ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
10.11.2010
ივანე მერაბიშვილი ხალხის წინააღმდეგ

ოქტომბრის ბოლოს ჩვენმა ყველაზე რეფორმირებულმა და „რუსეთშიც კი რომ აღტაცებას იწვევს“ პოლიციამ, კერძოდ, მისმა უცვლელმა შეფმა ივანე (ვანო) მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაწესდა სტანდარტები ავტომობილების მინების ე.წ. დაბურვაზე.

ამ სტანდარტების მიხედვით მანქანის გვერდით მინებს დაუწესდა დაბურვის ზღვრული პროცენტი. ამ შეზღუდვამ ერთობ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ქართველ ავტომფლობელებში, რადგან აღმოჩნდა, რომ „ცივილიზებულ“ ქვეყნებშიც თურმე უშვებენ ავტომობილებს, რომელთა მინები ქარხნული წესითაა დაბურული და ვერ ჯდება „თელ სოფლიოში“ ყველაზე რეფორმატორული და ლიბერალური ქვეყნის სტანდარტებში. ამასთან, ივანე (ვანო) მერაბიშვილის მიერ დადგენილი სტანდარტის დარღვევა იწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

პროტესტების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო და კერძოდ, მისი უცვლელი შეფი ივანე (ვანო) მერაბიშვილი დათმობაზე წავიდა და მანქანის უკანა გვერდითი მინების დაბურვის დასაშვები პროცენტი გაზარდა. ერთი შეხედვით, ივანე–ვანოს ამ მეფური საჩუქარის შემდეგ უნდა შეგვეძახა: გაიხარე, მძღოლო წამებულო!, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ცივილიზებული სამყაროს“ მიერ გამოშვებული ზოგიერთი ავტომობილი კვლავ ვერ ჯდება ამ ახალ სტანდარტშიც. არადა, აწ უკვე ცოცხალ ლეგენდად და მითად ქცეული ვანო, რომლის რეფორმების გასაცნობად „თელი სოფლიოდან“ ჩამოდიან დელეგაციები, ბრძანების ვარიანტის შეცვლას კატეგორიულად გამორიცხავს.

ზოგი გულუბრყვილო მძღოლი ამ ბრძანებულებას, ისევე როგორც ღვედების სავალდებულოდ გაკეთების მოთხოვნას, „ფულის ახევის“ მეთოდს უწოდებს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც არის, ოღონდ მთავარი მაინც ფულის ახევა არაა, არამედ წიხლქვეშ გაგდებული მოსახლეობის შემდგომი დამონება და მორჩილ, გაწვრთნილ პირუტყვთა მასად გადაქცევა. არცაა გასაკვირი, რადგან „გრეჩიხების“, გუბაზების და სხვა ფსევდოოპოზიციონერების მიერ მრავალგზის ნაღალატევი ხალხის ცხვრის ფარად ქცევისთვის კარგი მომენტია დამდგარი.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"