ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
20.04.2011
აშშ: სირია „ცუდია“, ბაჰრეინი - „კარგი“

ინფორმაცია: „აშშ-ის ადმინისტრაცია ირანს ბრალს სდებს სირიის ხელისუფლებისადმი დახმარებაში ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობისას, რომელთა მონაწილეებიც მოითხოვენ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას, იუწყება ასოშიეიტედ პრესი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ მარკ ტონერზე დაყრდნობით.

სახელმწიფო დეპარტამენტი ფლობს „სანდო ინფორმაციას“ ირანის ქმედებების შესახებ, განაცხადა ტონერმა, მაგრამ ამასთან არ გაუმხელია, კერძოდ რა სახის დახმარებას უწევს თეირანი დამასკოს“.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, არ სდებს ბრალს საუდის არაბეთს ბაჰრეინის ხელისუფლების მხარდაჭრაში, ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობისას, რომელთა მონაწილეებიც მოითხოვენ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. მით უმეტეს, რომ განსხვავებით აბსოლუტურად დაუდასტურებელი ირანული დახმარებისა სირიის ხელისუფლების მიმართ, ვაშინგტონის ერთმა მოკავშირემ - იბნ საუდების სახლის ჩამორჩენილმა ვაჰაბისტურმა ტირანიამ თავის მონათესავე ტირანიას ბაჰრეინში, ანუ ვაშინგტონის მეორე მოკავშირეს, ტანკები და ჯარისკაცები გაუგზავნა დასახმარებლად, რაც ზედმეტ დადასტურებას არ საჭიროებს.

ევრაზიის ინსტიტუტი უახლოეს მომავალში გააკეთებს უფრო ვრცელ კომენტარს მსოფლიო პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"