ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
09.02.2011
ობამას ჩარევა და ლავროვის ჩაურევლობა

შეერთებული შტატების უმაღლესი ხელისუფლების მოწოდება, ეგვიპტეში ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, გარკვეული დაგვიანებით გაისმა - მანამდე მუბარაქმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, სექტემბრამდე დარჩეს თანამდებობაზე და ახალ არჩევნებზე აღარ იყაროს კენჭი.

ეს იყო ბოლო, იმედგაცრუების ნაბიჯი პროცესების ვადაში გაწელვის მიზნით, მაგრამ ხალხი ამით კიდევ უფრო გაღიზიანდა და ამის შემდეგ ამერიკა უკვე საბოლოოდ დარწმუნდა მუბარაქის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების შეუძლებლობაში. ვაშინგტონმა დააგვიანა (მას თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა დაასწრო), მაგრამ იგი კვლავ ცდილობს, ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებზე გავლენა შეინარჩუნოს. მას ეს ნაწილობრივ მაინც გამოუვა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი შეიცვალა, აშშ-ის გავლენას რეგიონში წყალი შეუდგა. ეგვიპტეში ისლამისტები მუბარაქის გარეშეც ჯერ-ჯერობით ძალზე სუსტნი არიან ძალაუფლების მონოპოლიზაციისათვის, მაგრამ დიქტატორის დამხობა პირველი ნაბიჯი იქნება ისლამის მიმართულებით და ამერიკისგან დასაშორებლად.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის პოზიციას, საგარეო საქმეთა მინისტრის ს.ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირის ძლიერებისგან შორს არის - მინისტრის რამდენადმე გაღიზიანებული სიტყვები იმის თაობაზე, რომ ეგვიპტელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის ბედი და რომ გარეშე ძალებმა არ უნდა აძლიონ მათ ხსნის რეცეპტები, ცოტა ბანალურად და როგორც "მორიგი" ფრაზა, ჟღერს. აშშ პრეზიდენტმა ობამამ თავის მხრივ ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ეგვიპტელებმა თავად აირჩიონ საკუთარი პრეზიდენტი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ირიბ ჩარევას, რისი საწინააღმდეგოც თავად ეგვიპტელებს არ აქვთ რამე, დღევანდელ რთულ ვითარებაში. ასე ერდოღანიც ხომ ჩაერია. მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთს არ აქვს ახლო აღმოსავლეთში ის თავის ტკივილი, როგორიც აშშ-ს აქვს. მოსკოვს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, საკმაოდ მშვიდად, თუმცა ყურადღებით ადევნოს თვალი რეგიონში მიმდინარე პროცესებს და თანდათანობით გაზარდოს თავისი გავლენა. მისი დახმარება არაბებს მომდევნო ეტაპზე ნამდვილად დასჭირდებათ.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"