ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.05.2011
საქართველოს მთავარი კლოუნი "აღლუმს" "პრეობრაჟენსკის მარშის" ფანფარების ფონზე იბარებს

ხალხზე მიღწეული გამარჯვების შემდეგ საქართველოს მთავარი კლოუნი და შეთავსებით საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ წუთებში იღებს "სამხედრო აღლუმს", რომელზეც იგი გამოვიდა ცნობილი რუსული "პრეობრაჟენსკის მარშის" - პირველი აკორდების თანხლებით.

ამის შემდეგ "მთავარსარდალი" საქმეს შეუდგა და ჩვეულ სტილში "გააცამტვერა" რუსეთის "იმპერიული ზრახვები". მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს მის გამოსვლამდე გაჟღერებული "პრეობრაჟენსკის მარშის" ჰანგები?

ცნობისათვის: პრეობრაჟენსკის პოლკი 1691 წელს დაარსდა რუსეთის იმპერატორის პეტრე დიდის მიერ, ხოლო ამ პოლკის სახელწოდების სამხედრო მარში 1725 წლამდეა დაწერილი უცნობი კომპოზიტორის მიერ. ეს მარში დღევანდელი რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო მარშია.

ბუნებრივია, არც თავად სააკაშვილი, არც ის საქონელი, რომელიც მას ახლა გარს აკრავს აღლუმზე, სიტუაციის კომიკურობას ვერ აღიქვამს.

პრეობრაჟენსკის პოლკის მარში - ტექსტი და მელოდია:

http://www.youtube.com/watch?v=nygWSXaFeKM
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"