ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
02.05.2011
შეტევა ევროპაში ქრისტიანობის უკანასკნელ ნარჩენებზე
ვნების პარასკევს, როდესაც ყველა ქრისტიანი გონებით ჯვარცმულ იესო ქრისტესთან არის, ლოცულობს და მარხულობს, გერმანიაში გავლენიანმა ანტიქრისტიანულმა ძალებმა გადაწყვიტეს, შტურმი მიეტანათ რწმენის უკანასკნელ ბასტიონებზე, რომლებიც რაღაც საოცრებით შემორჩა გფრ-ის კანონებში.

საუბარია 1952 წლის კანონზე, რომელიც გერმანიის თითქმის ყველა ფედერალურ მხარის ტერიტორიაზე, რელიგიური მნიშვნელობის მქონე გარკვეულ დღეებში კრძალავს საზოგადოებრივი გასართობი ღონისძიებების - კონცერტების, სიმღერებისა და ცეკვების მოწყობას როგორც ქუჩებში, ისე საკონცერტო დარბაზებში. ამ კანონის გამო სხვა დროისთვის იქნა გადატანილი, მაგალითად, პუჩინის ოპერა ნორდრაინ-ვესტფალიის მხარეში. ამ ფედერალურ მხარეში სოციალ-დემოკრატებთან ერთად მმართველი “მწვანეების” ლიდერი სვენ ლემანი უკმაყოფილოა აკრძალვით და ამბობს, რომ ქრისტიანებმა არ უნდა განუსაზღვრონ სხვებს, თუ ისინი როგორ უნდა ატარებდნენ დროს, “ჩვენი საზოგადოება არა მხოლოდ ქრისტიანულია, არამედ მრავალმხრივი - ასევე იუდეური, მუსულმანური და სეკულარული”. ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობა ჯერ მაინც არ აპირებს კანონის შეცვლას, მაგრამ “მწვანეები” და ლიბერალები (FDP) განწყობილნი არიან აკრძალვის თანდათანობით გასაუქმებლად. მათ ჯერ-ჯერობით წინააღმდეგობას უწევენ “ქრისტიან-დემოკრატები” (CDU/CSU), ჰესენის ფედერალური მხარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორის რაინმა განაცხადა, რომ “ჩვენ დასავლურ-ქრისტიანული ქვეყანა ვართ. ამიტომ სწორია და მნიშვნელოვანი, რომ უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ უქმე დღეებში, 24 საათის მანძილზე არ ისმოდეს ‘რამბა-ცამბა’”.

მაგრამ სწორედ ჰესენის უდიდეს ქალაქში - ფრანკფურტში - შინაარსით ანტიქრისტიანულმა ძალებმა გამართეს თავიანთი შაბაში, მოაწყეს საზოგადო ცეკვები ისე, რომ ფორმალურად კანონი არ დაურღვევიათ, მუსიკას თავიანთი “ფლეშ-მობების” ყურსასმენებით უსმენდნენ. ვიდეო:

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დეგრადირებულია დასავლური საზოგადოება. თვით ის ნომინალური “ქრისტიანი დემოკრატებიც”, რომლებიც ჯერ კიდევ ეწინააღმდეგებიან ანტიქრისტიანული მოპედერასტო ძალების ზეწოლას, თავადაც შორს დგანან ქრისტიანობისაგან, თორემ სხვაგვარად მათი ბელადი ანგელა მერკელი დღის წესრიგიდან არ მოხსნიდა ღვთის მოხსენიებას ერთიანი ევროპის კონსტიტუციის პრეამბულაში, რომელიც ევროპელების-და საბედნიეროდ, ხმაურიანად ჩავარდა ჰოლანდიისა და საფრანგეთის რეფერენდუმებზე. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ევროპაში არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გამოიძებნა, რომელიც ხმას აღიმაღლებდა კოსოვოში სერბი ქრისტიანების გენოციდის წინააღმდეგ. “ქრისტიან-დემოკრატები” მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგებიან მემარცხენე ინიციატივების შემოტევას, რომ ეს ინიციატივები მემარცხენე ძალებისგან მომდინარეობენ.

ანტიქრისტეს გერმანელ მსახურთა ბევრ კომენტარში ისმის “არგუმენტი”, რომ “ჩვენ არ ვართ ქვის ხანის ისლამისტები, ამიტომ საჭიროა, გავაუქმოთ მოძველებული აკრძალვები”. აი, თურმე, კიდევ რაში ყოფილა საქმე. მათ არ მოსწონთ ისლამი, ამიტომაც უტევენ ქრისტიანობას, რადგან ვერ აბრკოლებენ ისლამის მიერ ბევრი ახალგაზრდა “კადრის” გადაბირებას. ევროპის მემარჯვენე ძალები მაინც იწყებენ გამოფხიზლებას და იმის გაგებას, რომ ქრისტიანობის გარეშე მათ ყველას ერთად ელით დაღუპვა, მაგრამ წარმატებისათვის მათ სჭირდებათ, შინაგანად მოექცნენ რწმენაზე, რაც, როგორც ჩანს, მათ უკვე აღარ ძალუძთ - “სეკულარული” იდეებით ტვინების გამორეცხვა ევროპაში იმდენად გაღმავდა, რომ თვით ნიკიტა ხრუშჩოვი თავის “მებრძოლ ათეისტებთან” ერთად, შურით აღივსებოდა დასავლელი რელიგიასთან მებრძოლების მიმართ.

ამ ფონზე მართლმადიდებელ ეკლესიას კარგი სასტარტო შესაძლებლობები და შანსები აქვს, თავისი სამოციქულო მოღვაწეობა განავითაროს ევროპაში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს მოსახლეობის ფართო სეგმენტები, რომლებიც შინაგანად მიელტვიან ქრისტესადმი ჭეშმარიტ რწმენას, მაგრამ სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ, ვისაუბროთ მართლმადიდებელ ეკლესიებზე - კონსტანტინეპოლის, რუსულ, იერუსალიმის, სერბულ, რუმინულ, ქართულ და ასე შემდეგ ეკლესიებზე, რაც თავისითავად არ წარმოადგენს ნეგატივს, მაგრამ ავტოკეფალური ეკლესიები ჯერ ვერ ახდენენ იმის შესაძლებლობის დემონსტრირებას, რომ გლობალურ გამოწვევებს ერთობლივი ძალებით გაუმკლავდებიან და ერთმანეთისადმი ნდობა ექნებათ. ამის ნაცვლად ჩვენი ეკლესიების მესვეურები დაკავებულნი არიან თანამედროვე “მეფეების” ინტერესების მომსახურებით, იქნებიან ეს “მეფეები”კრემლში თუ სააკაშვილის მიერ თავისთვის აშენებულ გულისამრევ ავლაბრის შუშის სასახლეში.

მაგრამ უდიდესი დღის - აღდგომის - წინ ჩვენ, მართლმადიდებლები, მაინც ოპტიმიზმით ვართ აღვსილნი და ჩვენი რწმენა ურყევია - ქრისტე აღსდგა ყოველი ჩვენგანის, ყოველი კონკრეტული ადამიანის სახსნელად. ეს კი ზეაღმატებული და უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკასა და საზოგადო ცხოვრებაზე.

P.S.: შეგახსენებთ ერთი წლის წინ საქართველოში რელიგიური კანონების ზომიერ დამკვიდრებასთან დაკავშირებით ევრაზიის ინსტიტუტის მიერ გამომუშავებულ პროექტს: მართლმადიდებლური კალენდარი და სახელმწიფო.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"