home

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> სამაჩაბლო დღეს..
თემური
post Dec 10 2009, 12:11 AM
Post #161

CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 1,266
Joined: 23-November 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: evropa
Member No.: 565

QUOTE(aqunda @ Dec 9 2009, 09:05 PM) *
არ დამიწყო ეხლა,
обратите внимание ,я вообще молчалаsmile.gif

რატომ მისცა ჩვენმა მეცნიერებათა აკადემიამ უფლება აფსუებს, ოსებს (და კიდევ სხვებს)
вы соображаете что вы пишете???

------------------------
я то соображаю.
это вы не читаете внимательно

სამწუხაროდ და საუბედუროდ, რაც საქართველოს თავზე დატრიალდა, მე ვთვლი, რომ პირველ რიგში იმ ადამიანების სინდისზეა, რომლებიც თავს ისტორიკოს-მეცნიერებად თვლიდნენ და თვლიან; თქვენი პასუხისმგებლობა ძალზე დიდია და საკვირველია, დღესაც რას და ვის ელოდებით? ყველაფერს აბრალებთ უსახსრობას? მერე და ისევ მეცნიერებს არ ეკუთვნით გაანგარიშება იმისა, თუ რატომ ჭიანურდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეანიმაცია, რატომ ღრმავდება ჩვენი საზოგადოების პირველ რიგში მისი ზედა ფენის სულიერი დაკნინება
Go to the top of the page
 
+Quote Post
aqunda
post Dec 10 2009, 12:16 AM
Post #162

CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 2,375
Joined: 20-July 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: рсо -алания
Member No.: 340

уважаемый,ну кто когда в политике слушал иториков-даже и академиков?я такого на своем веку не вспомнюsmile.gifи потом,вы ведь пишете ,чтобы они давали понять абхазам и осетинам где их место?или у меня трудности перевода?

--------------------
Я побеждаю своих врагов тем ,что превращаю их в друзей(Линкольн)
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემური
post Dec 10 2009, 09:15 PM
Post #163

CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 1,266
Joined: 23-November 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: evropa
Member No.: 565

да уважаемый, у вас трудности с пониманием, а не с переводом
политику не надо мешать с наукой и историей
ее надо учитывать, при построении политической линии государства
но беда в том, что и эти политики не знают историю,
или же, не хотят ее учитывать!!!
а вот ученые и академики, обязаны доносить историческую правду и политикам и простым людям
Go to the top of the page
 
+Quote Post
bimo
post Dec 11 2009, 08:04 PM
Post #164

SERGEANT
**

Group: Members
Posts: 74
Joined: 5-October 09
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 992

ეს ინფორმაცია ვიკიპედიიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ...

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი
ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხინვალის რეგიონის რუკასამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი – ავტონომიური ოლქი საქართველოს სსრ–ს [1] შემადგენლობაში 1922 წლის 20 აპრილიდან, 1990 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.

მდებარეობდა ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდ. საზღვარი იყო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმ. – ალევის ქედი, დას. საზღვარი კვეთდა ლიხის, რაჭისა და კედელას ქედებს, მდინარეების ძირულის, ყვირილის, ჯეჯორისა და ღარულის ზემო დინების ხეობებს და მთავრდებოდა მამისონის უღელტეხილთან. სამხრეთ საზღვარი შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადიოდა. სამხრეთ ოსეთის აო–ს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ, აღმოსავლეთით ყაზბეგისა და დუშეთის, სამხრ–ით — კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის, დას–ით — საჩხერისა და ონის რაიონები.

ფართობი 3,8 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 5,4%).მოსახლეობა 97,4 ათასი კაცი (1981). ცენტრი – ქ. ცხინვალი[2]. სამხრეთ ოსეთში იყო 4 ადმინისტრაციული რაიონი: ზნაურის, ლენინგორის (ამჟ. ახალგორი), ცხინვალის და ჯავის. ერთი საოლქო დაქვემდებარების ქალაქი (ცხინვალი), ოთხი დაბა (ზნაური, კვაისა, ლენინგორი, ჯავა).

1979 წლის აღწერით სამხრ. ოსეთში მუდმივი მცხოვრები იყო 98 000 კაცი. ძირითად მოსახლეობას ოსები შეადგენდნენ, მათ გარდა ცხოვრობდნენ ქართველები – 28 000 (28,8%), რუსები – 2 000 (2,1%), სომხები – 1 000 (1%), სხვა ეროვნებანი – 2 000–მდე (1,7%). სამხრ. ოსეთის აო მოსახლეობის ხვედრითი წილი საქართველოს მოსახლეობაში 1,9%–ს შეადგენდა. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის ზრდა შემდეგი იყო: 1926 წ. ოლქში ცხოვრობდა 87 700 კაცი, 1939 წ. – 106 100 კაცი, 1959 წ. – 96 800 კაცი, 1970 წ. – 99 400 კაცი, 1979 წ. – 97 400 კაცი.

მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა (რაც უმთავრესად სიკვდილიანობის შემცირებით აიხსნება) არ იყო დაბალი, იგი საერთო რესპუბლიკურ შესაბამის მაჩვენებელს უტოლდებოდა. ოსები ძირითადად ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, 70–იან წლებში მათმა რაოდენობამ სამხრეთშიც მოიმატა (უმთავრესად მოსახლეობის მექანიკური ზრდის შედეგად). ქართველები უმეტესად სამხრეთ ნაწილში სახლობდნენ. საქალაქო ცენტრებში ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, ქართველი ებრაელები. 50-იანი წლებიდან მოყოლებული ოლქში ვითარდებოდა მრეწველობა, რამაც განაპირობა რუსი დაუკრაინელი მოსახლეობის გაჩენა. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე იყო 1 კმ²–ზე 25 კაცი, მაშინ როცა სიმჭიდროვე დამუშავებული ფართობის 1კმ²–ზე 280კაცს აღწევდა. ოქლის სხვადასხვა ნაწილში მოსახლეობის სიმჭიდროვე განსხვავებული იყო. შედარებით უფრო დასახლებული და მეურნეობრივადაც უფრო ათვისებული სამხრეთ ნაწილი იყო (1 კმ²–ზე 70-80 კაცი). ნაკლებად იყო დასახლებული ჩრდილოეთ ნაწილი (ჯავის რაიონში საშუალო სიმჭიდროვე 1 კმ²–ზე 7 კაცს არ აღემატებოდა).

მოსახლეობის 54,7% სოფლად ცხოვრობდა და უმთავრესად მეურნეობას მისდევდა. ქალქის მოსახლეობის ხვედრითი წილი ოლქის მთლიან მოსახლეობაში წლების მიხედვით შემდეგნაირად იზრდებოდა: 1926 წ. – 6,6%, 1939 წ. – 13,0%, 1959 წ. –29,8%, 1970 წ. – 37,0%, 1979 წ. – 42,3%. ოლქის სამხრეთ და საშუალმთიან ზონაში თავმოყრილია მოსახლეობის 90%-ზე მეტი. კავკასიონის სამხრეთ კალთებზე განლაგებული სხვა რაიონების მსგავსად, სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობდა მაღალმთის მოსახლეობის ბარად ჩამოსვლის პროცესი, რის შედეგადაც ზოგიერთი სოფელი მთლიანად დაცარიელდა. ოლქის სოფლების უმეტესობა 50-100 მცხოვრებისაგან შედგებოდა, დიდი სოფლები (2000-ზე მეტი მცხოვრებით) არ იყო. ოლქის მრეწველობასა და მშენებლობაში ჩაბმული მოსახლეობის დაახლოებით 35% ქ. ცხინვალზე მოდიოდა, სადაც თავმოყრილი იყო ოლქის მრეწველობის ძირითადი ნაწილი.

სამართლებრივი მდგომარეობა
სამხრეთ ოსეთის აო იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებლივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტი იყო კანონი სამხრ. ოსეთის აო-ის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით (1980). ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონილი, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრ. ოსეთის აო-ში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის აო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ორნახევარი წელი იყო. არჩევნების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წ. 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრ. ოსეთის აო საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სამხრეთ ოსეთის აო პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. აო სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).

კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:

“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...

მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:
2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.
3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.
5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.
6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.
7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.
8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია

რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი

დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ...
ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა
Go to the top of the page
 
+Quote Post
liliko
post Dec 12 2009, 04:24 PM
Post #165

CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 4,608
Joined: 21-May 09
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 841

bimo
ციტატა(bimo @ 11th December 2009 - 20:04) *
ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა

ეს იყო იმჟამინდელი ხელისუფლების უდიდესი სიბრიყვე და სახელმწიფოებრივი დანაშAული!
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემური
post Dec 24 2009, 12:32 AM
Post #166

CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 1,266
Joined: 23-November 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: evropa
Member No.: 565

ერთი შეკითხვა გამიჩნდა ამ ბოლო დროს და მინდა თქვენც შეგეკითხოთ
ბოლო დროს ყველა ფორუმზე, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, მთლიანად მოსახლეობაში, საერთო განწყობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს და უფსკრულში საკუთარი ნებით გადაჩეხვა გვემუქრება უეჭველად!
რაში არის გამოსავალი და ეს გამოსავალი, უნდა იყოს ერთადერთი ???
Go to the top of the page
 
+Quote Post
bimo
post Dec 25 2009, 01:55 PM
Post #167

SERGEANT
**

Group: Members
Posts: 74
Joined: 5-October 09
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 992

QUOTE(liliko @ Dec 12 2009, 04:24 PM) *
bimo
QUOTE(bimo @ 11th December 2009 - 20:04) *

ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა...liliko- სიბრიყვეა იარლიყების მიწებება ,უარგუმენტო ,ფაქტების გარესედ "დასკვნები" angry.gif ...იგი ორღობეში მოლაქლაქე,ჭორიკანა დედაკაცის "ბაზარს " გავს! rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 10 2010, 01:28 PM
Post #168

საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 12,504
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442

ცხინვალის ციხეში 10 ქართველია ჩარჩენილი

[ნინო მიქიაშვილი]

ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველების ბედი კვლავ გაურკვეველია. მათი ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში ამჟამად 11 ქართველია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი კი ამბობს, რომ იქ 11 კი არა, 10 ქართველი ჰყავთ დაკავებული. ცალ-ცალკე და ყველა ერთად, ელოდება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის ჩამოსვლას.

ცხინვალში ციხეში დატუსაღებული ქართველების ირგვლივ, პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა დაკავებულების ოჯახის წევრებს; შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია-ს) წარმომადგენლებს, რომლებიც ევროსასამართლოში დაკავებული ქართველების უფლებებს იცავენ.

შოთა უტიაშვილის განმარტებით, ამჟამად ცხინვალის ციხეში იმყოფებიან: დემურ ჭიღლაძე, დავით კაპანაძე, ზვიად კობალაძე, რომელაშვილი, რომელიც ახალგორში დაიჭირეს და კიდევ 6 ლამისყანელი ქართველი. ”კიდევ ერთი დაკავებული, გვარად ოდიკაძე გაუშვეს და ეტყობა, იქ დარჩა, რადგან უფრო ოსია, ვიდრე ქართველი. ამ 10 კაცის გასათავისუფლებლად, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. ამ წუთისთვის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ იმედია ეს პროცესი განახლდება - თვის ბოლოს ჟენევაში შეხვედრაა დაგეგმილი და ვნახოთ. რაც შეეხება ბატონ ჰამარბერგს, როგორც ვიცით ჩამოსვლას აპირებს და ვიმედოვნებთ, რომ თავის პირობას შეასრულებს და ექვს მეტყევეს უახლოეს მომავალში გამოიყვანს”, - ამბობს უტიაშვილი.

სანამ ტირძნისელ მოზარდებს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლებდნენ, საია-ში 12 დეკემბერს პრესკონფერენცია ჩატარდა, რომლის დროსც შევიტყვეთ, რომ ცხინვალის ციხეში სულ 14 ქართველი იყო. სამი მათგანის (გიორგი არჩვაძის, დავით კაპანაძის და ზვიად კობალაძის) ოჯახის წევრებმა საია-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, დაკავებულების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. 17 წლის გიორგი არჩვაძე დეკემბრის მეორე ნახევარში ტირძნისელ მოზარდებთან ერთად გაათავისუფლეს.

ცხინვალის ციხეში დატუსაღებული დავით კაპანაძის მეუღლემ, მთვარისა კაპანაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეულია, მას სტრესული მდგომარეობა აქვს და წითელ ჯვარს შესაბამისი მედიკამენტების შეტანის უფლებას არ აძლევენ:

”ჩემი მეუღლე გრიპით იყო ავად, წამლები წითელი ჯვრის მეშვეობით გავუგზავნე და მიუტანეს, მაგრამ სტრესულ მდგომარეობაშია და შესაბამისი წამლების შეტანის უფლებას წითელ ჯვარს არ აძლევენ, ამას სპეციალური ნებართვა უნდაო. იგივე მდგომარეობაში დემურ ჭიღლაძე, რომელიც ჩემს მეუღლესთან ერთად გასული წლის 27 თებერვალს დააკავეს. მათთან პერიოდულად სატელეფონო კავშირი მაქვს. ვიცი რომ გაუსაძლისი პირობებია, იქ კვების და მედიკამენტების პრობლემაა.

ჰიგიენურ საშუალებებს, პირსახოცებს და თეთრეულს წითელი ჯვრის მეშვეობით ვუგზავნი. მათზე ფიზიკური ზემოქმედება ხორცილდებოდა, მაგრამ მეუბნებიან, რომ ჰამარბერგის ცხინვალში ჩასვლის შემდეგ მსგავსი აღარ განმეორებულა. ჩემს მეუღლეს და დემურ ჭიღლაძეს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დეკემბრის მეორე ნახევარში მიუსაჯეს - ჰამარბერგი გავიდა თუ არა აქედან, საღამოს სასწრაფოდ გაგვიყვანეს და ”საზღვრის” უკანონო გადაკვეთისა და იარაღის გადატანისთვის მოგვისაჯესო”.

