ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
13.09.2010
„გამარჯვების“ ზეიმი საქართველოში

2010 წლის 7 აგვისტოს, სააკაშვილის ბრძანებით, ქვეყნის მასშტაბით მოეწყო სახალხო ზეიმი, კონცერტები, ფეიერვერკები და სხვა ღონისძიებები (მაგ. კლუბ „ტრიუმფში“, რომელიც ნაციონალების კუთვნილ კომპლექს „დიდუბე პლაზა“-ში მდებარეობს, დისკოთეკაც კი ჩატარდა).

2008 წლის 7 აგვისტოს ამგვარი აღნიშვნით, ფიურერმა ხაზი გაუსვა ორ მომენტს: 1) მან დაადასტურა, რომ სახელმწიფო არის იგი - მ. სააკაშვილი: რადგან სააკაშვილი გადარჩა, ესე იგი სახელმწიფოც გადარჩა და შესაბამისად, უნდა ვიზეიმოთ; 2) არაპირდაპირ, მაგრამ საკმაოდ ნათლად უარჰყო მის მიერვე პროპაგანდირებული ლოზუნგი „საქართველოს ოკუპაციის“ შესახებ.

ორივე ეს მომენტი მნიშვნელოვანია და აღნიშვნის ღირსი. კიდევ ერთხელ სიმბოლურად გამოჩნდა, რომ სააკაშვილმა შექმნა ხისტი, ხელით სამართავი, პირადად მასზე მორგებული ავტორიტარული მოდელი, რომელიც ვერ ეწერება ვერანაირ „ევროპულ“ სტანდარტებში. ეს კიდევ უფრო ცხადი გახდება უახლოეს წლებში, როცა ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ისევ პირადად სააკაშვილზე იქნება მორგებული.

შესაძლებელია თუ არა ამგვარი მოდელის პირობებში რეალური დაახლოება ევროპასთან, ქვეყნის ძირეული ვესტერნიზაცია და ტრანსფორმაცია? თეორიულად შესაძლებელია, და ამის მაგალითები არის, მაგალითად, ჩილეს, სამხრეთ კორეის თუ სინგაპურის სახით, სადაც ავტორიტარული და მკაცრი, არადემოკრატიული რეჟიმები აღწევდნენ წარმატებას ლიბერალურ ეკონომიკურ რეფორმებში ან საზოგადოების ტრანსფორმაციაში დასავლურ ყაიდაზე. თუმცა, მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, სააკაშვილის რეჟიმი ამ მიზნების შესრულებას ვერ ახერხებს, თუკი საერთოდ გააჩნია ასეთი მიზნები (საქმით და არა სიტყვიერად). მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.

თუ დავუბრუნდებით ზემოთ აღნიშნულ მეორე საყურადღებო მომენტს, მაშინ მართლაც მივალთ საკმაოდ უცნაურ დასკვნამდე. ზეიმის მოწყობა იმ პირობებში, როცა ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი „ოკუპირებულია“, სცილდება ყოველგვარი ლოგიკის ფარგლებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ან სააკაშვილი თავადვე არ მიიