ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
ევრაზიის ინსტიტუტის დამაარსებელი და ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე

  

კონტაქტები


მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. 21, მე-3 სართ.
ტელ.: 2-932 789.
ელ.ფოსტა: geurasiageo@gmail.com

განმარტება პროფ. ი. არჩვაძის სტატუსის შესახებ:
  ახლახანს არაფორმალური კითხვით მოგვმართეს ე. წ. "ვარდების რევოლუციის" შემდგომ რეფორმირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი, პროფესორი იოსებ არჩვაძე ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის წევრი. ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს:
 
  ბატონი ი. არჩვაძე არასოდეს ყოფილა ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის წევრი და ინსტიტუტის არც სხვა რომელიმე პოზიცია დაუკავებია. ბატონი ი. არჩვაძე გახლდათ ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტის - "სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის" გამგეობის წევრი 2013 - 2014 წლებში. "სახალხო მოძრაობა" არ არის რეგისტრირებული ორგანიზაცია, და შესაბამისად, გამგეობაში ი. არჩვაძის, ისევე, როგორც სხვა პიროვნებების ყოფნა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. "სახალხო მოძრაობამ" 2013 - 2014 წლებში განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი საქართველოს რეგიონებში და მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ, რომელიც რუსეთთან დიალოგსა და ცივილიზებული ურთიერთობების დალაგებას ითვალისწინებდა. აღნიშნულ ღონისძიებებში ბატონ იოსებს მონაწილეობა არ მიუღია. 2014 წლის დეკემბრიდან ბატონი სოსო არარეგისტრირებული "სახალხო მოძრაობის" არაფორმალური გამგეობის წევრთა სიაშიც აღარ მოიაზრებოდა.
 
  2015 წლიდან "სახალხო მოძრაობამ" ძირითადად ამოწურა თავისი დანიშნულება, რადგან ქვეყანაში შეიქმნა ყველა წინაპირობა საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა გადადგან საქართველოსათვის აუცილებელი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ეს უკვე ამ ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმე არ არის.
 
  პროფესორ ი. არჩვაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რამდენიმე კონფერენციასა და მრგვალ მაგიდაში როგორც სპეციალისტს - ეკონომისტს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის კომპეტენტურობასა და კვალიფიკაციას. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ევრაზიის ინსტიტუტი არის არაკომერციული იურიდიული პირი და მას არ აქვს შეხება პოლიტიკურ პარტიებთან. წესით, უნივერსიტეტის იურისტებისათვის ეს ელემენტარული გარემოება გასაგები უნდა იყოს. შესაბამისად, ბატონი იოსები არ არის და არ ყოფილა ჩართული რაიმე სახის პარტიულ საქმიანობაში. იგი, როგორც ცნობილია, თანამშრომლობს სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთანაც აკადემიურ ფარგლებში. მეცნიერის კვალიფიკაციის დონის შენარჩუნება და განვითარება წარმოუდგენელია ასეთი სახის ღონისძიებებში მონაწილეობის გარეშე. 
 
 
ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობა,
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი - გულბაათ რცხილაძე /პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი/
28.01.2016
პარტნიორები
"სკივრი"