ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
01.02.2011
ერდოღანის ძლიერი სვლა
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ეგვიპტის დიქტატორ მუბარაქს მოუწოდა, ყური დაუგდოს თავის ხალხს და წავიდეს. ერდოღანი ევროპელ პოლიტიკოსთაგან ერთადერთია, ვინც ასეთი განცხადება გააკეთა.

გასული კვირის მანძილზე მუბარაქმა ორი ასეული თავისი თანამოქალაქე დახოცა, ათასობით მათგანი დაჭრა, უკვე 30 წელია, თრგუნავს დემოკრატიის ყველანაირ გამოვლინებას, მაგრამ არა, მუბარაქს ეხმარებიან, ფულით ახალისებენ, და მაგალითად ლუკაშენკო - საშინელი "ურჩხულია", თუმცა მუბარაქისგან განსხვავებით მას არ დაუხოცავს მშვიდობიანი დემონსტრანტები.

თურქეთი კიდევ ერთხელ დგამს სერიოზულ, შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელ ნაბიჯს. ერდოღანის მთავრობამ საკმაოდ გონივრული პოზიცია დაიკავა ირანის ატომური პროგრამის მიმართ, ახლა კი ინიციატივას იღებს საკუთარ ხელში ეგვიტესთან დაკავშირებითაც. არაბები დააფასებენ ანკარის ამგვარ პოზიციას, დღეს უკვე პრაქტიკულად ცხადი გახდა, რომ მუბარაქის ერა, ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით, რომლითაც იგი არსებობდა მთელი 30 წლის მანძილზე, უკვე დასრულდა. ამერიკული დიპლომატია ცდილობს დარტყმის შერბილებას და ეგვიპტეში მიმდინარე პროცესების "ირანიზაციის" არდაშვებას. მაგრამ ყველაზე უფრო დამჯერე და პროდასავლური ეგვიპტელი პოლიტიკოსიც ვეღარ შეძლებს ისტორიის ჩარხის უკან შემობრუნებას და ამერიკის ინტერესების ისეთივე მონდომებით მომსახურებას, როგორც ამას აკეთებდა მუბარაქის რეჟიმი. დასავლეთს, როგორც ჩანს, უჭირს ამ უბრალო ჭეშმარიტების ბოლომდე გაცნობიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავად მოუწოდებდა ეგვიპტის დიქტატორს, გაათავისუფლოს ადგილი.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"