რუსეთში სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

რუსეთში სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

ევრაზიის ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ ოფიციალურად გაიხსნა რუსეთის ფედერაციაში უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, 2023-2024 წლებზე გამოყოფილი კვოტების ფარგლებში.

რუსეთში განათლების მიღება ფინანსდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ. კანდიდატების შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. დაშვებულნი არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და რუსი თანამემამულეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და არ აქვთ რეგისტრაცია რუსეთში, 2022 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით.

პირველ ყოვლისა, საჭიროა რეგისტრაციის გავლა ინტერნეტის მეშვეობით, სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე: «EDUCATION IN RUSSIA» - https://education-in-russia.com , სადაც უნდა შეავსოთ ანკეტა და შემოწმებაზე გააგზავნოთ.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 2023 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას მომდევნო ბმულზე: https://georgia.mid.ru/ru/kak_postupit_v_rossiyskiy_vuz_po_kvote/?fbclid=IwAR0iBoo9dLdJINFmGJz3LG1GZqR6y6gB4z7rS-M7y4fAHWGaeu1sAcsdIAY

 დოკუმენტების ჩაბარებასთან დაკავშირებით დარეკეთ: (+99532)2 913 264; ან მისწერეთ: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ამ პროცედურების გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ მოწვევას გასაუბრებაზე, თბილისში.

დამატებით მოგახსენებთ, რომ რუსული ენის ფლობა სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი კონკურსში გასამარჯვებლად. ვინც არ ფლობს რუსულ ენას, საშუალება ექნება, რუსეთშივე გაიაროს ენის კურსები. უპირატესობა მიენიჭებათ წარჩინებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს/ასპირანტებს, რომლებსაც მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული მომავლის ხედვა და საკუთარი გეგმები.

 

გულბაათ რცხილაძე,

საკონკურსო კომისიის წევრი, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი