ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
14.03.2011
კავკასიური ცირკი წყნარ ოკეანეში

საქართველომ და სოლომონის კუნძულებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს - იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები. გაეროში ორი ქვეყნის ელჩების მიერ ნიუ იორკში ხელმოწერილი ოქმის თანახმად, „ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ“.

შესანიშნავი ფორმულირებაა - სწორედ ისაა, რაც ახლა სჭირდება საქართველოს. ლათინურ ამერიკაში სააკაშვილის აქტივიზაციის შემდეგ ამჟამად მან წყნარი ოკეანის რეგიონიც „მოიცვა“ და დაასწრო აფხაზურ-ოსურ დიპლომატიას, რომელიც თავის მხრივ, ჯერ ვერ გამოდის რუსეთი - ვენესუელა - ნიკარაგუა - ნაურუს ფარგლებიდან. საქართველომ კიდევ იმით გაიმარჯვა, რომ „მათი“ უბადრუკი ნაურუ მხოლოდ ერთი პაწაწინა წერტილია ეკვატორთან, მაშინ როდესაც „ჩვენი“ სოლომონის კუნძულები - ბევრია. ტყუილად ხომ არ არის „(სოლომონის) კუნძულები“, მათ კი მხოლოდ „კუნძული (ნაურუ)“ აქვთ.

მაგრამ წყნარი ოკეანის რეგიონში თბილისსა და სუხუმ-ცხინვალს შორის (შეიძლება, „თბილისი“-ს ნაცვლად უფრო სწორი იყოს „თბილის“? ქალაქი თუმცა არ არის აფხაზურ-ოსური, მაგრამ ისტორიულად ქართულიც არაა, არამედ სომხურია) მიმდინარე მძაფრი გეოპოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტა ისევ და ისევ წყნარ ოკეანეს შეუძლია, რომელიც იაპონიაში გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ ბობოქრობს და ჰორიზონტის ოთხივე მიმართულებით ცუნამის უშვებს. რა მოხდება, ღმერთმა დაიფაროს და, უცბად ნაურუს კუნძული რომ ჩაიძიროს? ან ოკეანემ „სოლომონის“ კუნძულებიდან ერთ-ერთი რომ ჩაყლაპოს - ქართული მხარიდან ვინ აგებს პასუხს ამ ბედნიერი ოკეანური სახელმწიფოს „ტერიტორიულ მთლიანობასა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობაზე“? საინტერესოა, ყოფილმა ქართველმა ფუშემ, ახლა კი ქართველმა ტალეირანმა, კახა-ალექსანდრ დე ლომაიამ ოქმში თუ გაითვალისწინა „ფორს მაჟორი“? ამ რთულ კითხვებს უბრალო პასუხები არ გააჩნიათ. ისევ მილიარდერი ტრამპი თუ უშველის საქმეს - რა თქმა უნდა, არა თავისი ფულით, არამედ სხვა, ნამდვილი სულელების 250 მილიონი დოლარით, რომლებიც მზად არიან, გაქანდნენ ბათუმში, სადაც შავი ზღვის ცუნამი საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ საფრთხეს სააკაშვილის პოლიცია წარმოადგენს, რომლის მსხვერპლნი თვით პრივილეგირებური ისრაელელი ბიზნესმენები გახდნენ, რომელთაც არ ისურვეს სააკას კლანთან თანხების ისე განაწილება, „როგორც საჭიროა“.

სანამ მიშიკო და კომპანია ფეხებს ულოკავენ ტრამპს მისი ვირტუალური ინვესტიციებისათვის, რომლებსაც დოლარებშია შეპირებული, მაგრამ ჯერ ტუგრიკის ფასიც არ აქვს, რუსეთი რეალურ ფულს იხდის. ცხინვალში, მაგალითად. თუკი ასე გაგრძელდა, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი თუმცა ვერ დაეწევა ბათუმს ახალი მშენებლობების, ბულვარებისა და შადრევნების რაოდენობით, სამაგიეროდ ედუარდ კოკოითს აქვს შანსი, მოხვდეს „ფორბსის“ მილიარდერების პრესტიჟულ სიებში. განსხვავებით მორიდებული სააკასაგან, იგი არ იქნება წინააღმდეგი, თუკი მისი ფართო ღიმილი განთავსდება ბრჭყვიალა ჟურნალის გარეკანზე.

ასე რომ, კავკასიური ცირკი მომავალშიც გაგრძელდება, როგორც წყნარ ოკეანეში, ისე საკუთრივ კავკასიაში.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"