ჩვენს კითხვაზე - ვის მიმართეთ ხელისუფლების წარმომადგენლებიდან და ვინ რა პასუხი გაგცათ? მთვარისა კაპანაძე გვპასუხობს, რომ ტელეფონით ესაუბრა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს, ლადო ვარძელაშვილს; შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შოთა უტიაშვილს და სამხარეო პოლიციის უფროსს ვოვა ჯუღელს.

”ჰამარბერგის ჩამოსვლას ველოდებითო, - ასეთი პასუხი გამცა ჯუღელმა, მეტი არაფერი უთქვამს. უტიაშვილმა მითხრა, ”ჩვენ ყველანაირად მივდივართ ტყვეების გადაცვლაზე, მაგრამ ისინი უარს ამბობენ; როცა დაგვთანხმდებიან, ჩვენ მზად ვართო”. ვარძელაშვილსაც ვესაუბრე და ”ჰამარბერგს ველოდებით, ჩვენ ვერ ვთანხმდებით, არანაირ მოლაპარაკებაზე და კომპრომისზე და არ მოდიანო”. ჩემი მეუღლის თქმით, ყველაფერი პირიქითაა - ცხინვალის ფაქტობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ქართული მხარე არ თანხმდება არანაირ მოლაპარაკებას და არანაირ კომრომისზე არ მიდის”, - ამბობს ცხინვალის ციხეში მყოფი დავით კაპანაძის მეუღლე.

საერთაშორისო სამართლის იურისტი, ნინო ხაინდრავა, რომელიც ამავდროულად საია-ს წარმომადგენელია, ამბობს, რომ 12-ში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ განსაკუთრებული ცვლილება, რაც ცხინვალში დატუსაღებული ქართველების მდგომარეობას გააუმჯობესებს, არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, 17 წლის გიორგი არჩვაძის გათავისუფლებას, ტირძნისელ მოზარდებთან ერთად. ხაინდრავას თქმით, არჩვაძის გათავისუფლება თომას ჰამარბერგის უშუალო ძალისხმევითა და დამსახურებით მოხდა.

ხაინდრავას განმარტებით, ევროპის სასამართლოში რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა საია-ს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებაზე, იმ მოტივით, რომ ”სამხრეთ ოსეთი” არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რომ საია-მ არასწორი მოპასუხე მხარე აირჩია.

”ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას დაკავების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, თუ სად, რა პირობებში არიან; ასევე ვითხოვდით ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის მათი მონახულების უფლება მოეცათ. მომავალ კვირაში ჩვენი საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭებას მოვითხოვთ, ანუ, მოვითხოვთ სტრასბურგის სასამართლომ სასწრაფო წესით დაიწყოს ამ საქმის განხილვა, რამაც შეიძლება დაკავებულების გათავისუფლება დააჩქაროს. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილია, იანვრის ბოლოს თომას ჰამარბერგი ჩამოვა და დაკავებულების გასათავისუფლებლად მუშაობას კვლავ გააგრძელებს და მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ცხინვალის ციხეში დარჩენილი ქართველები გათავისუფლდნენ”, - ამბობს ნინო ხაინდრავა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=11705

08-01-2010
ახალგორსაც ვკარგავთ?!

შობის წინა დღეებში საქართველოს მოსახლეობამ უსიამოვნო ამბავი შეიტყო: გავრცელებული ინფორმაციით, 10 იანვრიდან ახალგორის რაიონში ქართული პასპორტებით შესვლა აიკრძალება, ხოლო აფხაზეთში, ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე სპეციალური აპარატურა დამონდაჟდება და კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ წარმოშვა მტკივნეული კითხვა - ახალგორიც დავკარგეთ?!
შექმნილ სიტუაციას განსხვავებულად აფასებენ ოპოზიციისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რუსეთი ცდილობს წართმეული ტერიტორიები საბოლოოდ დაიკანონოს.

ამ საკითხის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს:

- ეს ამბავი კარგის მომტანი ნამდვილად არ არის, რადგან რუსეთი უკვე აშკარად ცდილობს მიტაცებული რეგიონების ანექსია მოახდინოს. ახალგორის მოსახლეობას რუსულ პასპორტებს სთავაზობენ და ეს აღმაშფოთებელია, თუმცა ამ ეტაპზე ძნელია ყველაფერზე ხელაღებით ლაპარაკი. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, პროცესები როგორ წარიმართება. სამწუხაროდ, ოკუპირებულ რეგიონებში რეჟიმი მკაცრდება. ზოგიერთები ეჭვს გამოთქვამენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევაც კი ვერაფერს შეცვლის და ნაკლებ შედეგიანი იქნება, ამასაც დრო გვიჩვენებს. ხელისუფლება ამუშავებს გეგმებს, რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ და როგორ შეიძლება ვუპასუხოთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩემი აზრით კი ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევა აუცილებელია.

