ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
"სკივრი"
07.06.2011
ებრაელი ტროცკისტები და ფაშიზმის გამართლება
ებრაელი პოეტისა და პუბლიცისტის შმუელ იერუშალმის შეტყობინება: დღეს, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ “ლიბერალურ” წრეებში, როგორც იტყვიან, მიღებულია “ფასეულობების გადაფასება”. არ ვიტყვი, რომ სწავლულებს არ აქვთ უფლება, გადახედონ გასული წლების ამა თუ იმ დასკვნას.

მეცნიერება, როგორც ასეთი, გარკვეულწილად მუდმივად სკეპტიკურად არის განწყობილი. მაგრამ ამავე დროს გაოცებას იწვევს, თუ როგორ იოლად ახერხებენ "ლიბერასტური" სამეცნიერო სკოლის დღევანდელი აღზრდილები, გადაუხვიონ მეცნიერულ ჭეშმარიტებას (დამტკიცებულს), ევროპარლამენტიდან ან საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მოვლენილი მორიგი “ლიბერასტის” საამებლად.

ამ მხრივ ყველაზე საინტერესო (ფსიქიატრიული თვალსაზრისით) მე მეჩვენება ისრაელელი ტროცკისტების ერთი მცირე ჯგუფის პოზიცია, ადვოკატ იოსი შვარცის ხელმძღვანელობით. შვარცისა და მისი თანამოაზრეების მიხედვით, სტალინმა და სიონისტებმა სპეციალურად მოახდინეს ადოლფ ჰიტლერის პიროვნების დემონიზება, რათა ისრაელის შექმნა გაემართლებინათ. მეტიც, თავის შიზოფრენულ აღტკინებაში ეს “ტროცკისტები” ამტკიცებენ, რომ არ არსებობს იმის საბუთი, რომ ჰიტლერი ებრაელებს, სერბებსა და სხვა ხალხების წარმომადგენლებს მხოლოდ მათი ეროვნული კუთვნილების გამო ანადგურებდა. ისინი ამბობენ, რომ გერმანელები მარტო იმ ებრაელებს ხოცავდნენ, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ სსრკ-სთან კავშირსა და კომუნისტურ საქმიანობაში.

სამწუხაროდ, ასეთი, ფაქტობრივად ნაცისტების მხეცობების გასამართლებელი აზრები შეიძლება დასავლეთის ძალიან ბევრი სწავლულისა და ინტელექტუალისგანაც გავიგოთ. უფრო მეტიც, ხან აქ, ხან იქ, გაისმის მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან შეკრული სტეპან ბანდერასა და სხვა უკრაინელი, ლატვიელი, ხორვატი და სხვ. ნაციონალისტების მხარდამჭერი ხმები. განსაკუთრებით სამწუხაროა ფაქტი, რომ ამ “დემოკრატიის გულშემატკივართა” შორის არის ჩემი ერის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი. რად ღირს თუნდაც უკრაინის ებრაული თემების ვაადის ვლადიმირ ზისელსისა და ევროპული ებრაული საბჭოს იგორ კოლომოისკის სახელები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ებრაელები უნდა შეურიგდნენ ორგანიზაციების ОУН და УПА მომხრეებს, რომლებიც ომის დროს გერმანელებთან თანამშრომლობდნენ და რომელთა სინდისზეა ასეული ათასი ებრაელის, პოლონელის, ბელორუსის, ისევე როგორც იმ უკრაინელების სისხლი, რომლებიც არასაკმარისად ლოიალურნი იყვნენ ბანდერასა და შუხევიჩის დამსჯელების მიმართ. კოლომოისკი უფრო შორსაც მიდის: მასმედიაში გაჟღერებული საკმაო სანდო ინფორმაციის მიხედვით, იგორ კოლომოისკი პირადად აფინანსებს უკრაინელი ნაციონალ ფაშისტების პარტია “სვობოდას”, ოლეგ ტიაგნიბოკით სათავეში. ეს სწორედ ის “სვაბოდაა”, რომელმაც ამა წლის 9 მაისს გამარჯვების დღის ზეიმისას ლვოვში ფაშისტური დებოში განახორციელა.

