ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
03.12.2010
სპორტი და ზესახელმწიფო

მაშ ასე, 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში შედგება. ანტირუსული საინფორმაციო კამპანიის ფონზე ფიფა-ს არჩევანი შედარებით მოულოდნელი აღმოჩნდა, ასე რომ, რუსეთის კანდიდატურის გამარჯვება მით უფრო ფასეულია.

ბუნებრივია, ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მეზობლებს ამ გამარჯვებას, რომელსაც პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. რუსეთის კანდიდატურის გამარჯვება, ერთის მხრივ, ბუნებრივია, შესანიშნავი შედეგია და შეიძლება მისი ინტერპრეტირება, როგორც რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური, პოლიტიკური, სპორტული და სხვა სახის წარმატებების აღიარება, ქვეყნის პრესტიჟის გაძლიერება მსოფლიო არენაზე, მით უმეტეს, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაც რუსეთში შედგება. ეს გამარჯვება იმითაცაა კარგი, რომ სააკაშვილისმაგვარი მყვირალა არსებები, მისი კუდები და ასევე ჩრდილში მყოფი მბრძანებლები, გვერწმუნოს მკითხველი, უკვე ყრიან ცოფებს და „აგრესიული იმპერიის“ იზოლაციის შესახებ საკუთარი გამონაგონის არგუმენტირების ნიადაგი გამოეცალათ. მხიარული შესახედი იქნებიან ეს არსებები, თუ როგორ შეეცდებიან სიტუაციიდან გამოძრომას და მომხდარის თავისებურად შეფასებას, ან სულაც როგორ წაუყრუებენ ამ ფაქტს. ასე რომ, ციურიხის დღევანდელი საღამოს ეფექტი აშკარაა.

მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც. რუსეთი ჯერ საბოლოოდ კიდევ ვერ გარკვეულა თავის ახალ, პოსტკომუნისტურ იდეოლოგიასთან მიმართებით, კიდევ წინ არის სერიოზული სტრუქტურული რეფორმები და ცვლილებები, პრეზიდენტ მედვედევის მიერ მოდერნიზაციად წოდებული. ამ ფონზე საფეხბურთო ჩემპიონატის ტიპის ღონისძიებების ჭარბი რაოდენობით მოწყობამ (ოლიმპიადასთან ერთად კი ეს მართლაც ბევრია) შეიძლება რუსეთი აიძულოს, გარკვეული თვითშეზღუდვა მოახდინოს საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას და საერთოდ, მჭიდროდ ხდება მისი მიბმა დასავლეთთან, რითაც რუსულ საზოგადოებაში აღიძვრება „მსოფლიო საზოგადოებრიობის“ საქმეებში ჩართულობის შეგრძნება. ამგვარი ტენდენცია ბოლო დროს ისედაც შეინიშნება რუსეთის საგარეო პოლიტიკაში, რასაც მოწმობს ევრაზიულ სივრცეში პოტენციურ სტრატეგიულ პარტნიორთან - ირანთან შერყეული ურთიერთობები და ჯერ-ჯერობით უშედეგო ფლირტი ნატო-სთან. იქნებ ნატო-ს მხრიდან პრეზიდენტ მედვედევის კონსტრუქციულ წინადადებაზე უარის თქმამ, ანტისაჰაერო სისტემები რუსეთის საზღვრების პერიმეტრის გასწვრივ განლაგდეს და არა მის დასავლეთ საზღვართან, ევროპაში, გამოაფხიზლოს რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ის ნაწილი, რომელმაც თავისთვის „აღმოაჩინა“ დასავლეთი და გეოპოლიტიკის კანონების ხელოვნურად შეცვლა სურს?

ეს უარი ხომ სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მცდელობას, რუსეთი მიებას დასავლეთს და არა ჩაერთოს მასში აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი პარტნიორის სტატუსით, რომელსაც გავლენა ექნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ვნახოთ. ხოლო ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი ღონისძიებების განხორციელება რუსეთს საინფორმაციო თვალსაზრისით უფრო იოლ სამიზნედ აქცევს: თუკი რუსეთი ცოტა „არადემოკრატიულად“ მოიქცევა სააკაშვილის ტიპის არსებებთან მიმართებაში, ატყდება ვაი-უშველებელი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩემპიონატი/ოლიმპიადა ისეთ „აგრესიულ“ ქვეყანაში ჩატარდეს, როგორიც რუსეთია, და რომელიც „იმპერიულად“ იქცევა. პირდაპირი საფრთხე იმისა, რომ ჩემპიონატს ან ოლიმპიადას გააუქმებენ, არ ჩანს, მაგრამ თვით ასეთი თეორიული შესაძლებლობის არსებობაც კი იქონიებს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას რუსეთის ხელისუფლებაზე. არ შეიძლება, ცალმხრივად ვამტკიცოთ ეს, მაგრამ მაინც არსებობს იმის არგუმენტირების ნიადაგი, რომ 2008 წლის აგვისტოში პუტინმა ბოლომდე იმიტომ არ გასრისა სააკაშვილი მათ შორის იმ მოსაზრების გამო, რომ არ დაკარგულიყო სოჭში ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობა - თანამედროვე რუსეთში ოლიმპიადის ბოიკოტი (არათუ გაუქმება) ბევრად უფრო მტკივნეულად იქნებოდა აღქმული, ვიდრე 1980 წელს „ავღანეთის წინააღმდეგ სსრ კავშირის აგრესიით“ გამოწვეული მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტი.

შესაძლოა, ჩვენ ძალზე სუბიექტურად ვმსჯელობთ, მაგრამ ნამდვილი ზესახელმწიფო მსოფლიო არენაზე თვითდამკვიდრებისათვის არ უნდა საჭიროებდეს ასეთ პროდუქტებს - სპორტულ ჩემპიონატებს და ოლიმპიადებს. პრესტიჟის ეს ელემენტები სახელმწიფოს ძლიერების გვირგვინი უნდა გახდეს, ანუ უნდა ტარდებოდეს უკვე განხორციელებული მოდერნიზაციის შემდეგ, და არ უნდა იყოს ამ მოდერნიზაციის თანმდევი და მით უმეტეს, მასტიმულირებელი ფაქტორი. ასეთ შემთხვევაში მოდერნიზაცია გლობალიზმზე დამოკიდებული ხდება, რისი გამოვლინებაცაა ამგვარი სპორტული შეჯიბრებები.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"