ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
11.02.2011
"ურჩი" მუბარაქი

ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში ამ ადრე დილით ჰოსნი მუბარაქი გამოკვეთილად აღნიშნავდა, რომ იგი არ დაემორჩილება ქვეყნის გარედან მითითებებს, თითქოს მის წასვლას გარესამყარო მოითხოვდეს და არა საკუთარი ხალხი.

პრეზიდენტის მიმართვა გათვლილია განსაკუთრებით გულუბრყვილოებზე. მუბარაქის მიხედვით, თითქოს აშშ და დასავლეთი მოითხოვს მის გადადგომას, ხოლო იგი, როგორც ძალზე "დამოუკიდებელი", ეწინააღმდეგება აშშ და დასავლეთის ზეწოლას. ეს გათვლაა იმაზე, რომ ეგვიპტელთა თვალში მუბარაქი არ აღიქმებოდეს ამერიკულ თოჯინად. მეორეს მხრივ, აშშ და დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ ეგვიპტელთა შორის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას, აი ობამა, მერკელი და სხვები "ეგვიპტელი ხალხის მხარეს არიან". ანუ ეს თამაში ხელს აძლევს როგორც მუბარაქს, ისე დასავლეთს. მაგრამ ვნებები ზომაზე მეტად არის დაძაბული. სამხედრო დიქტატურა - არ არის გონივრული გამოსავალი. სიტუაცია გაურკვეველი რჩება.

ამ წუთებში "ევრონიუსმა" საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის ერთგვარად ნერვიული განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც იგი მხარს უჭერს "დემოკრატიას" და ეგვიპტელებს ურჩევს, ირანული ტიპის  "რელიგიური დიქტატურა" არ დამყარდეს.

აქვე გთავაზობთ აზერბაიჯანელი არაბისტის, ვ.გულუზადეს კომენტარს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"