დღეს, “მემარცხენე” ლიბერასტების ტაშისკვრის ფონზე ლატვიის დედაქალაქ რიგის ქუჩებში აღლუმებს აწყობენ ლატვიის Waffen-SS-ის ვეტერანები და მხარდამჭერები; დღეს მთელს დასავლეთ უკრაინაში ჰიტლერთან თანამშრომლობის მქონე უკრაინული ბანდფორმირებების საპატივსაცემოდ ძეგლებს აღმართავენ. დღეს, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა უნგრეთი და ხორვატია, ეროვნული გმირების რანგში აჰყავთ ნაცისტების მომხრე პრეზიდენტი ჰორტი და უსტაშების რაზმები. დღეს, ლიბერასტური “აკადემიური” წრეების სრული მხარდაჭერით, ევროპის საბჭოსა და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებში არ წყდება მცდელობები, კომუნიზმი გათანაბრებულ იქნას ნაციზმთან. მაგრამ როგორც ჩვენ გვიჩვენებს ბოლო ორი ათწლეულის ისტორიული რეალობა, ნაცისტების და მათი მხარდამჭერების გამართლების ნებისმიერი მცდელობა ცუდად მთავრდება.

ევრაზიის ინსტიტუტისგან:

ის, რომ დღეს დასავლეთის მთავარ მიზანს რუსეთთან მიმართებით მისი “დესტალინიზაცია” წარმოადგენს, თითქმის ეჭვს არ იწვევს. ამასთან “დესტალინიზაცია” სულაც არ ნიშნავს კონკრეტული ადამიანის - სტალინის - გაღმერთებასთან (თუკი ასეთ რამეს საერთოდ აქვს ადგილი) ბრძოლას. “დესტალინიზაცია” დასავლურად - ეს არის აღმოსავლეთის იდეოლოგიური დამორჩილება, მისი სრული დაქვემდებარება დასავლეთისადმი, პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დასავლური აზროვნებისა და მისეული შეფასებების თავს მოხვევა.

როგორც ცნობილია, ყველაზე რადიკალური და აგრესიული მემარჯვენე წრეები შეერთებულ შტატებში - ეგრეთ წოდებული ნეოკონსერვატორები - იდეოლოგიურად დაფუძნებული არიან რადიკალურ მემარცხენე ტროცკიზმზე. მათი მამები-დამფუძნებლები ჯეიმს ბერნჰემი და ლეო შტრაუსი, აგრეთვი ირვინგ კრისტოლი (ყველა მათგანი წარმოშობით ებრაელია), თავის დროზე აქტიური ტროცკისტები და ანტისტალინისტები იყვნენ. თავიანთი რადიკალური ტროცკისტული აღტკინების რეალიზება მათ, მოგვიანებით, 1950 – 1960-იან წლებში, “ნეორეალიზმის” დოქტრინის ფარგლებში მოახდინეს, რომელსაც აგრეთვე “ნეოკნსერვატიზმს” უწოდებენ. სწორედ ეს დაჯგუფება გვევლინება ყველა იმ “ფასეულობის” განსაკუთრებით რადიკალურ მცველად, რომელსაც გვთავაზობს თანამედროვე დასავლური (ნეო-)ლიბერალიზმი. როგორც ჩანს, შმუელ იერუშალმის მიერ მოხსენიებული ისტორიის ებრაელი რევიზიონისტებიც ამერიკელი ნეოკონსერვატორ-ტროცკისტული “რეალპოლიტიკის” სულისკვეთებით განიმსჭვალნენ. ისრაელში, როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის დასავლეთის მიერ თავს მოხვეული “დესტალინიზაციის” თემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ანტისემიტიზმთან ბრძოლა.

