ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
04.05.2011
გულბაათ რცხილაძე: სად გიორგი თარგამაძე და სად... ქრისტიანობა ან დემოკრატია?!
ლიბიის მოვლენებს ქართული საზოგადოება აქამდე მხოლოდ მაყურებლის თვალით უმზერდა, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, შესაძლოა, ლიბიაში ნატომ სახმელეთო ოპერაცია წამოიწყოს და გამორიცხული არ არის, რომ ქართველები ამ მოვლენების უშუალო მონაწილენი გახდნენ. უფრო მეტიც, შესაძლოა, ქართველების სისხლი ამჯერად ლიბიის ქვიშაზეც დაიღვაროს. რამდენად მოსალოდნელია ერაყისა და ავღანეთის შემდეგ ამჯერად ქართველები კადაფის პირისპირ ლიბიაში აღმოჩნდნენ?ამ თემაზე გვესაუბრება ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე.- ბატონო გულბაათ, ქართველ ექსპერტებს შორის თქვენ, მგონი, ერთადერთი ხართ, ვინც სრულიად განსხვავებული კუთხით აფასებთ ლიბიის მოვლენებს. სინამდვილეში რატომ აუმხედრდა ლიბიის მოსახლეობა მუამარ კადაფის?- ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს ინფორმაციები ყალბია. ლიბიის მოსახლეობის ძირითადი მასა კადაფის მართლაც რომ ამხედრებოდა, დღეს იგი დიდი ხნის დამარცხებული იქნებოდა, მაგრამ ამის აღიარება დასავლეთს არ აწყობს. მას რატომღაც ეგონა, მიმდინარე დაბომბვების ფონზე, კადაფის ჯერ სამხედრო ძალა განუდგებოდა, შემდეგ კი - მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ ამერიკის მოლოდინი, როგორც ხედავთ, არ გამართლდა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კადაფი ხალხის მასების თვალში მაინც ავტორიტეტულ ფიგურად რჩება, იგი საკმაოდ პოპულარულია და დღემდე აქვს საზოგადოების მხარდაჭერა.ლიბია საკმაოდ რთული ქვეყანაა და ანალიზის გაკეთებისას კლანური და ტომობრივი ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, რაზეც ქართველ ექსპერტებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ. საქართველოში მხოლოდ არაბული ზმნის წარმოშობას განიხილავენ და ამას არაბისტიკას უწოდებენ. ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკა ქართველი საზოგადოებისთვის და ვითომ ექსპერტებისთვის დღემდე უცხო ხილად რჩება. ამიტომაცაა ლიბიის მოვლენებზე საქართველოში მცდარი შეხედულებები. მთავრობის დაქირავებულ ე. წ. პოლიტოლოგებს პირი მოუღიათ და, აზრზეც არ არიან, ისეთ დასკვნებს აკეთებენ. სჯობს, “სიენენსა” და “ევრონიუსზე” გადმოცემული დეზინფორმაციით კვებას თავი დაანებონ და პრობლემა რეალურად შეისწავლონ, თუ დასკვნების დადების მცირეოდენი ამბიაცია მართლა გააჩნიათ.არ შემიძლია აქვე ერთ მნიშვნელოვან საკითხს არ შევეხო - თუ რატომ გახდა დასავლეთისთვის აუცილებელი კადაფის მოშორება. კადაფი მხოლოდ 8-10 წლის წინათ დაუახლოვდა დასავლეთს. ეს იყო შერიგების საწყისი ეტაპი, რომელსაც მათ შორის ნავთობთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაც მოჰყვა. ამ გზით დასავლეთის კომპანიების ნაწილი ლიბიაში შევიდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კადაფის თავიდან მოშორება მაინც ხელსაყრელი იყო დასავლეთისთვის. ის ხომ, მუბარაქის მსგავსად, “დასავლეთის კაცი” არ იყო და არც დასავლეთის ინტერესებს გაატარებდა ლიბიაში. სხვათა შორის, მუბარაქზე დასავლურმა პრესამ მხოლოდ მას შემდეგ ატეხა მთელი ისტერია - მუბარაქი დიქტატორიაო, როცა მიხვდა, რომ მისი შენარჩუნება უკვე შეუძლებელი იყო, ამიტომ აღნიშნული რევოლუციების ტალღაში ამერიკამ ლიბია ხელოვნურად მოახვედრა.