მუდმივად უნდა იყოს საუბარი რუსეთის მასობრივი ინფორმცაიის საშუალებების, საექსპერტო და მეცნიერული საზოგადოებების, ყველა საშუალების გამოყენებით, იმისთვის რომ ახსნან თავისი, რუსეთთან შედარებით, გეოპოლიტიკურად უფრო გამართლებული პოზიციის თანმიმდევრულობა.

 

ირანული სანქციები და სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში

 

ირანის წინააღმდეგ მიღებული სანქციების კიდევ ერთი თავისებურებაა ის ფაქტი, რომ მათი რეალიზაცია მოხდა რეგიონის ხელახალი დანაწევრების ლოგიკის მიხედვით, რასაც ამერიკული გეგმა ”დიადი ახლო აღმოსავლეთი”ითვალისწინებს. ამ გეგმის მიზანია, ნიველირება გაუკეთდეს მთელ ახლო აღმოსავლეთურ სივრცეს ამერიკული დემოკრატიის ერთიანი სტანდარტის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეამციროს ან სადაც ეს შესაძლებელია, სულაც გაანულოს რელიგიური და სულიერი ფაქტორის როლი, რეგიონის უმეტეს სახელმწიფოებში შექმნას ”სამოქალაქო საზოგადოება”, მოსახლეობა გადააქციოს მეტად დამჯერე, დამყოლი და კონტროლირებად მასად, რომელიც მეტად წააგავს საშუალო-სტასტიკურ სამომხმარებლო ბიომასას, ისეთს, რომელთანაც ამერიკული ელიტა შეჩვეულია ურთიერთობას.

 

პრინციპში ეს ამერიკელების ჩვეულებრივი ქცევაა, ის, რის რეალიზაციასაც ახდენენ ისინი ყველგან და ყოველთვის, რაშიც მათ ეხმარებიან იდეოლოგიური მოკავშირეები ევროკავშირიდან,მ იუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ევროკავშირს ეს არ უნდა აწყობდეს, რადგანაც ის იმყოფება აშშ-ს ხისტი პრესინგის ქვეშ და დამოკიდებულია მასზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, იდეოლოგიურ მისწრაფებებში ისინი თანხმდებიან.

 

ასე რომ, ამ სანქციებს კარგი არაფერი მოაქვთ ახლო აღმოსავლეთის თუ მთლიანად რეგიონის ქვეყნებისთვის. წინ მოგველის მხოლოდ უარესი. აშშ-ს გავლენა რეგიონში სულ უფრო გაიზრდება. შესაძლოა მოხდეს ირანის სამხედრო დესუვერენიზაცია, ერაყის მაგალითით, საითკენაც მიჰყავთ საქმე ამერიკელებს, რომლებსაც ”ფერადი”გადატრიალების ჩატარების რამდენიმე უშედეგო მცდელობა უკვე ჰქონდათ. თუ ეს მოხდება და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ს ექსპანსიის მიმართ გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის ბოლო ფორპოსტი დაეცემა, მაშინ რეგიონის მეტ წილ ქვეყნებს მოუწევთ სუვერენიტეტთან დამშვიდობება.

 

ამერიკელების მოსვლით ირანში ახლო აღმოსავლეთი ჩაეფლობა ქაოსის და დესტაბილიზაციის მორევში იმიტომ, რომ ყველგან, სადაც შედგამენ ფეხს თავისი მოდელით ამერიკელები, იწყება ჰუმანიტარული კატასტროფები, სოციალური ბალანსის დარღვევა, შეტაკებები ეთნიკურ ნიადაგზე, ეკონომიკური კრიზისი, კოლოსალური ადამიანური დანაკარგები და ა.შ. ასეთი შედეგის მოტანა შეუძლია ამ სანქციებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

შესაძლოა სანქციები ვერ მოახდენენ დიდ გავლენას ირანის ეკონომიკაზე, მისი ავტარკიულობის გამო, თუმცა რა თქმა უნდა, რომ ის მაინც დაზარალდება იმის გამო, რომ დიდწილად დამოკიდებულია ენერგეტიკულ მიმწოდებლებზე. ამავე დროს ეს სანქციები ირანის ეკონომიკას აიძულებს გააკეთოს მობილიზება და გადაეწყოს შიდა რესურსების და საშუალებების გათვალისწინებით. აგრეთვე,მათ შეიძლება მისცენ ბიძგი ეკონომიკის სამრეწველო სექტორის განვითარებას, რომელიც ამჟამად ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, ანუ მისცემენ იმპულსს ინდუსტრიალური ან შესაძლოა პოსტინდუსტრიალური ნახტომის გასაკეთებლად და მაღალი ტექნოლოგიების გასავითარებლად.

ვიტოვებ იმედს, რომ ირანის ხელმძღვანელობა შეეცდება ამ სანქციებიდანაც რაღაც დადებითი გამოიტანოს თავისი ქვეყნისათვის, ისარგებლოს სიტუაციით და შიდა რესურსების მობილიზაცია მოახერხოს და გამოვიდეს გამარჯვებული.

 

* * *

დღეს-დღეობით რუსეთში ერთგვარი ინერცია შეინიშნება,რომელიც ელცინის დროიდან მოდის:რაღაც ძალიან დიდ ხანს ვანდომებთ მარტივი ჭეშმარიტებების მიხვედრას და გაანალიზებას.ჩვენ შევეჩვიეთ რაღაც ლიბერალურ-ატლანტისტურ მატრიცაზე მოძრაობას,რომელიც 90 წლებში ჩამოყალიბდა და ვერანაირად ვერ ვიცილებთ მას თავიდან.ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც გვყავს პატრიოტი პრეზიდენტი პუტინი,მისი მიდევარი მედვედევი,მაგრამ მაინც მუდმივად ვხდებით რაღაც სტრატეგიული ჩავარდნების მსხვერპლნი.

დრო არის რომ საბოლოოდ გავაცნობიეროთ ერთი ჭეშმარიტება: აშშ არ შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე!ეს გეოპოლიტიკური ნონსენსია;ისევე როგორც არ შეიძლება დაამეგობრო დღე და ღამე,ან ყინული და ალი,თუ ღმერთი და ეშმაკი.უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს,რომ რუსეთს გააჩნია საკუთარი,აშშ-ს ინტერესებისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები.დროა მოკავშირეს მოკავშირე და მტერს კი მტერი დავარქვათ.დაე იყოს აშშ მტერი-ძლიერი და ღირსეული,ეს ხომ მხოლოდ მნიშვნელობას შემატებს ჩვენს წინააღმდეგობას-ან ჩვენ ან ისინი,სხვა გზა არა გვაქვს -„Terctium non datur”.

 

ვალერი კოროვინი