ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
09.03.2011
ფარისეველთა საზოგადოება

დღევანდელი ინფორმაციის თანახმად, აშშ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა გუანტანამოს ტყვეთა ბანაკში სამხედრო პროცესების განახლების შესახებ.

მაშინ, როდესაც აშშ მთელ მსოფლიოს დემოკრატიას ასწავლის, ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობაზე „ზრუნავს“ და კადაფის ემუქრება, იგი თავად აგრძელებს თავისი, რბილად რომ ვთქვათ, ფსევდოდემოკრატიული არსის დემონსტრირებას. დღევანდელი ინფორმაციის თანახმად, აშშ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა გუანტანამოს ტყვეთა ბანაკში სამხედრო პროცესების განახლების შესახებ. ობამამ სამხედრო კომისიები მოიხსენია, როგორც „მნიშნელოვანი ინსტრუმენტი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში“.

ამ გადაწყვეტილებით ობამამ კიდევ ერთხელ დაარღვია თავისი დაპირება, დახუროს უკანონო ბანაკი, რომლის ფონზეც ყბადაღებული „სტალინური გულაგები“ დასასვენებელ სახლებად გამოიყურება. გუანტანამოს ბანაკში ტუსაღების გაჩერება შესაძლებელია ბრალდების ან სასამართლო სასჯელის გარეშე, თუკი ისინი „ყველაზე დემოკრატიული“ ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ პოტენციურ საფრთხედ აღიქმებიან. აშშ თავდაცვის სამინისტრო მალე გამოუშვებს შესაბამის განკარგულებას - განაცხადა ვაშნგტონში მთავრობის ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ამ წყაროს თანახმად, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, „პრეზიდენტის განწყობა კვლავაც ურყევია“, დახუროს გუანტანამოს ბანაკი. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა: ბანაკის დახურვა არ იგეგმება 2012 წლამდე, ანუ შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი აზრი უფრო აგრესიულადაა განწყობილი და უგულებელყოფს დემოკრატიულ ნორმებს. სწორედ ამერიკული საზოგადოება არის თავისი არსით ანტიდემოკრატიული და აგრესიული, და არა მხოლოდ პოლიტიკური ზედა ფენა, ცალკეული გავლენის ჯგუფები და ოლიგარქები - აშშ რეალური მმართველები.

პრეზიდენტ ობამას „დიდ მიღწევად“ ალბათ წამების პრაქტიკაზე ოფიციალური უარის თქმა უნდა ჩაითვალოს, თუმცა გუანტანამოს ტყვეთა მდგომარეობის შემმოწმებელი პრაქტიკულად არავინაა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"