ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
01.09.2011
ამერიკული და ნაცისტური მედიცინის პარალელები

მაშინ, როდესაც ნიურნბერგში დამარცხებულ ნაცისტებს არაადამიანური დანაშაულებებისათვის ასამართლებდნენ, ამერიკელი ექიმები თავიანთი გერმანელი ნაცისტი კოლეგების მსგავს საქმიანობას, იურიდიული თვალსაზრისით, სავსებით ლეგალურად ეწეოდნენ ცენტრალურ ამერიკაში.

ამერიკელი მედიკოსების მიერ 1940-1950-იან წლებში ცენტრალური ამერიკის მცირე სახელმწიფო გვატემალას მცხოვრებლებზე ჩატარებული ამაზრზენი ცდების შედეგად სულ ცოტა, 83 ადამიანი დაიღუპა. სამედიცინო ტესტების გასავლელად 5500 მოწვეული ადამიანიდან 1300 მათგანი გამიზნულად იქნა სქესობრივი დაავადებებით ინფიცირებული. ეს აღიარა აშშ პრეზიდენტ ობამას მიერ დანიშნულმა საგამოძიებო კომისიამ (აშშ-ს ალბათ კიდევ 60-70 წელიწადი რომ არ გამოეძია ეს საკითხები, პასუხს მაინც არავინ მოსთხოვდა, ამიტომ ჩატარებული გამოძიება ამერიკული დემოკრატიისა და დიდსულოვნების "დიად მიღწევად" უნდა ჩაითვალოს – ევრაზიის ინსტიტუტის შენიშვნა).

 

1946-იდან ვიდრე 1958 წლამდე გამიზნულად მოხდა 1300 სატესტო პერსონის ტრიფერითა და სიფილისით ინფიცირება, მაგრამ მათგან მხოლოდ 700-მდე ადამიანს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, განაცხადა კომისიის წევრმა სტივენ ჰაუსერმა. გამოძიების ხელთ არსებული ცნობებით, სამედიცინო ცდების 83 ობიექტი – ადამიანი – გარდაიცვალა.

 

კომისიის თავმჯდომარე ემი გუტმანი “ისტორიულ უსამართლობაზე” საუბრობს. რაც გვატემალაში მოხდა, “არ არის უბრალოდ უბედური შემთხვევა”. უკვე მაშინ რამდენიმე ამერიკელ მკვლევარმა აღიარა, რომ მსგავს ცდებს ისინი თავიანთ სამშობლოში ვერ ჩაატარებდნენ. თავიანთი ცდების განხორციელებისას ამერიკელმა მკვლევარებმა “ოდნავი პატივისცემაც კი არ გამოავლინეს ადამიანის უფლებებისა და მორალის მიმართ” და როგორც ჩანს, შემდგომში შეეცადნენ თავიანთი ქმედებების დაფარვას.

ადამიანებზე ჩატარებული ცდების მიზანს შეადგენდა იმის გარკვევა, თუ იმჟამად ახლად შემოსულ პრეპარატ პენიცილინს რამდენად შეეძლო სასქესო დაავადებებზე ზემოქმედება. აშშ-ელმა მკვლევარმა ჯონ კატლერმა და მისმა კოლეგებმა 1500 სატესტო პირი შეკრიბეს გვატემალაში, მათ შორის ფსიქიკურად დაავადებულები. თავდაპირველად მეცნიერებმა პროსტიტუციით დაკავებული ქალების ინფიცირება მოახდინეს და მათ უბიძგეს, დაუცველი სექსი ჰქონოდათ ჯარისკაცებთან და პატიმრებთან. ვინაიდან დაავადება ბევრ მამაკაცს არ გადაედო, ექიმებმა ბოლოს ადგილობრივი ჯარისკაცების, პატიმრების და ფსიქიურად დაავადებულების ინფიცირება მოახდინეს უშუალოდ დაავადების აღმძვრელებით. სატესტო პირებს არავინ აუხსნა, რას შეეხებოდა ცდები, ისევე როგორც არ ჰქონია ადგილი მათ გაფრთხილებას, რომ ცდებს სასიკვდილო შედეგის რისკიც ახლდა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ და მისმა მთავრობამ გასული წლის ოქტომბერში ოფიციალურად მოუხადეს ბოდიში გვატემალის ხელისუფლებას, ადამიანებზე ჩატარებული ცდების გამო. ერთი თვის შემდგომ კი ობამამ საგამოძიებო კომისია შექმნა მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. გვატემალის პრეზიდენტმა ალვარო კოლომმა დაგმო ექსპერიმენტები, როგორც ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებანი და თავისი საკუთარი გამოძიების ჩატარების შესახებ გააკეთა განცხადება.

 

2003 წელს გარდაცვლილი მეცნიერი კატლერი აგრეთვე ცნობილი იყო იმით, რომ მონაწილეობდა მეტად საჩოთირო, "Tuskegee-Experiment" -ის სახელით ცნობილ ექსპერიმენტში. 1932-1972 წლების შუალედში ხდებოდა სიფილისით დაავადებული ასობით აფროამერიკელის მეცნიერული დაკვირვება, მაგრამ ამასთან მათ სამედიცინო დახმარება არ აღმოეჩინებოდათ.

 

წყარო: AFP

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"