ზემოთ ხსენებული ინფორმაციის გამო შეშფოთება ვერ დამალა სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი სესიაშვილმა:

- ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა - ქართულ მოსახლეობას აიძულებენ რუსული პასპორტები აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ ექნებათ უფლება გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ვფიქრობ, რადგან ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ აქედან შეაქვთ ყველაფერი, პროდუქტიც კი. ეს არის სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ქართულ მოსახლეობაზე, რათა ეთნიკურმა ქართველებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიარონ. სამწუხაროდ, ამ ტერიტორიაზე ყველაფერი ისე ხდება, როგორც კრემლში, ან ცხინვალში სურთ. საერთაშორისო საზოგადოებაც პრინციპული არ არის რუსეთის პოლიტიკის მიმართ და სიფრთხილეს ამჯობინებს. როგორც ჩანს, ეს ახალი გადაწყვეტილებაც დასავლეთის მორიგი შეშფოთებისა თუ აღშფოთების საბაბი გახდება და მეტი არაფერი. თუ უფრო ღრმად ჩავწვდებით, ცხინვალი ამგვარი ნაბიჯებით ცდილობს სახვეწრად გაუხადოს საქმე ევროპელებს, რათა შემდგომ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნები წაუყენოს. ჩვენდა სამწუხაროდ, დასაიმედებლად საქმე არც ახლა გვაქვს და დიდი ხანი არ გვექნება: არსებული კონფლიქტები ვერ მოგვარდება მანამ, სანამ დიდი სახელმწიფოები არ შეთანხმდებიან და მსოფლიო დონეზე არ გადაწყდება კავკასიის უსაფრთხოების საკითხი. რაც მთავარია - სანამ ჩვენს ქვეყანას არ ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საღი პოლიტიკის დახმარებით შეეცდება კონფლიქტების მოგვარებას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს ექსმინისტრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა:

- ეს არის ოკუპაცია და ანექსია, რომელსაც რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითია, მაგრამ რაც ხდება, უგუნური და მოღალატური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც პოლიტიკას ვერც უწოდებ და რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და მათი გარემოცვა. ეს არის შედეგი მათი პრორუსული მოღვაწეობისა. ბუნებრივია, რომ იქ რუსულ პასპორტებსაც დაარიგებენ, რუსული ფულიც იტრიალებს, აფხაზეთში უკვე სატელეფონო კავშირიც გადავიდა რუსულ კოდებზე, ერთი სიტყვით, ადგილი ექნება სრულ რუსიფიკაციას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოროტმოქმედი მერაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ქართულმა მოსახლეობამ დატოვოს ახალგორი, იქ მყოფ ქართველებს კი გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, თავისთავად ცხადია, უკეთეს შედეგს ვერც მივიღებდით. ხელისუფლება ცრუობს ყველა ნაბიჯზე, ისეთი ცრუ და მატყუარა ადამიანი, როგორიც სააკაშვილია, მარტო საქართველოს ისტორიას კი არა, მგონი, მსოფლიო პოლიტიკასაც არ ახსოვს. სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ქართლის შუაგული დაგვაკარგვინეს, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოსწორდება. თავის დროზე აჭარაც და ბევრი სხვა რეგიონიც დაკარგული იყო. მინდა გაგახსენოთ, რომ უფალმა ინება და აჭარა ისე დაუბრუნდა საქართველოს, თოფიც კი არავის გაუსვრია. ასევე დაუბრუნდება ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა საქართველო ამ მოღალატე ხელისუფლებას მოიცილებს თავიდან!

ხათუნა ჩიგოგიძე

http://www.kvirispalitra.ge/specialurad-sa...-vkargavth.html

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 11 2010, 07:09 PM
Post #169

საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 12,504
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442

საახალწლო დღეებში ოსები ეშმაკებსაც კი აზეიმებენ

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაიწყო ოსური ეროვნული კულტურის ჩამოყალიბების ახალი ეტაპი. ერთი მეორეს მიყოლებით ჩნდება წიგნები ისტორიის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების სესახებ. ზოგიერთი ძველი ჩვეულება, რომელიც ჩვენს დროში აზრს მოკლებულია, აღორძინდა როგორც უბრალოდ წინაპართა პატივისცემის საშუალება.

ახალ წელს ოები მთელ პლანეტასთან ერთად აღნიშნავენ პირველ იანვარს, მაგრამ ეს ტრადიცია თავიდან იშვა, შეიძლება ითქვას, ახლახან, საბჭოთა დროში. მანამდე წელი იწყებოდა სხვა დღესასწაულებიდან, რომლებშიც შერეული იყო ზოროასტრიზმის დროინდელი რწმენები და ჩვეულებები.

ძველით ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე, ანუ ძველი კალენდრით ჯერ კიდევ დეკემბერში, ოსები აღნიშნაბდნენ ციპურსს, ზეიმს, რომელიც გაიგივებული იყო შობასთან, წარმართული ტრადიციებით კი ზამთარში მზის მდებარეობასთან. სამი დღით ადრე 25 დეკემბერს მზე არის უკიდურეს ქვედა წერტილში, შემდეგ კი ყოველ დღიურად ნელ-ნელა მაღლა ადის.

