საქართველოს პარტნიორი სახელმწიფო ყაზახეთი მზარდად განვითარებადი, ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს კავკასიის რეგიონისადმი და, კერძოდ, საქართველოსადმი. აქამდე საქართველოში არ ჩატარებულა საექსპერტო განხილვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულ-ყაზახურ ურთიერთობებს რეგიონისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტთა ერთმა ჯგუფმა პირველი ასეთი განხილვა მოაწყო. აქცენტი გაკეთდა ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალზე, რაც საქართველოს სატრანზიტო მისწრაფებების გათვალისწინებით, დღეს განსაკუთრებულად აქტუალურია.
ყველა ნორმალურ ქართველს, ისევე როგორც რუსს, სომეხს, აზერბაიჯანელს, უკრაინელს, ბელარუსს, ყაზახს, ბაშკირს, თათარს, მოლდაველს, ოსს, აფხაზს...უხარია 9 მაისის მოსვლა, დღისა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციის აქტს და ევროპაში დამთავრდა ისტორიის ყველაზე საშინელი და სისხლისმღვრელი ომი. დიდ სამამულო ომს თავი შესწირა ასობით ათასმა საქართველოს მკვიდრმა.