ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.07.2010
სააკაშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოში ბავშვებსაც კი არ უშვებენ

სააკაშვილის რეჟიმმა მორიგი ლაჩრული საქციელი ჩაიდინა. საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან გააბრუნეს ბავშვებიანი ქალი, რომელიც, როგორც ჩანს, ნაციონალურ საქართველოს "ჩამოშლის" საფრთხეს უქმნიდა. გთავაზობთ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საიტზე გამოქვეყნებულ მასალას:

2010 წლის 26 ივლისს, დილით ადრე თბილისის აეროპორტში უარი ეთქვა საქართველოში შესვლაზე ახალგაზრდა ქალს ორ მცირეწლოვან (2 და 4 წლის) ბავშვთან ერთად.

ეკა კაზნინას, დედით ქართველს და სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებს, ზაფხულობით თავისი შვილები თბილისში ნათესავებთან ჩაჰყავს. მას სურს, რომ ბავშვებმა დაბადებიდანვე შეითვისონ ქართული კულტურა და გაითავისონ ტრადიციები, ისწავლონ ქართული ენა და თავისი ფესვების პატივისმცემელ პიროვნებებად აღიზარდონ. თვითონ ეკა ახალგაზრდა, განათლებული ქალია, ფლობს ოთხ ენას. მიმდინარე წლის ივნისიდან ასრულებს საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის რუსული ფილიალის ხელმძღვანელის მოვალეობას. აქედან გამომდინარე, როდესაც თბილისის აეროპორტში მას უარი უთხრეს არშეშვების მიზეზის დასახელებაზე, გასაგები გახდა - ყველაფრის მიზეზი მისი სამსახურეობრივი მდგომარეობაა. საქართველოს ხელისუფლების შიში კონგრესისა და მისი პრეზიდენტის, ალექსანდრე ებრალიძის მიმართ, პანიკურია. ქვეყნის კონსტიტუციის მიუხედავად, მას უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე. კულტურისა და ხელოვნების რუსი მოღვაწეები, რომლებიც აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ 2009 წლის ნოემბერში ებრალიძის მიერ დაარსებულ დავით აღმაშენებლის პრემიის გადაცემის ცერემონიალში, საქართველოში არ შეუშვეს. დღემდე საქართველოს ხელისუფლებას არ აუხსნია მათთვის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი.

ახლა ბავშვების რიგიც დადგა. წარმოვიდგინოთ სიტუაცია. ადრიანი დილაა, ქ. რიგიდან თვითმფრინავით ჩამოდის დედა ორი მცირეწლოვანი გოგონათი, მათ ხვდებიან ნათესავები და ”სტუმართმოყვარე” სამშობლო. მესაზღვრეები იღებენ დოკუმენტებს, უცხადებენ უარს შეშვებაზე, მიზეზს არ უხსნიან და უშვებენ ქვეყნიდან წასვლის ტერმინალში. ბავშვები ტირიან, მათ შიათ და სწყურიათ. რაიმეს ყიდვა შეუძლებელია, დახმარება არავინ სთავაზობს. არც ერთი ოფიციალური პირის არანაირი თანაგრძნობა. სად დაიკარგა ასე კარგად ცნობილი ქართული თანაგრძნობა სხვისი უბედურების მიმართ?

მრავალსაათიანი ტანჯვისა და წვალების შემდეგ ოჯახი მხოლოდ გვიან საღამოს დაბრუნდა პეტერბურგში. თითქმის 24 საათი გრძელდებოდა ეს წრიული ფრენა, რომელიც შექმნა ბოროტმა ქართულმა ხელისუფლებამ და რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ხმამაღლა განაცხადა ევროპული სტანდარტებით ცხოვრების მზაობა.

2010 წლის 26 ივლისს საქართველოში არ შეუშვეს ორი ბავშვი და მათი დედა. ხელისუფლებას, რომელიც ბავშვებს ებრძვის, მომავალი არ აქვს!

წყარო:
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"