ოსური დღესასწაულის სახელი უკავშირება ირანულ სიტყვას „ომროცი". რაც შეესამაბამება მის წინ მდებარე ორმოცდღიან პოსტს.

როგორც ყველა ქრისტიანულ ერში, ეს დღე სულიერი განწმენდის სიმბოლოა. ციპურსის დღეს ბავშვებს წმინდა ადგილებში ატარებდნენ, ახალდაბადებული ბიჭების საპატივცემულოდ აწყობდნენ ზეიმებს.

მზის ჩასვლის შემდეგ ამ დღეს ანთებდნენ კოცონებს, რომელთა გარშემოც ერთობოდა ახალგაზრდობა. ითვლებოდა, რომ ყველაზე დიდი კოცონის მფლობელები ღმერთის წყალობას დაიმსახურებდნენ.

ციპრუსის შემდეგ დილას ყველა სახლში ელოდნენ ისეთ სტუმრებს, რომლებიც ოჯახს წარმატებას მოუტანდნენ. თუკი „ბედნიერი ფეხი" გადააბიჯებდა ზღურბლს, მაშინ მთელი წელი ბედნიერად ჩაივლიდა.

ამ დღეს ცდილობდნენ რაც შეიძლება მდიდრული სუფრა გაეშალათ. აუცილებელია სამკუთხედი ოსური ნამცხვარი და ლუდი. ოჯახის უფროსი ლოცულობდა, თხოვდა ღმერთს ბედნიერებას და ჯანმრთელობას.

ოჯახის ერთ-ერთი წევრი, იმას, რომელსაც „ბედნიერი ფეხი" ჰქონდა, შედიოდა ბოსელში და კვებავდა ყველა ცხოველს. ამ დროს ოჯახის უფროსი ფელვერს, შინაური ცხოველების მფარველს, ავალებდა საქონლის ბპატრონობას. ის ასევე სთხოვდა ტუტირას - მგლების მბრძანებელს - შორს დაეჭირა მხეცების ხროვა შინაური ცხოველებისგან.

შემდეგ ბოსლის კარს მჭიდროდ ზურავდნენ, კარზე კი კიდებდნენ კაუჭებს, რათა ბოროტი ძალები ვერ შესულიყვნენ იქ. გარედანაც დგამდნენ თივით გატენილ კალათს - რათა საკვები საკმარისი ჰქონოდათ.

გამთენიისას კვლავ ანთებდნენ კოცონებს. თანასოფლელები დადიოდნენ ერთმანეთთან და ულოცავდნენ. ამ დღეს არავინ მუშაობდა.

საერთოდ ციპრუსი არის ზაფხულში მზის შემობრუნების დღესასწაული, ახალი ცხოვრების, იმედების და ახალი სასოფლო წლის დაწყების ზეიმი.

http://www.georgiatimes.info/ge/articles/28899.html

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემური
post Jan 16 2010, 11:41 PM
Post #170

CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 1,266
Joined: 23-November 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: evropa
Member No.: 565

ჩვენ მომხრე ვართ, რომ ყველა ხალხი თავისუფალი იყოს და ჰქონდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი სამშობლო, მაგრამ არა სხვის ხარჯზე, სხვის მიწაზე. ეს ეხებათ ოსებსაც. ხომ არსებობს ქვეყანა, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და იწოდება “ჩრდილოეთ ოსეთად”, რომლის დედაქალაქი რუსულ იმპერიულ სახელს – “ვლადიკავკაზ”-ს ატარებს. გამოაცხადოს ამ ხალხმა დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხიც მიესალმება მათ დამოუკიდებლობას. მაგრამ ეს არ მოხდება და იცით რატომ? იმიტომ, რომ ოსები კავკასიაში რუსეთის მეხუთე კოლონაა კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ მიმართული!
Go to the top of the page
 
+Quote Post
shavlego91
post Feb 2 2010, 08:44 AM
Post #171

SERGEANT
**

Group: Members
Posts: 68
Joined: 5-October 09
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 993

QUOTE(თემური @ Jan 16 2010, 11:41 PM) *
ჩვენ მომხრე ვართ, რომ ყველა ხალხი თავისუფალი იყოს და ჰქონდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი სამშობლო, მაგრამ არა სხვის ხარჯზე, სხვის მიწაზე. ეს ეხებათ ოსებსაც. ხომ არსებობს ქვეყანა, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და იწოდება “ჩრდილოეთ ოსეთად”, რომლის დედაქალაქი რუსულ იმპერიულ სახელს – “ვლადიკავკაზ”-ს ატარებს. გამოაცხადოს ამ ხალხმა დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხიც მიესალმება მათ დამოუკიდებლობას. მაგრამ ეს არ მოხდება და იცით რატომ? იმიტომ, რომ ოსები კავკასიაში რუსეთის მეხუთე კოლონაა კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ მიმართული!

