ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
09.02.2011
მუბარაქის რეჟიმი ისლამისტებს სთხოვს, დათანხმდნენ მოლაპარაკებებზე

ჰოსნი მუბარაქის მიერ ახლახანს დანიშნულმა ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა მოუწოდა "მუსლიმ ძმებს", მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას მთავრობასთან. ამის შესახებ სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება.

"მუსლიმ ძმებს" მოწვევა გაეგზავნათ იმისდა მიუხედავად, რომ ეს ორგანიზაცია ოფიციალურად აკრძალულია. ისლამისტები მიეკუთვნებიან ოპოზიციურ ალიანსს, რომელიც მოითხოვს პრეზიდენტ მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომას და ამ გადადგომამდე უარს აცხადებს აჰმედ შაფიკის მთავრობასთან მოლაპარაკებაზე.

ისლამისტების მოწვევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისლამის როლი ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ, ეგვიპტეში, განუხრელად იზრდება. ხოლო ისრაული გაზეთ "ჰაარეცის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი საიდუმლოდ მოუწოდებს დასავლეთს (ინფორმაცია გერმანულ ენაზე), დაეხმარონ მუბარაქს ძალაუფლების შენარჩუნებაში, რათა შენარჩუნებულ იქნას სტაბილურობა და არ გაძლიერდნენ ისლამისტები, თავისთავად ბევრს მეტყველებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"