ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
11.07.2011
რატომ ახლა?

რატომ გადაწყვიტეს სააკაშვილმა და მისმა პარლამენტმა, სწორედ მოცემულ მომენტში, ახლა უგულებელეყოთ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია და დაჩქარებული წესით მიეღოთ კანონი რელიგიური გაერთიანებების შესახებ, რომელიც მათ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომლის განსაკუთრებული სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციით არის აღიარებული, გაათანაბრებდა?

საერთოდ რატომ წავიდა ხელისუფლება ეკლესიასთან ურთიერთობების ამგვარ გამწვავებაზე? ეს ხომ ნებისმიერი ხელისუფლებისათვის ზედმეტი თავის ტკივილს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, დასავლეთის ზეწოლის არსებობის უარყოფა არ შეიძლება. ქართული სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენელი და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა და მისმა ”სომხურმა ხელისუფლებამ” უცბად გაიხსენეს თავიანთი ეთნიკური ფესვები და სომხებს კოჭი გაუგორეს, რომლებსაც სერიოზული პრეტენზიები და ამბიციები აქვთ საქართველოში. მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც დასავლეთია, იქ აღზრდილი აგრესიული ”მართლმადიდებლობასთან მებრძოლები”, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენენ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. გათანაბრება პირველ რიგში, დასავლურ სექტებს აძლევს ხელს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ისედაც მზად იყო, ასე თუ ისე გადაეწყვიტა ”ტრადიციულ” კონფესიებთან - სომეხ გრიგორიანელებთან, კათოლიკებთან, იუდეველებთან, და რა თქმა უნდა, მუსლიმებთან - დაგროვილი საკითხები. შენარჩუნებული იქნებოდა გარკვეული იერარქია, როგორც ამას მოითხოვს ქვეყნის კონსტიტუცია და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული, 2002 წლიდან მოქმედი შეთანხმება, ე. წ. კონკორდატი. მაგრამ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას არაფრით არ შეეძლო, სექტებისა და დესტრუქციული მიზნების მქონე, გვაპატიეთ, მაგრამ - ამერიკელი ფსევდორელიგიური მაიმუნების ლეგალიზაციას დათანხმებოდა.

ახლა კი, ამერიკელი და ადგილობრივი ანალიტიკოსების სწორი გათვლით, იდეალური დროა - ხელისუფლებამ 26 მაისს გაანადგურა ”ქუჩის” ოპოზიცია პირდაპირი შეტაკებისას ქუჩაში, დააპატიმრა მისი თითქმის მთელი აქტივი, ხოლო დამყოლი ”კონსტრუქციული” ოპოზიციის რიგებში განხეთქილება შეიტანა. ამასთან, ახლა ივლისია, ცხელა, პოლიტიკურად პასიური პერიოდის დასაწყისი დადგა. არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, ხალხს ”დაავიწყდება”. ასე რომ, დრო იდეალურად იქნა შერჩეული.

მაგრამ, მადლობა უფალს, რომ ყველაფერი სწორად ვერ გათვალეს. ეკლესიამ და ხალხმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ საქართველოში ყველაფერი არ გავა. მართალია, გაისმა ბევრი არასწორი განცხადებაც, მათ შორის ანტისომხური განცხადება, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. მაგრამ დღეს, 11 ივლისს შედგება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. მთელი საქართველო იმედოვნებს, რომ ღმერთი დაეხმარება ღირსეულ მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და წინ აღუდგნენ გათავხედებულ ანტიკლერიკალებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"