- მაგრამ კადაფის დამარცხება ჯერჯერობით შეუძლებელი აღმოჩნდა...- დღეს არსებული ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, კადაფის დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ლიბია ერთიანად დაიბომბება და მიწასთან გასწორდება, ანდა იქ სახმელეთო სპეცოპე¬რაციის განხორციელება დაიწყება.- რამდენად შესაძლებელია საჰაერო და საზღვაო სპეცოპერაციების სახმელეთო ოპერაციით ჩანაცვლება?- სხვათა შორის, სწორედ საამისო სიტუაცია მწიფდება, თუმცა დასავლეთს ამით თავის შეწუხება ამ ეტაპზე არ სურს. მან განაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები ლიბიის პროცესებში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს, მაგრამ საბრძოლო მზადყოფნაში მაინც არის. ობამას ადმინისტრაციას კიდევ ერთი, ახალი პრობლემის დამატება ნამდვილად არ სურს, მაშინ, როცა იგი სხვა პრობლემების წინა¬შე დგას, ყოველ შემთხვევაში, გარისკვას ჯერჯერობით ვერ ბედავს. დასავლეთს კადაფის იოლად მოცილება ჰქონდა ჩაფიქრებული და, რადგან ლიბიას მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა არ გააჩნდა, ეგონა, რომ სუსტ მოწინააღმდეგეზე ძალის დემონსტრირებას განახორციელებდა, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა.- ამერიკა “პასიურობს”, თუმცა ამ პროცესებში ნატოს როლი გაიზარდა. მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, იგი საკუთარ თავზე სახმელეთო ოპერაციის ორგანიზებას იღებს...- მას ეს მისია ამერიკამ გადააბარა, რათა საკუთარი პრობლემების გამო, ლიბიის პროცესებში მისი მონაწილეობა არ დაფიქსირდეს. მისია, უპირველეს ყოვლისა, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს დაევალა. ნატო ის სუბიექტი არ არის, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში, ალიანსის კონსენსუსის გარეშე, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს; მით უმეტეს, უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, თუ ვინ დგას რეალურად მის უკან. აქვე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამერიკა და ნატო ღიად დგანან ერთ პოზიციაზე. მათი რიტორიკის თანახმად, დიქტატორ კადაფისგან მშვიდობიანი ხალხი უნდა “იხსნან”.- თუკი სახმელეთო ოპერაცია განხორციელდა, ამერიკა კი შეიარაღებული ძალის გამოყენებაზე უარს აცხადებს, ნატოს დამატებითი სახმელეთო ძალები დასჭირდება. ამ ფონზე რამდე¬ნად შესაძლებელია, რომ ქართული ჯარი ლიბიაში კადაფის წინააღმდეგაც გამოიყენონ?- საქართველოს ნატოში გაწევრიანება უკვე წარსულს ჩაბარდა. მიკვირს, ამაზე საუბარი როგორ არ რცხვენიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს.ეგეც არ იყოს, რომელი ჯარით უნდა დაეხმაროს საქართველო ნატოს? რა ჯარი ეს არის, რომ ლიბიაში მოწინააღმდეგეები შეაშინოს?!ხომ ხედავთ, წლების მანძილზე ნატო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში ხოცავს, მაგრამ ნატოს წევრობაზე საუბარიც ზედმეტია. ყოველგვარი წევრობის გარეშე იყენებენ საქართველოს თავიანთი ინტერესების გამო. საქართველოს ნადვილად არ შეუძლია ნატოსთან რაიმე ვაჭრობა დაიწყოს, რადგან ისედაც მთლიანად დასავლეთის სტრატეგიასაა დამორჩილებული. ასე რომ, მათთვის საქართველოს ალიანსში გაწევრიანება არანაირ პრიორიტეტს არ წარმოადგენს.