ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
31.05.2011
ქართულ ოპოზიციას ახალი იდეები და ახალი სახეები სჭირდება

ქართული ოპოზიციის მოქმედებებში არაფერი ახალი არ გაჩენილა სამთავრობო შენობებთან შარშანწინდელი დგომის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილს ეს უნდა ამშვიდებდეს.  ოპოზიციონერებისათვის სიტუაცია გარკვეულწილად გაუარესდა კიდეც: თუკი უწინ პირველ პლანზე ლიდერთა მთელი ხაზი იდგა, ამჟამად მხოლოდ ქ-ნი ბურჯანაძე ფიგურირებს. ეს თითქმის იგივეა, რომ რუსეთში ხალხს ისევ ჩუბაისი, ნემცოვი ან გორბაჩოვი შესთავაზონ.

ქაოტური პოსტსაბჭოთა სივრცე, როგორც უცნაური არ უნდა იყოს, ერთი მუდმივი ფორმულის დემონსტრირებას ახდენს: რუსეთისთვის მეზობელი ქვეყნის ყოველი შემდგომი პრეზიდენტი წინასთან შედარებით საგრძნობლად უარესია. ამ ლოგიკით, სააკაშვილის შემდეგ, ოპოზიციონერ აქტივისტების დახმარებით, შესაძლოა, კიდევ უფრო არეული ვარიანტი განხორციელდეს - მით უმეტეს, რომ ბურჯანაძის, ისევე როგორც ალასანიასა და ყველა დანარჩენისათვის, არსებობს ფუნდამენტური ბარიერი მოსკოვთან სრულფასოვანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

რას სთავაზობს ოპოზიცია ქართველ ხალხს პროგრამის თვალსაზრისით, გარდა მის მიერ უკვე განვლილი “დემოკრატიისა”? ამჟამად სათავეში მყოფმა სააკაშვილმა თავისი დემოკრატიული პროგრამის ყველა დემოკრატიული პუნქტი მთლიანად განახორციელა. დამოუკიდებელ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ცივილიზებულ დასავლურ ქვეყნებში, ყოველ დღე იზრდება პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებებზე ფასები, ძვირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცხოვრებელი ფართი ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია, განათლება და ჯანდაცვა ფასიანია. საქართველო მიილტვის ევროკავშირისა და ნატოსკენ.

ამგვარად, თითქმის ყველა საბაზრო, ლიბერალურ-დემოკრატიული ამოცანა რეალიზებულია, დემოკრატიისკენ მეტი სვლა თითქმის შეუძლებელია, ზღვარი თითქმის მიღწეულია. საქართველოს მოქალაქეები სავსებით თავისუფალნი არიან - დემოკრატიულ ხელისუფლებას არ აინტერესებს, რა ჭამა საუზმეზე და ვახშამზე თქვენმა ბავშვმა, და საერთოდ ჭამა თუ არა. თუკი საქართველოს მოქალაქეებს სურთ უფრო ადამიანური საფასო რეჟიმი, მათ ბურჯანაძე არ გამოადგებათ, მათ საბჭოთა კავშირში დაბრუნება უნდა სურდეთ.

გაუგებარია სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მიერ შემოგდებული თეზისი იმის თაობაზე, რომ თითქოს ვაშინგტონი მას უგანებს. ჯერ ერთი, სააკაშვილს დასავლეთმა უგანა 2008 წლის ხუთდღიანი ომის პირველსავე დღეს. მეორე, სააკაშვილს არ ჩაუდენია ისეთი შეცდომები, რომლებსაც შეეძლოთ მისდამი ალმაცერი მზერა გამოეწვიათ თეთრ სახლში. ამ თეზისების პედალირება სააკაშვილის მტრებს არაფერს მისცემს. პირველ რიგში, მათ ასეთი შეკითხვა უნდა დაუსვან თავიანთ თავს: კარგი, დავუშვათ, ვაშინგტონმა მართლაც შეიცვალა აზრი სააკაშვილის მიმართ - მაგრამ ჩვენ ამით რა სარგებელი?

სააკაშვილთან ბრძოლას კვლავაც ბავშვური მოულოდნელობის ხასიათი აქვს, სააკაშვილის და ქვეყნის მომავალ მთავარ არჩევნებზე მისი მემკვიდრეების (უგულავა და სხვები) საბედნიეროდ. ვიდრე ქართული ოპოზიციის შტაბში არ გამოჩნდება კრეატივი და ახალი სახეები, მანამ ეს ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს.

გრიგორი ტროფიმჩუკი,

cmsr.info

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"