ამ ფონზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფაქტი, რომ გავლენიანი ებრაული ორგანიზაციები მსოფლიო მასშტაბით, ისევე როგორც თავად ებრაული სახელმწიფო, რომლებიც, როგორც წესი, ისრაელის პოლიტიკის მიმართ გაკეთებულ ნებისმიერ კრიტიკულ გამონათქვამთან დაკავშირებით “ანტისემიტიზმს” ეძებენ, საკმაოდ უღიმღამო რეაგირებას ახდენენ ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ანტისემიტი ნაციონალისტების და თვით გაცხადებული ნაცისტების კულტის დანერგვაზე. ისრაელსა და ამერიკაში ებრაულ ლობის უზარმაზარი გავლენა აქვთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, რისი კიდევ ერთი დადასტურებაა აშშ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ამას წინათ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, როდესაც ობამამ ახსენა, რომ თუკი ისრაელი 1967 წლის საზღვრებს არ დაუბრუნდება, პალესტინაში მშვიდობა ვერ დამყარდება.

მკითხველს მოკლედ შევახსენებთ, რომ ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტზე განხორციელდა წარმოუდგენლად დიდი ზეწოლა, თანაც სრულიად დაუფარავად, აშშ-ში ისრაელის ლობისტების მხრიდან, რომლებიც დაიმუქრნენ, რომ აღარ დააფინანსებდნენ ობამას მომავალ საარჩევნო კამპანიას, თუკი იგი თავისი განცხადების დეზავუირებას არ მოახდენდა. ისრაელის პრემიერმა ნეტანიახუმ გადაჭრით განაცხადა უარი, განეხილა 1967 წლის საზღვრებთან დაკავშირებული საკითხები. ობამა იძულებული გახდა, სამარცხვინოდ წაეღო უკან თავისივე სიტყვები და გაქცეულიყო შეერთებულ შტატებში მოქმედი უმძლავრესი ებრაული სტრუქტურის - AIPAC-ის წინაშე ახსნა-განმარტებების მისაცემად. ობამამ მთელი 180 გრადუსით შემოაბრუნა თავისივე სიტყვები და განაცხადა: “ისრაელი და პალესტინელები მოლაპარაკებებს განახორციელებენ სხვა საზღვრების საფუძველზე, ვიდრე 1967 წელს არსებობდა. ეს ცნობილი ფორმულირებაა, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს, მხედველობაში იქნას მიღებული ბოლო 44 წლის მანძილზე მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები”… ასეთი წარმატებული ზეწოლა პრეზიდენტზე ამერიკის ისრაული ლობისტების მხრიდან პირველად არ მომხდარა, მაგრამ ეს სხვა თემაა. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ არ აცხადებს პროტესტს ამგვარი ძლიერი ლობი აშშ-ს მხრიდან აღმოსავლეთ ევროპაში იმ რეჟიმების მხარდაჭერის მიმართ, რომლებიც პატივს მიაგებენ ნაცისტებს და რის შედეგადაც ფაქტობრივად ჰოლოკოსტის იგნორირება ხდება. ჰოლოკოსტის თემა ისრაელისთვის ხომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე 1967 წლის საზღვრები.

რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ისრაელის მთავრობა და გავლენიანი ებრაული ორგანიზაციები ისევე ფიქრობენ, როგორც იოსი შვარცის ჯგუფი, მაგრამ მაინც აშკარაა მათ მიერვე დეკლარირებული ფასეულობების იგნორირება დასავლეთის აღმოსავლური სტრატეგიის სასარგებლოდ. ისრაელი ამგვარად წარმოჩნდება გლობალური მასშტაბით დასავლური პოლიტიკის გამტარებლად, მიუხედავად იმისა, რომ მას თავად აქვს სერიოზული გავლენა დასავლეთზე, და განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებზე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"