ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.08.2011
სააკოვი და მონღოლოიდები - ოფიციალური მოსკოვი ტყუილად სდუმს

რაც დრო გადის, სულ უფრო არაადეკვატური მიხეილ სააკაშვილის (რეალურ ცხოვრებაში მამის ხაზით - სააკოვი) მიერ რუსების, როგორც "მონღოლოიდი ბარბაროსების" მისამართით გაკეთებული ცნობილი გამონათქვამები კომენტარის გარეშე დარჩა ოფიციალური მოსკოვის მხრიდან.

საქმე მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ არაადეკვატური სააკოვი შეურაცხყოფას აყენებს რუს ხალხს და ამით ამცირებს ქართველ ხალხს, არამედ უფრო იმაში, რომ მსგავსი გამონათქვამები პოლიტიკოსების მიერ ზოგადად დაუსჯელი არ რჩება სააკოვის "საყვარელ" დასავლეთში. დასავლეთი დასავლეთად, მაგრამ სულელური განცხადებებით სააკოვმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ რუსებს, არამედ პლანეტა დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობას, ვინაიდან სწორედ მონღოლოიდური რასა შეადგენს ჰომო საპიენსის უმრავლესობას დედამიწაზე. ეს არა მხოლოდ საკუთრივ მონღოლები და ცენტრალური აზიის ტიურკული ტომები, არამედ ისეთი გიგანტებია, როგორც ჩინეთი და იაპონია. მათთან ერთად კი სააკოვთან დამეგობრებული ყაზახებიც, რომლებმაც საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციები ჩადეს.

მოსკოვს შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა და სააკოვი გაეშავებინა როგორც დასავლეთის თვალში, ისე აღმოსავლეთის. თუ როგორ კეთდება ეს, ჩვენ ვერ ვასწავლით - რუსეთში საკმარისად არიან ბრწყინვალე პიარ-ტექნოლოგები. დიახ, შეიძლება, სააკოვი სასაცილოა და მისი კივილი არ ღირს დიდი სახელმწიფოს ყურადღებად, მაგრამ როდესაც მიმდინარეობს საინფორმაციო ომი და საქართველოს ხელისუფლების სხვა განცხადებები და მოქმედებები მეტწილად მაინც არ რჩება ოფიციალური რუსული ხელისუფლების ყურადღების გარეშე, უფრო ლოგიკური იქნებოდა, მოწინააღმდეგის ყველა შეცდომის ეფექტური გამოყენება. სააკოვმა ამ მხრივ მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა რუსებს. რუსულენოვან პრესაში გასული ინფორმაციები და რუსი ჟურნალისტებისვე ხშირად მოუქნელი კომენტარები სათვალავში ჩასაგდები არ არის. საჭიროა მოწინააღმდეგეს ყველა შესაძლო მეთოდით ურტყა მანამ, სანამ იგი ცხვირიდან სისველეს არ გამოუშვებს და იძულებული არ გახდება, საკუთარი გამონათქვამების ნიველირება მოახდინოს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"