ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
10.10.2010
ამერიკა ბრძანებს, ჩვენ – ვასრულებთ

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის კომენტარი პორტალისთვის Georgiatimes.info მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის მიღების თემაზე საქართველოს პოზიციის მკვეთრ ცვლილებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნ.გილაურის 8 ოქტომბრის განცხადებამდე, როდესაც იგი ვაშინგტონს ეწვია, იმის თაობაზე, რომ რუსეთის ცივილიზებულ ქვეყნად გადაქცევის მიზნით საქართველო ხელს არ შეუშლის მის მიღებას მსო-ში, საქართველო ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ იგი დაბლოკავდა რუსეთის მსო-ში წევრობას, თუკი რუსეთი გარკვეულ პირობებს არ შეასრულებდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადების კომენტირებისას ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ გამოთქვა აზრი, რომ ამ განცხადებებს კონკრეტული მიზანი აქვთ. „საქართველოს საზოგადოებრიობა მიეჩვია იმ რეალობას, რომლის ფარგლებშიც მას ქვეყნის ხელისუფლება ოფიციალურად უცხადებდა, რომ არ დაუშვებდა რუსეთის შესვლას მსო-ში გარკვეული წინაპირობების დაცვის გარეშე. ახლა კი ხელისუფლებას სჭირდება, რაიმენაირად დაასაბუთოს თავისი მკვეთრი განცხადებების შეცვლა სრულიად საპირისპირო მიდგომით. გასაგებია, რომ ეს უნდა აუხსნან საქართველოს ხალხს. თუნდაც სისულელე ითქვას, მაგრამ ეს დამაჯერებლად უნდა გაკეთდეს, რათა ხალხმა დაიჯეროს, რომ თითქოს საქართველოს რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთზე“ - განაცხადა მან GeorgiaTimes-თან ინტერვიუში.

რცხილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში ისე მოიქცეოდა, როგორც მას ვაშინგტონში ეტყოდნენ. „საქართველო ინსტრუმენტია აშშ-ის ხელში“ - ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ არა მხოლოდ ამერიკელები იყენებენ თბილისს თავიანთ მიზნებში. „არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო გამოიყენება არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ, მაგალითად, ისრაელის მხრიდანაც. თელ-ავივისგან დათმობად მიიჩნევა, როდესაც მან უარი თქვა საქართველოსთვის შეიარაღებების მიწოდებაზე. ამის საპასუხოდ რუსეთმა არ მიჰყიდა ირანს საზენიტო კომპლექსები С-300. ეს კი ძალზე არაპროპორციული გაცვლაა“ - მიიჩნევს ექსპერტი.

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის სიტყვებით, ამასთან საქართველოს გადაქცევა სხვის ხელში სათამაშოდ აბსოლუტურად გააზრებული არჩევანია საქართველოს ხელისუფლებისა, ამბობს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არც ისეთი სულელია. დიახ, სააკაშვილი ხშირად არაადეკვატურად და ექსცენტრიულად იქცევა, მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ იგი შეურაცხადია. იგი, ისევე როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობაში სხვა წამყვანი ფიგურები, მშვენივრად იცნობს სიტუაციას. მაგრამ მათ უბრალოდ არ აინტერესებთ საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც მომავალი ექნება. ისინი საქართველოს განიხილავენ როგორც აშშ-ის დანამატს. არა როგორც ევროპის დანამატს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ევროკავშირის დროშებია გამოფენილი, რაც მე აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და დამამცირებლად მიმაჩნია, სწორედ აშშ-ს დანამატად განვიხილებით“.

გულბაათ რცხილაძე დარწმუნებულია, რომ ოფიციალური თბილისის ამგვარი პოლიტიკა ეფუძნება სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა თვითგადარჩენის ინსტინქტს. „საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თანახმაა, რომ იგი იყოს აშშ-ის ხელში დიპლომატიური იარაღი - ეს მას საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ძალაუფლება“ - ხაზგასმით აღნიშნა მან.

არტიომ მარტინიუკი

http://www.georgiatimes.info/analysis/44062-1.html

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"