ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
15.02.2011
ქართული მასმედიის უვიცობისა და მორჩილების კიდევ ერთი მაგალითი

გუშინ ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ირანის ქალაქებში დიდი მღელვარებებია, „თეირანის ცენტრში სრული ქაოსია, ქუჩებში პოლიციასა და დემონსტანტებს შორის სასტიკი შეტაკებები არ წყდება... აქციები ირანის ბევრ დიდ ქალაქში იმართება“.

სურათი ისეა დახატული, რომ მკითხველს ასოციაცია გაუჩნდეს ეგვიპტის მოვლენებთან. ინფორმაციის ამგვარი მიწოდება მთლიანად შეესაბამება ვაშინგტონის მიერ გატარებულ ხაზს, რომელიც, თავად ჩავარდა რა რთულ მდგომარეობაში, ახლო აღმოსავლეთში თავისი შინაგანი ლოგიკითა და არსით ანტიამერიკული მოძრაობის დაწყების გათვალისწინებით, ცდილობს, ეს მოძრაობა „ფერად რევოლუციებად“ წარმოადგინოს და ირანსა და სირიაში მოახდინოს მღელვარებების პროვოცირება, სადაც ეგვიპტისა და ტუნისისგან განსხვავებით არ არსებობს არავითარი საფუძველი სახალხო აჯანყებისათვის და რეგიონის მცოდნე ყველა ექსპერტისთვის ცხადია, რომ სირიისა და განსაკუთრებით ირანის ხელმძღვანელობები მყარად დგანან ფეხზე და თავიანთი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნდობით სარგებლობენ. რამდენიმე ასეული და თუნდაც ათასი დემონსტრანტი ამინდს ვერანაირად ვერ შეცვლის. ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები მიიღო გარედან მართვადი პროვოკაციების აღსაკვეთად. ხოლო ის, რომ ამერიკულ-ისრაული აგენტურა ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებს, ცხადია ირანელ სწავლულებზე - ფიზიკოსებზე მოწყობილი ტერაქტების სერიითა და ბუშერისა და ნათანზის ბირთვულ ობიექტებზე კომპიუტერული ვირუს STUХNET -ის გავრცელებით.

ირანის ხელმძღვანელობა ზედმეტად დემოკრატიულად ეპყრობა პროამერიკულ ძალებს, რომლებიც, რაც ყველაზე სასაცილოა, იძულებულნი არიან, ისლამისტური მანტია მოირგონ და მწვანე თავსაკრავებით პროამერიკული რეჟიმის მიერ ჩაგრულ ეგვიპტელ ხალხს გამოექომაგონ. ირანის ხელმძღვანელობა ასევე ალბათ უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ ახდენენ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქართული სააგენტოები საქართველოს მოქალაქეებისათვის ამგვარი ტენდენციური, ვაშინგტონის ხაზის შესაბამისი ინფორმაციების მიწოდებას, ეს სააგენტოები ხომ ირანელებმა მოიწვიეს სათანამშრომლოდ და ობიექტური ინფორმაციების ურთიერთგასაცვლელად. თუმცა ეს ირანის საქმეა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"