ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
21.01.2011
რელიგიური ექსტრემიზმის აფეთქება - დასავლური სპეცსამსახურების პროდუქტი

ალექსანდრიაში კოპტური ტაძრის ამას წინანდელი აფეთქება, გაურკვეველი "ქრისტიანი" ექსტრემისტების პროვოკაციული ქმედებები ირანში, რომლებიც პირდაპირ კავშირში აღმოჩნდნენ ბრიტანულ დაზვერვასთან, ამერიკელი ქალების მოხშირებული "ტურიზმი" ისევ და ისევ ირანში...

თავდასხმები ქრისტიანულ თემებზე ნიგერიაში და ფილიპინებზე, აზერბაიჯანის ხელისუფალთა არასწორი რელიგიური პოლიტიკა, რომელმაც მორწმუნეთა შორის მღელვარება გამოიწვია - ყოველივე ეს ერთი ჯაჭვის რგოლებია.

აშკარაა ქრისტიანების და მუსლიმების ერთმანეთთან შეჯახების და მთლოიანად, ახლო აღმოსავლეთში რელიგიური მშვიდობის დესტაბილიზაციის მცდელობა. ბერლინში უკვე ჰქონდა ადგილი მცდელობას, დაეწვათ მეჩეთი, რომელიც, საბედნიეროდ, წარუმატებლად დასრულდა - ხანძარი მაშინვე ჩააქრეს.

არავინ არ არის დაინტერესებული მუსლიმთა და ქრისტიანთა შეჯახებით გარდა ნეოწარმართული დასავლეთისა, რომელმაც თავისი სპეცსამსახურების დახმარებით აღზარდა ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდა, რომელიც თავის მხრივ გარკვეულ ეტაპზე ნაწილობრივ გამოვიდა კონტროლიდან, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ეს უნდა ახსოვდეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებსა და მუსლიმებს, და ისინი არ უნდა წამოეგონ პროვოკაციებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"