ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
27.07.2010
გამოკითხვა: ნატოს პოპულარობა და რუსეთის მიმართ მტრობა მცირდება

გუშინ გამოქვეყნდა ამერიკული საზოგადოებრივი ინსტიტუტის NDI-ს მორიგი კვლევა საქართველოს შესახებ. კვლევა ჩატარდა გამოკითხვის სახით. აქ არ შევჩერდებით ამ გამოკითხვის ანალიზზე, რადგან საეჭვოა, რომ რეალური შედეგები ჩვენ ვინმემ გვითხრას, მხოლოდ ორ მონაცემს გამოვყოფთ.

ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას თურმე მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს მოსახლეობის 59%, ხოლო იგივე 59% არ იწონებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას რუსეთის მიმართ.

ჩვენ, ცოტა არ იყოს, ეჭვი გვეპარება ამ „საკრალური“ რიცხვის, 59-ის რეალობაში, როგორც ერთ, ისევე მეორე შემთხვევაში. ნატო-ს მხარდამჭერი რატომღაც 75 პროცენტი გვეგონა, როგორც თარხნიშვილ-სააკაშვილის ცესკო გვარწმუნებდა, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მომხრე კი - 95 პროცენტზე მეტი, რადგან სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი შეუძლებელია სხვა აზრის იყოს. მაგრამ დავუჯეროთ ჩვენს ამერიკელ „მეგობრებს“ და ჩავთვალოთ, რომ მართლაც ასეთი განწყობა აქვს ჩვენს მოსახლეობას.

ესეც კი უკვე ნიშნავს რუსოფობიული პოლიტიკის კრახს, რასაც ვერ მალავენ თავად ამერიკელები. ფაქტია, რომ მიუხედავად მოსახლეობის გამუდმებული ზომბირებისა სააკაშვილ-ტვ-ების საშუალებით, სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სჯერა ნატო-ს შემოგდებული მითისა და სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს რუსეთთან დაპირისპირების სააკაშვილისეული კურსის დამღუპველობას. ამ შედეგებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ტელე-ზომბირების კიდევ უფრო გააქტიურება და ახალი მეთოდების ჩართვა. მაგალითად, „მარადიულმა დეპუტატმა“ და „პარლამენტის მოჩვენებამ“ (რადგან იქ ბინადრობს), მიხეილ მაჭავარიანმა მოუწოდა ზომბი-მედიას, რომ ხალხს „განუმარტონ“ აფხაზეთ-ცხინვალის საკითხში პროგრესის მიღწევის არარეალურობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების შემთხვევაში. პუტინის სიტყვები რა დასაჯერებელიაო, ბრძანა პატარა მიხეილმა. მართალია, აბა სად პუტინის სიტყვა და სად მიხეილ მაჭავარიანის? სათვალეებიანი კაცია მიხეილი, ნასწავლი, ტყუილიც კი დაეჯერება.

წყარო: http://www.regnum.ru/news/fd-abroad/1308538.html

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"