ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
01.03.2011
საქართველოს ხალხთა ასამბლეა: “როგორი კავკასიური სახლის აშენება გადაწყვიტა დამნაშავე სააკაშვილმა”

ადამიანი, რომელიც საქართველოს დღევანდელი რეჟიმის სათავეშია, გამუდმებით ახერხებს ჩვენს დათრგუნვას ახალი იდეებით. ილუზიები, რომლითაც ეს არც თუ ჯანმრთელი ადამიანი იკვებება, ყოველ ჯერზე ავლენს “სიმსივნით” დაავადებულ მის შეგნებას.

სააკაშვილმა, რომელიც ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა პროცესები ვითარდება არა თუ მსოფლიოში, არამედ კავკასიასა და მის ქვეყანაში, რა თქმა უნდა თავადაც არ იცის რა სურს. ამ ახლომჭვრეტელობას, არაკომპეტენტურობას და ქარაფშუტობას ქართველი ხალხი დაღუპვისკენ მიჰყავს.

აი, ვინც გულწრფელად უნდა გვეცოდებოდეს ეს ხალხია, რომელიც დარწმუნებული ვართ, უკეთეს ბედს იმსახურებს, ვიდრე ამ დამნაშავეს, რომლის სინდისზეც ასეულობით ადამიანის სიცოცხლეა.

და აი, ახლახან, თურქული გამოცემა “თუდეი ზამანის” ფურცლებზე გამოჩნდა სტატია, რომ საქართველოს პრეზიდენტი “კავკასიური სახლის” შექმნაზე ოცნებობს. თანაც ერთიანზე.

თუმცა, იქვე მცირე შენიშვნაა - სააკაშვილს ამ ერთობაში რუსეთისა და ირანის ხილვა არ სურს.

როგორ შეიძლება აშენო სახლი, რომლის იდეაც მშვიდობა და მეგობრობაა და მეზობლებისთვის მისი კარი დახურო?

რუსეთი უხსოვარი დროიდან განსაკუთრებულ როლს თამაშობდა კავკასიაში და ასეთი ზესახელმწიფოს აზრის გაუთვალისწინებლობა მორიგი უგუნურებაა და აპრიორი რუსეთთან ახალი კონფლიქტის პროვოცირებას გამოიწვევს.

და რუსეთის ინტერესებიც რომ არ გავითვალისწინოთ, არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტებიც, რომელსაც ყველა სარად მოაზროვნე ადამიანი გაიგებს. რადგან სინამდვილეში, მართლაც მეტად საინტერესოა რომელ სახლზე საუბრობს ადამიანი, რომელიც არც თუ დიდი ხნის ცდილობდა, სამხრეთ ოსეთი და მისი მოსახლეობა აღეგავა პირისაგან მიწისა და მძინარე ცხინვალს ბომბავდა?

ადამიანი, რომელიც წესრიგის დამყარებას საკუთარ სახლში ვერ ახერხებს. მაინც როგორ აპირებს დაცემის პირას მყოფი სახელმწიფო ირგვლივ ვინმეს გაერთიანებას?

სახელმწიფოსი, სადაც მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის, მათ შორის ნაციონალური უმცირესობების ინტერესებს არ ითვალისწინებენ, სადაც გამუდმებით ავიწროებენ ან სომხებს, ან აზერბაიჯანელებს, სადაც სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის სხვა სახელმწიფოს მთელი სუბიექტი გადაეცა - აჭარაზე თურქეთის გავლენა მეტად დიდია, ბიზნესის თითქმის 80% თურქების ხელშია და მთელი ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებულად იქცა.

აქ კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტის მოყვანა შეგვიძლია: 45 000 ადამიანი ზის ციხეში, ქვეყანაში უამრავი პოლიტპატიმარია, უკანასკნელ ხანს 1.500.000 ადამიანმა დატოვა საქართველო, ქვეყნის ეკონომიკა კრახის პირასაა, სახელმწიფო ვალმა 9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ინფლაცია (ფასები კვების პროდუქტებსა და კომუნალურ მომსახურებაზე), ისევე როგორც საპროტესტო განწყობა ყოველდღიურად იზრდება.

დიდხანს შეიძლება გავაგრძელოთ და შემდეგ, ვინ მოინდომებს საქმის დაჭერას ადამიანთან, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე? პასუხია აშკარაა.

მაგრამ დავუბრუნდეთ რუსეთს. ქვეყნების კავკასიურ სახლში გაერთიანებისას ისე, რომ მასში რუსეთის ხილვა არ გსურს ერთი კეთილგონივრული კითხვა ჩნდება - როგორ იურთიერთებენ ხალხები, რუსული ენა ხომ რეგიონში ეროვნებათშორისი ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა?

სააკაშვილი თუ ქვეყანაში რუსული სიმღერების აკრძალვის პოლიტიკას გააგრძელებს, მალე აღმოჩნდება, რომ ამ “სახლში” საუბარი მხოლოდ ერთ ენაზე იქნება შესაძლებელი.

მთელი ეს იდეა აბსურდს მაგონებს. ადამიანი, რომელსაც სურს საკუთარი თავი აღმაშენებლად და აღმაშენებლად წარმოადგინოს ქვეყნიდან დევნის საუკეთესო გონს: ხელოვნების მოღვაწეებს, ბიზნესმენებს, მედიაწრეებს, პოლიტიკოსებს...

და აი ჩნდება კითხვა - ვისთვის შენდება ეს სახლი?

ავტორი: საქართველოს ხალხთა ასამბლეის პრესსამსახური

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"