ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
"სკივრი"
09.11.2010
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი: დეიდეოლოგიზირებული შეფასება

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი უკვე დიდი ხანია, მთავარ არგუმენტად იქცა მათთვის, ვინც ცდილობს საბჭოთა კავშირი დაადანაშაულოს მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში და ამ გზით კიდევ ერთხელ მოსცხოს ჩირქი რუსეთს.

სინამდვილეში საბჭოთა ხელისუფლების მიერ რატიფიცირებული პაქტი ნაციზმზე პირველი დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო. 1939 წლის აგვისტოში პაქტის გაფორმებამდე მესამე რაიხის ექსპანსია არაფრით არ იყო შეზღუდული. დასავლეთმა ჰიტლერს აჩუქა რურის მხარე, ავსტრია, ჩეხოსლოვაკია.

და აი, პირველად ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ, მისი ექსპანსია შეჩერებულ იქნა. საბჭოთა ხელისუფლებამ მკაფიოდ მიუთითა ჰიტლერს ის საზღვრები, რომელიც მას არ უნდა გადაელახა. ჰიტლერმა, რომელიც აქამდე მთელ მსოფლიოს თავის პირობებს კარნახობდა, იძულებით მიიღო საბჭოთა ხელისუფლების ყველა მოთხოვნა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იმ მომენტისთვის მესამე რაიხთან პაქტის დადება საბჭოთა ხელისუფლებისთვის წარმოადგენდა ერთადერთ რეალურ შესაძლებლობასა და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას.

იმისათვის, რომ ნაცისტები ძალით შეეჩერებინა, საბჭოთა ხელმძღვანელობას არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. სსრ კავშირის მცდელობები, შექმნილიყო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და ამრიგად შეჩერებულიყო ჰიტლერული ექსპანსია 1939 წლამდე, დასავლეთის ღიად დამცინავ დამოკიდებულებას გადააწყდა. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თანხმობა განაცხადეს სსრკ-თან კოლექტიური უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებულ მოკაპარაკებებზე, მაგრამ მათი წარმომადგენლები ამ დიალოგში მონაწილეობას ყოველგვარი უფლებამოსილების გარეშე ღებულობდნენ.

პოლონეთის, ისევე როგორც ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ საბჭოთა ხელმძღვანელობის ყველა მცდელობა დაბლოკა, მიმართული აღმოსავლეთ ევროპაში გერმანული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვითი ბლოკის შექმნისაკენ. მეტიც, პოლონეთმა უნგრეთთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში 1938 წელს, ანუ ფაქტობრივად ნაცისტური აგრესიის თანამონაწილე გახდა.

ამავე დროს, საბჭოთა ხელმძღვანელობის მცდელობა, ჰიტლერის აგრესია შეეჩერებინა ძალისმიერი გზით, სავარაუდოდ გამოიწვევდა დასავლეთის ქვეყნების - ინგლისის და საფრანგეთის გაერთიანებას გერმანიასა და მის სატელიტებთან პოლონეთის ჩათვლით, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

სსრკ-დმი დასავლეთის სახელმწიფოთა მტრული დამოკიდებულების და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი ჰიტლერს თანმიმდევრულად უბიძგებდნენ საბჭოთა კავშირთან ომისაკენ, დაუთმეს მას რა რურის მხარე, ჩეხოსლოვაკია და ავსტრია, საკმაოდ მაღალი იყო ანალოგიური პაქტის დადება უკვე ერთის მხრივ გერმანიასა და მეორეს მხრივ ინგლის-საფრანგეთს შორის, რა თქმა უნდა, სსრკ-ის წინააღმდეგ. ეს ეჭვი უფრო მყარდება იმის გათვალისწინებით, რომ დასავლურ დემოკრატიებში ნაცისტები უფრო მეტი სიმპატიით სარგებლობდნენ, ვიდრე კომუნისტები.

შესაბამისად, სტალინს და საბჭოთა ხელისუფლებას ძალზე შეზღუდული არჩევანი ჰქონდა: ან უბრალოდ უნდა ეცქირათ ჰიტლერის ექსპანსიისთვის აღმოსავლეთის მიმართულებით, ან ეცადათ, შეეჩერებინათ ეს ექსპანსია დიპლომატიური გზით. სტალინმა და საბჭოთა ხელმძღვანელობამ აირჩიეს და ბრწყინვალედ განახორციელეს მეორე ვარიანტი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სტალინი რომ არ ჩარეულიყო გერმანიის აღმოსავლურ ექსპანსიაში 1939 წელს, 1941 წელს იგი იძულებული იქნებოდა, თავისი საზღვრების დაცვა მდინარე დნეპრიდან დაეწყო! რა თქმა უნდა, მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში ჰიტლერის ოცნება მსოფლიო ბატონობაზე ბევრად უფრო ახლოს იქნებოდა ასრულებასთან.

ორიოდ სიტყვა პაქტის "მსხვერპლთა" შესახებ. ვილნიუსის რეზოლუციის ავტორები, რომლებიც სსრ კავშირს ნაცისტურ გერმანიასთან ათანაბრებენ, პაქტის მსხვერპლად აცხადებენ ბალტიისპირა ხალხებს. მათ სავსებით დაავიწყდათ, რომ სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად ლიტვამ, მაგალითად, მიიღო ვილნიუსი და ქვეყნის უდიდესი პორტი მემელი (კლაიპედა).

როგორც ჩანს, არანაკლებ დაზარალდნენ ისინიც, ვინც დღეს ეუთოს რეზოლუციას უჭერს მხარს უკრაინის შესახებ. როგორც ჩანს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად მომხდარი უკრაინული მიწების გაერთიანება, რომელზეც უკრაინელ ნაციონალისტებს ოცნებაც კი არ შეეძლოთ, მათ მიერ აღიქმება უკრაინელი ხალხის უდიდეს ტრაგედიად.

ზემოთქმულთან დაკავშირებით დასკვნის სახით მინდა ვთქვა შემდეგი: სსრ კავშირის მხრიდან ნაცისტურ გერმანიასთან პაქტის გაფორმება წარმოადგენდა თავდაცვითი ხასიათის ქმედებას, რომლის შედეგად ნაცისტური აგრესია პირველად იქნა შეჩერებული.

წყარო: ვლად რივლინი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"