ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.08.2011
1991 წლის აგვისტოს პუტჩის 20-ე წლისთავთან დაკავშირებით

გორბაჩოვის იზოლირებამ ფოროსში და შეთქმულების მოთავეთა მიერ მოსკოვში საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამ 1991 წლის 19 აგვისტოს ყველაფერთან ერთად გამოავლინა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ იმავე წლის 9 აპრილს დეკლარირებული "დამოუკიდებლობის" მოჩვენებითობა -

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეგრეთ წოდებული ეროვნული გვარდია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფად გადაკეთდა, რომელსაც საბადრაგო ფუნქცია დაეკისრა. ამან, როგორც ცნობილია, გახლიჩა გვარდია და საქართველოში დიდი დაპირისპირება დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა კიტოვანმა ალღო აუღო სიტუაციას და კავშირები ელცინის მომხრე რუს სამხედროებთან დაამყარა, რაც მას მომავალში ფრიად გამოადგა გამსახურდიას დამხობაში. გამსახურდიასთან ელცინმა ფაქტობრივად გაწყვიტა კონტაქტები, აგვისტოს პუტჩის დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული ორჭოფული პოზიციის გამო. ასე დაედო სათავე ფარულ დაპირისპირებას ორ რესპუბლიკას შორის, ურთიერთობები დროდადრო უმჯობესდებოდა, მაგრამ ძირითადად გაუარესებისკენ მიდიოდა, დაწყებული სწორედ ამ მომენტიდან ვიდრე დღემდე.

საქართველოს რუსეთში ხშირად ბრალს სდებენ, რომ მან ზურგი აქცია სსრკ-ს და ამით "რუსეთთან მეგობრობას", მაგრამ ჩვენი ინსტიტუტის წევრები ყოველთვის შევახსენებთ ხოლმე რუს ოპონენტებს (ამავე დროს ქართველი ხალხის კეთილმოსურნეებს), რომ სსრკ სწორედ რუსეთის საბჭოთა სოციალისტურმა ფედერაციამ, ბორის ელცინის ხელმძღვანელობით, დაანგრია. რომ არა ელცინი და მის მიერ ძალაუფლების უზურპაცია, ანტისაბჭოთა რიტორიკა, საქართველოზე არაფერი იყო დამოკიდებული, რაც აგვისტოს პუტჩმა ცხადჰყო კიდეც. დღესდღეობით როგორც რუსების, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ნოსტალგიურად არის განწყობილი სსრკ-ს მიმართ და ახლანდელ არასტაბილურ და დუხჭირ ცხოვრებას ისევ ის თითქოს ნაკლებად თავისუფალი, მაგრამ უკეთესი დრო ურჩევნია. ეს განწყობები საქართველოშიც ძლიერია, მაგრამ აქ არ არსებობს სანდო სოციოლოგიური სამსახურები, რომლებიც ობიექტურ გამოკითხვას ჩაატარებდნენ ამ და მსგავს ტაბუდადებულ თემებზე. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ დაშინებულია და გამოკითხვებში გულახდილ პასუხებს არ იძლევა.

ასეა თუ ისე, აგვისტოს პუტჩი დამარცხდა და საბჭოთა კავშირის არსებობა ფაქტობრივად მაშინ შეწყდა, თუმცა მისმა ფორმალურმა არსებობამ რამდენიმე თვეს კიდევ გასტანა. ქვემოთ ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ბმულს რუსულენოვან სტატიებზე, რომლებიც ოცი წლის წინანდელ მოსკოვურ მოვლენებს უკავშირდება. საინტერესოა, გავიხსენოთ ის დრო და უკეთ გავიაზროთ, თუ რა მოხდა.

Последнее интервью. Геннадий Янаев: «У нас не было выбора, надо было что-то экстренно предпринимать…»

«Это была попытка спасти государство»Анатолий Лукьянов: Горбачев сам создавал ГКЧП

Будем честными

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"