ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.01.2011
ევროკავშირის შესაძლო "პუდელიზაცია"

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს აშშ პრეზიდენტის ბუშის პოლიტიკისადმი უსიტყვო მორჩილების გამო პრესაში ბუშის პუდელს ეძახდნენ. ახლა კი ევროკავშირის ხელმძღვანელობა, სულ ცოტა, მისი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის სახით, რისკავს, ასეთივე "პუდელი" გახდეს.

საქმე ისაა, რომ სწორედ ქალბატონმა ეშტონმა შესთავაზა "ექვსეულის" ფორმატში ირანის ატომური პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებზე სტამბულში მყოფ ირანის დელეგაციას, მოლაპარაკების მაგიდას ამერიკელებთან მიუსხდნენ და თავიანთი ატომური პროგრამა ორმხრივ ფორმატში განიხილონ. ბუნებრივია, ირანელებმა უარი განაცხადეს სუვერენული სახელმწიფოსათვის ამგვარ დამამცირებელ წინადადებაზე, მაგრამ გაკვირვებას იწვევს ევროკავშირის დაუფარავი ამერიკული კურსი. ამის შემდეგ რთულია გლობალურ მასშტაბში "ევროპულ პოლიტიკაზე" ლაპარაკი, რაც ასე უყვართ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"