ქვეყანათმცოდნეობა

Quo vadis, Russia?

აშშ-ში ხელისუფლების პრეზიდენტად ბარაკ ობამას მოსვლისა და რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის” გამოცხადების შემდეგ ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის აშკარად

დათბობის გზით წავიდა - ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ბოლოდროინდელი ნაბიჯების შემდეგ (ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა, ჭიდილი ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან, პასიურობა ყირგიზეთის საკითხების მიმართ) ისმის კითხვა, თუ რა გზას ადგას საკუთრივ რუსეთი, რა სტრატეგიული კურსი აქვს და რა იდეოლოგიას თუ ფასეულობებს ეფუძნება მისი სტრატეგია.

 

ამ თემაზე ევრაზიის ინსტიტუტი საკუთარი სტატიის მომზადებას აპირებდა, ანალიზის ემპირიულ საფუძვლად გვინდოდა აგვეღო რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის ამას წინანდელი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. მაგრამ საიტზე ”უტრო.რუ” დღეს გამოქვეყნდა მასალა ამავე თემაზე და ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად ვიზიარებთ ამ ხედვას. შესაბამისად, ჩვენი საკუთარი სტატიის მომზადება მოცემულ ეტაპზე ზედმეტად მიგვაჩნია. გთავაზობთ ”უტროზე” გამოქვეყნებულ მასალას აქ.