ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
06.06.2011
ეროვნული სირცხვილი სახელად „შერონობა“

იმას, რაც შაბათ-კვირას „ეროვნული არხების“ ეთერში და თბილისის ცენტრალურ ადგილებში ხდებოდა, არ შეიძლება სხვა სახელი დაერქვას, თუ არა ეროვნული სირცხვილი. არის ასეთი ჟარგონული სიტყვაც - „ქაჯობა“. ამ სიტყვას ხმარობენ ე.წ. პროვინციელის აღსანიშნავად, რომელიც „ელიტარულ“ საზოგადოებაში მოხვედრას ცდილობს.

სწორედ „ქაჯობა“ იყო ის, რასაც საქართველოს, უფრო სწორად, ნაციონალების „ელიტარული“ საზოგადოება აკეთებდა რუსთაველის პროსპექტზე და სხვა ადგილებში.

მაგრამ ეს არ იყო უბრალო „ქაჯობა“. ეს იყო იდეოლოგიური „ქაჯობა“. ჰოლივუდის მეორეხარისხოვანი და უკვე დავიწყებას მიცემული რეჟისორის და დაბერებული, მოდიდან გასული საშუალო დონის „კინო-დივას“ ლამის გაღმერთება, სასაცილო წივილ-კივილი, წითელი ხალიჩები და სხვა მსგავსი ბუტაფორია მხოლოდ სიბრალულს შეიძლება იწვევდეს იმ ერის და სახელმწიფოს მიმართ, ვინც მსგავს კომიკურ ღონისძიებებს აწყობს.

კომიკურია ის ფილმი, რომლის ჩვენებაც გაიმართა და რომელსაც არც ერთ ქვეყანაში სერიოზულად არ მიიღებენ, არამედ ჩათვლიან პრიმიტიულ ჰოლივუდურ პროპაგანდად. მსგავსი ფილმები არის მხოლოდ და მხოლოდ „შიდა მოხმარებისთვის“ და ქართველი ან სხვა განვითარებადი, მაგრამ ვერ განვითარებული ქვეყნის მაყურებლის კიდევ გარკვეული ხნით „დასაბოლებლად“. სამწუხაროდ, „ნანუკას შოუს“, „მაიკოს შოუს“, „ლელა კაკულიას შოუს“, სერიალების და სხვა სენტიმენტალური „საპნის ოპერებით“ თუ გაზეთებით აღზრდილი ქართველი მაყურებელი და მკითხველი ამ იაფფასიან, ყალბ პროპაგანდისტულ ფილმსაც ისევე „შეჭამს“, როგორც ზემოთნახსენებ შოუებს „ჭამს“.

მთელი ეს აურზაური, რაც მოჰყვა ჰოლივუდური ფილმის საქართველოში ჩვენებას, და ამერიკელი სტუმრების ქცევა მშვენიერი ილუსტრაციაა იმისა, თუ რაოდენ არარეალური და სასაცილოა იმედები საქართველოს „დასავლეთში დაბრუნების“, „ევროკავშირში შესვლის“ და სხვა მსგავსი ლოზუნგების განხორციელებისა. დასავლეთისთვის საქართველო ერთი პატარა, უცნაური და სასაცილო წარმონაქმნია, რომლის გაბრიყვება და ვინმეს წინააღმდეგ გამოყენება ძალზე იოლად შეიძლება. არავითარ სხვა ფუნქციას ჩვენს ქვეყანას დასავლეთში არ ანიჭებენ და დროა, ქართველებმაც გაუსწორონ თვალი ამ რეალობას.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"