ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.10.2010
რატომ ძვირდება ხორცი საქართველოში
ჩვენს მკითხველს უკვე შევთავაზეთ ნანა დევდარიანის შენიშვნა, თუ როგორ იქმნება საქართველოში მონოპოლიები, მათ შორის ხელისუფლების "ნოვაცია" გლეხების მიერ მსხვილფეხა საქონლის დაკვლის წესთან დაკავშირებით, რომელიც მათ ავალდებულებს, საქონელი დაკლან სწორედ ნატახტარში განლაგებულ ჩოჩელის კომბინატში. მაგრამ საქმე თურმე კიდევ უფრო უარესადაა, რადგანსაქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტთან დაახლოებული ნატახტრის ხორცკომბინატის მფლობელი ჩოჩელი თავისი "კანტორის" "ფილიალებს" ხსნის საქართველოს მასშტაბით (სულ ცოტა, აღმოსავლეთ საქართველოში ეს პროცესი უკვე დაიწყო). საქონლის დაკვლა საქართველოს სხვადასხვა მხარეში ნებადართული იქნება მხოლოდ გაუმაძღარი "ბიზნესმენის" და მის უკან მდგომი მთავრობის ამ "ფილიალებში". შესაბამისად, ხორცის გაძვირება შეეხება არა მხოლოდ თბილისის ახლო-მახლო სოფლებს, არამედ პერსპექტივაში მთელს ქვეყანას. დღეს კი, კვირას, 2010 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს ბაზრებზე დაფიქსირდა ხორცის რეკორდული ფასი კილოგრამზე 12 - 13 ლარის ოდენობით, რასაც "ვულოცავთ" კიდეც ჩვენს მრავალტანჯულ ხალხს.
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"