ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
07.10.2010
პუტინის დაბადების დღე და „ბულავა“

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღეს რუსეთის სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავის „დიმიტრი დონსკოის“ ბორტიდან განხორციელდა ახალი საზღვაო რაკეტა „ბულავას“ საცდელი გაშვება. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამგვარად მიულოცეს პუტინს დაბადების დღე.

ეს გაშვება მე-13 იყო რიგით და წინა თორმეტი ცდიდან მხოლოდ ხუთი აღმოჩნდა წარმატებული. ცნობისათვის: ბალისტიკური საზღვაო რაკეტა „ბულავა“ (РСМ-56) უნდა გახდეს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი. ის არის მსოფლიოში პირველი მყარსაწვავიანი საზღვაო ბალისტიკური რაკეტა. ამავე დროს, ეს რაკეტა უნიკალურია სხვა თვისებებითაც: კერძოდ, მას აქვს ფრენის ისეთი ტრაექტორია, რომ შედარებით მცირე ხანს იმყოფება ფრენის ე.წ. აქტიურ რეჟიმში (ანუ მაშინ, როცა მუშაობს ძირითადი ძრავა), ამავე დროს ტრაექტორია დამრეცია და ზედაპირთან შედარებით ახლოს მიმდინარეობს, სხვა ბალისტიკურ რაკეტებთან შედარებით. ამის გამო, მისი ჩამოგდება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (რსთ) საშუალებებით გაძნელებულია. გარდა ამისა, რაკეტას გააჩნია რსთ-ს გარღვევის საშუალებები, კერძოდ, საბრძოლო თავაკების მანევრირება, ყალბი თავაკები და სხვა.

„ბულავას“ გამოცდებთან დაკავშირებით ატეხილი იყო აჟიოტაჟი, მათ შორის ქართულ ე.წ. მას-მედიაში. რუსეთის სახელმწიფო და მისი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი დაცინვის საგანი იყო, თითქოს მას აღარ შეეძლო არაფრის წარმოება. ის, რომ სააკაშვილის მას-მედია სხვას დასცინის, უკვე ტრაგიკომიკულია. იმ სააკაშვილის, რომელიც აპირებს ქვეყანა ტურიზმის ცენტრად აქციოს, როგორც წყნარი თუ ატლანტის ოკეანის რომელიღაც კუნძული, ზანგი აბორიგენებით დასახლებული და ამასაც ვერ ახერხებს. დღევანდელი წარმატებული გამოცდა ამტკიცებს, რომ „ბულავა“ მიღებული იქნება შეიარაღებაში და რუსეთი კვლავ წამყვან ბირთვულ სახელმწიფოდ რჩება.

P.S. ბულავა ერქვა უკრაინელი ჰეტმანების კვერთხს, ანუ „სამეფო“ რეგალიას. რუსული რაკეტისთვის ამ სახელის დარქმევა მრავლისმთქმელია.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"