ჭეშმარიტად!
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Mar 10 2010, 04:14 PM
Post #172

საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 12,504
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442

10.03.2010

ვლადიმერ გაბარაევი: „რაც არ უნდა სისხლი გვემართოს, ერთმანეთთან საერთო ენა ისევ ქართველებმა და ოსებმა უნდა გამოვნახოთ"

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის სამდღიანი ვიზიტი საქართველოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. თუმცა ევროკომისარმა ცხინვალში ორი საერთაშორისო ექსპერტი - ბრიუს რიჩარდ პეგი (ავსტრალიიდან) და ნიკოლას სებირი (საფრანგეთიდან) დატოვა. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსების პრობლემას იკვლევენ და ამ დრომდე ცხინვალში მიყოფებიან.

ქართულ-ოსურ მხარეთა შორის ტყვეთა გაცვლის საკითხი კვლავ რჩება დაძაბულობის ფაქტორად საქართველოს ხელისუფლებასა და ოს სეპარატისტთა ჩინოვნიკებს შორის. ქართული მხარე კვლავ აცხადებს, რომ ოსი ტყვეები არ არსებობენ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერები კი უკვე მუქარაზე გადადიან.

„ჩვენი მხრიდან კეთილი საქმის გაკეთებას ქართული მხარე აღარ უნდა ელოდოს, ვიდრე საქართველოს ოფიციალური პირები არ გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეების გადმოცემის საკითხს. დაე, ეს იცოდნენ საქართველოს იმ მოქალაქეთა ნათესავებმაც, რომლებიც ამ დროისთვის ოსურ ციხეში იმყოფებიან", - აცხადებენ სეპარატისტები და დასძენენ, რომ ქართული მხარის ცოდვები ამ მხრივ თანდათან იზრდება. ამის მაგალითად კი ერთი ფაქტი მოჰყავთ - 28 თებერვალს თომას ჰამარბერგმა ცხინვალში რუსეთის 3 მოქალაქე ჩაიყვანა. ისინი ეთნიკურად ოსები არიან და ცოტა ხნის წინ გორში დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი გორში რუსეთიდან ავადმყოფი დედის სანახავად ჩავიდა. იქ კი, როგორც საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი უზელ" იუწყება, ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა გარდაცვლილი დედის დამარხვაც არ დააცალეს. აღნიშნული ქალბატონების გვარ-სახელები ჯერ არ ხმაურდება.

როგორც ადგილობრივ ჟურნალისტებს ტყვეთა გაცვლის საკითხებში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა განუმარტა, 28 თებერვალს გადაცემული სამი ტყვე ქალბატონი არანაირ კავშირში არ არის ზოგადად ტყვეთა გაცვლის პროცესთან.

„გორში დააპატიმრეს ოსი ეროვნების სამი ქალბატონი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მცხოვრებნი და მოქალაქეები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ჩავიდა გორში ავადმყოფ დედასთან, რომელიც იმავე დღეს გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლებამ მას არ მისცა საშუალება, საკუთარი დედა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა. ისინი დაიჭირეს და მთელი ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორიაში ჰყავდათ. შემდეგ კი გადასცეს რუს მესაზღვრეებს. ამით ქართულ მხარეს სურდა, ვითომდა „კეთილი ნება" ეჩვენებინა", - განაცხადა ჩოჩიევმა.

არ არის გამორიცხული, რუსეთის მოქალაქეები გორში უვიზოდ იმყოფებოდნენ და ისინი სწორედ ამის გამო დააკავეს, შემდეგ კი, როგორც წესი და რიგია, რუსეთს გადასცეს. თუმცა, ამ საკითხზე ქართული მხარე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, რაც სეპარატისტებს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ ამ შემთხვევაზე.

ჩოჩიევის თქმით, სამხრეთ ოსეთის მთავრობამ თომას ჰამარბერგს უთხრა, რომ თუ ქართველები მოინდომებენ გორში დაჭერილი სამი ქალის გადმოცემას, მაშინ ისინი უნდა გადასცენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს.

ბორის ჩოჩიევი: „სამხრეთოსურ მთავრობას ამ მოქალაქეებთან არანაირი კავშირი არა აქვს. მაგალითად, თუ სტამბულში დააკავებენ ოსი ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც იქნებიან არა სამხრეთ ოსეთის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ასეთ შემთხვევაში, მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება.

