ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.01.2011
არაბები არ დამშვიდდებიან, სანამ არ იქნება ისლამური რევოლუცია
მოვლენებმა ტუნისსა და ეგვიპტეში, ნაწილობრივ ასევე უკვე იორდანიაშიც, თვალნათელი გახადა, რომ პროამერიკულმა კორუმპირებულმა რეჟიმებმა საკუთარი თავი უკვე მთლიანად ამოწურეს.

ამაზრზენი დესპოტები საბოლოო ჯამში განწირულნი არიან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოცემულ ეტაპზე ისინი შესძლებენ მათ მიერ ჩაგრული ხალხების ზეწოლის შეჩერებას იარაღის საშუალებით. ამერიკელებს სურდათ ფერადი რევოლუციები პოსტსაბჭოთა სივრცეში - მიიღეს ბუნტი არაბულ სამყაროში. მაგრამ სიტუაცია არაბულ ქვეყნებში მუბარაკის და მისნაირთა დამხობის წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაშიც სავარაუდოდ ვერ დასტაბილურდება - ამის მაგალითია ტუნისი, ისევე როგორც ლიბანი. ამერიკული ჰიდრის საცეცებისგან სრულყოფილი თავისუფლების მოსაპოვებლად მათ ისლამური რევოლუცია სჭირდებათ, რელიგია ყველაზე უფრო საიმედო საშუალებაა მეგობრის საფარველის ქვეშ მომავალი მტრის შემოღწევის საწინააღმდეგოდ. ეს დაამტკიცა ირანმა, რომელიც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, თვითკმარი სახელმწიფოა ყველანაირი გაგებით.

როგორც ჩანს, ამერიკელებმა იტკიცეს და სწრაფად შემოუგდეს ეგვიპტელებს თავიანთი სათამაშო მუჰამედ ელ ბარადეის სახით. მაგრამ გამძვინვარებულმა ეგვიპტელებმა - მუსლიმებმა და ქრისტიანებმა - მას სავსებით გონივრულად არ ათხოვეს ყური და არ გადაიტანეს პროტესტები "მშვიდობიან კალაპოტში". ახლა არ არის "მაჰათმა განდის თამაშის" დრო. ახლა ჭეშმარიტი რევოლუციის განხორციელების დროა.  ვნახოთ, მიიღებს თუ არა არაბულ სამყაროში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა მიზანმიმართულ ხასიათს რელიგიის იდეოლოგიური საფარველის ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონს ემუქრება ქაოსი და არასტაბილურობა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"