- ანუ საქართველოს ჯარს ლიბიის პროცესებში ჩართვა არ ემუქრება?- საამისოდ გაეროს მანდატი იქნება საჭირო, ასევე - ნატოს წევრ ქვეყნებში კონსენსუსის მიღწევა. საერთოდ, ამ სახის მანდატი ძალიან იშვიათად გაიცემა. თუ რაღაც სიტუაციაში ქართული ჯარი ლიბიაში მაინც გამოიყენეს, ეს მოხდება საერთაშორისო ნორმების დარღვევით და აგრესორი ძალების - სარკოზისა და კამერონის ჩარევით. სხვანაირად ამის შეფასება არ შეიძლება. ყოველივე ამას კი უმძიმესი შედეგი მოჰყვება საქართველოსთვის, ისევე, როგორც - ავღანეთის შემთხვევაში. ადრე ქართული ჯარი მონღოლების დროს იხოცებოდა უაზროდ, ამ ბოლოს დროს - ერაყის მოვლენებისას; იმედია, ლიბიაც ჩვენი “მისახედი” არ გახდება. გარდა ამისა, ქართველებისთვის ლიბიის მიწას არანაირი პრიორიტეტი არ ექნება.- ბატონო გულბაათ, როგორია “ენდიაის” რეიტინგების სანდოობაზე თქვენი მოსაზრება?- “ენდიაის” ეს კვლევა არის მორიგი პროვოკაცია. ეს არის პირდაპირ ამერიკული ინსტიტუტები, რომლებსაც გინდა კოლონა დაარქვით და გინდა - საოკუპაციო ძალები. ალბათ, გახსოვთ, რა როლი შეასრულა 2008 წლის ვადამდელ არჩევნებში ანალოგიურმა ორგანიზაცია “აირაიმ”. იმავე პოლიტიკას აწარმოებს ეს “ენდიაიც”. მათ ყოველთვის ორი-ორი სახის მონაცემი გააჩნიათ: ერთი - ის, რაც ხალხს უნდა აჩვენონ, და მეორე - ის რეალური შედეგები, მათ მიერვე დაფარული, რომელთაც მერე შიდა საქმიანობისთვის იყენებენ. საკითხს რომ რეალურად შევხედოთ, დავინახავთ, რომ ამ ორგანიზაციებს, უბრალოდ, თავიანთი გათვლები აქვთ და არც ერთი მათგანი სულაც არ იკლავს ჩვენი სიყვარულით თავს, რომ მზამზარეული ციფრები დაგვილაგონ წინ. ნუთუ საქართველოში ერთი ქართული ორგანიზაცია არ მოიძებნა ამ კვლევების ობიექტურად ჩასატარებლად?! მაგრამ რას ვიზამთ, დღეს ამათი გრიალისა და ჭიხვინის დროა. მათ ხელშია მთელი საზოგადოების აზრის “კვლევაც”. საბოლოოდ კი ისეთ სავალალო შედეგებს ვიღებთ, როგორიცაა საზოგადოების დაშინება და ნიჰილიზმი.რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგს, ამას სულაც არ სჭირდებოდა “ენდიაი”, ხალხმა ისედაც იცის, ვინ ვინაა. მაგრამ ხალხი დაშინებულია ხელისუფლების მიერ. ქუჩაში ნებისმიერი გამვლელი რომ გააჩეროთ და გამოჰკითხოთ ან, თუნდაც (როგორ ოპოზიციას ჩვევია) პრიმიტიულად, ოჯახებში ანკეტებით დაადგეთ, არავინ გეტყვით სიმართლეს. უმეტესობა თავს აგარიდებს ან ხელისუფლების “ოპოზიციად” თარგამაძის “ქრისტიან-დემოკრატიულ” უსახურ პარტიას დაგისახელებს. ეშინიათ, თორემ სად თარგამაძე, სად ქრისტიანობა და სად დემოკრატია?! პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ისეთი პარტია, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი. დღეს “ქრისტიან-დემოკრატებს” წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც განსვენებულმა ბადრი პატარკაციშვილმა გამოკვება, ჩააცვა, “მაკიაჟი” გაუკეთა და “სახეებად” აქცია, მაგრამ როგორ დაუფასეს ამაგი? - ღალატით! მთელი მაუწყებლობა ხელოვნურად შეაჩერეს, ეს მათ სინდისზეა და ღმერთი არ აპატიებს. აღნიშნული ქმედება არა მარტო ბადრი პატარკაციშვილის, არამედ მთელი საქართველოს ღალატი იყო.ესაუბრაეკა რობაქიძე(გაზეთი "საქართველო და მსოფლიო", www.geworld.net , 15.04.2011)
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"