ტყვეთა გათავისუფლებასა თუ გაცვლაზე დღემდე არაფერია გადაწყვეტილი. თომას ჰამარბერგს განვუცხადეთ, რომ ჩვენი მხრიდან კეთილი საქმის გაკეთებას ქართული მხარე აღარ უნდა ელოდოს, ვიდრე საქართველოს ოფიციალური პირები არ გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეების გადმოცემის საკითხს. დაე, ეს იცოდნენ საქართველოს იმ მოქალაქეთა ნათესავებმაც, რომლებიც ამ დროისთვის ოსურ ციხეში იმყოფებიან. უკვე დამთავრდა თებერვალი, მაგრამ ჩვენი დაკავებული მოქალაქეების შესახებ არაფერი გაგვიგია. უფრო მეტიც, ქართველმა ძალოვანებმა წლის დასაწყისში კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე, გენადი პლიევი დააკავეს".

როგორც თომას ჰამარბერგი იტყობინება, ცხინვალში მყოფი 11 ქართველი პატიმრის მდგომარეობა ნორმალურია, არც ერთი ქართველი ნაცემი არ არის და თითოეული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა. ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველების წინაშე პატიმრების გათავისუფლების საკითხის ვერ დააყენა. „ცხინვალის ხელმძღვანელობა იმ დროს მოსკოვში იმყოფებოდა და ამიტომაც მათ ვერ შევხვდი", - განაცხადა ჰამარბერგმა.

ზოგადად, 2009 წლის დასასრულსა და 2010 წლის დასაწყისში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადამიანების დაკავება-გატაცება გახშირდა და ამას, როგორც ქართული, ისე ოსური მხარე ამტკიცებს. თომას ჰამარბერგის მონაწილეობით რამდენიმე ტყვე გაცვალეს კიდეც.

ცხინვალში ბოლო ვიზიტისას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ მსგავს პროცესებში გამოუვალი სიტუაციებიც არსებობს: „ასეთ დროს დგება ხოლმე რთული მომენტები, რის შესახებაც არ მინდა საუბარი. ამჯერად საკითხის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება".

საინტერესოა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ტყვეთა გაცვლის საკითხების მოგვარება ყველაზე კარგად შეუძლია არა ევროკომისარ თომას ჰამარბერგს, არამედ თავად ქართველებსა და ოსებს. ამისთვის კი საკმარისია მხოლოდ სურვილი.

ვლადიმერ გაბარაევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი: „ორი მხარის მოსარიგებლად სახალხო დიპლომატიაზე კარგი დიპლომატია მსოფლიოში არ არსებობს. ორივე (ქართულ-ოსური) მხარე რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეს. მეზობელი მეზობელს უნდა მოელაპარაკოს. რაც არ უნდა ერთმანეთის სისხლი გვემართოს, ვიღაცა უნდა გამოჩნდეს, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს კონსესუსის მიღწევას. ჩვენზე - ქართველებზე და ოსებზე ახლო ერი მსოფლიოში არ არსებობდა. ძალიან კარგია, ჰამარბერგი რომ ჩამოვიდა ჩვენი პრობლემების გადასაწყვეტად, მაგრამ შუამავალი უნდა იყოს არა ევროპელი ან აფრიკელი, არამედ ისევ ჩვენი წარმომადგენლები - ქართველები და ოსები".

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ადასტურებს, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება მართლაც ადვილია ამ გზით, თუკი ქართული მხარე ამის სურვილს გამოიჩენს: „სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლებას აქვს აღებული ისეთი კურსი, რომ ქართულ-ოსურ კონფლიქტს საერთაშრისო სტანდარტები შესძინოს. საბოლოო ჯამში კი თავის დანაშულებებზე ეგება ხოლმე. მაგალითად, გორის სარდაფში რომ მალავდნენ ხუთ ოს ტყვეს და მერე გამოაშკარავეს... რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტია ქართველებმა და ოსებმა თვად იპოვონ საერთო ენა. ამის გაკეთება ძალიან იოლია. საკმარისია სურვილი, რათა ქართული მხარე გავიდეს ოსებთან კონტაქტზე. მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას ეს არ სურს.

მარი ოთარაშვილი

"humanrights.ge"

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
გალუნგუნგგ
post Apr 14 2010, 11:41 PM
Post #173

buh !
*******

Group: Root Admin
Posts: 11,537
Joined: 1-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 1

კარგი ეთნიკური რუკა სამხრეთი ოსეთისა:

http://map-site.narod.ru/ugoset-3.jpg
Attached thumbnail(s)
Attached Image
 
--------------------
ტკც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
qartveli1
post Jul 20 2010, 10:02 PM
Post #174

PRIVATE
*

Group: Members
Posts: 7
Joined: 20-July 10
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 1,375

ერთადერთი ჩვენ რაც დაგვრჩენია ისაა, რომ ჩვენ უნდა ვიმეგობროთ ყველა ოსთან და აფღაზთან და ციხე შიგნიდან გავტეხოთ!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 8th September 2010 - 16:39
erekleII raindebi