ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
26.10.2010
ერეკლე II–ის საზოგადოების ხელმძღვანელის განცხადება

ერეკლე მეორის საზოგადოება ბოდიშს უხდის მრავალ ასეულ ადამიანს, რომელიც ელოდება გაზეთ ,,ერეკლეს გზის“ ახალი ნომრის გამოცემას.

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ საქართველოში ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს – დაბლოკილია, ხოლო ქართველ ბიზნესმენებს ხელისუფლება უკრძალავს მსგავსი ორგანიზაციების დახმარებას და ავიწროვებს მათ. გაზეთის დაარსების დღიდან საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი ორგანიზაციის მოღვაწეობით და მათთვის უმნიშვნელო არ იყო ორ მართლმადიდებელ ერს შორის გაჩენილი უთანხმოება. სწორედ დღემდე მათი დახმარებით გამოიცემოდა და უფასოდ ვრცელდებოდა გაზეთი ,,ერეკლეს გზა“ (ასევე რუსულ-ქართული პოეტური ალმანახები და საინფორმაციო ჟურნალები), რისთვისაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტს, ბ-ნ ალექსანდრე ებრალიძეს. 

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ამ ეტაპზე ვცდილობთ პროექტი მივაწოდოთ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს. გაზეთ ,,ერეკლეს გზის“ გამოცემის განახლებამდე ყველა ჩვენი საპუბლიკაციო სტატია განთავსდება ერეკლე მეორის საზოგადოების ინტერნეტ საიტზე www.erekle-2.ge, რომლის ადმინისტრირებასაც სრულიად უსასყიდლოდ ახდენენ ჩვენი მხარდამჭერები.

ვიმედოვნებთ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ვისთვისაც ძვირფასია იმ ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რომელიც სამწუხაროდ არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის. ჩვენი რედაქციისთვის გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას. ვარწმუნებთ ჩვენს მკითხველს, რომ მის მიერ შემოწირული ყოველი თეთრი, როგორც ყოველთვის, მოხმარდება მხოლოდ გაზეთის გამოცემას, რომლის რედკოლეგიაც ასევე უსასყიდლოდ მუშაობს გაზეთის გამოცემაზე დღიდან მისი დაარსებისა.

განცხადების ორიგინალი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"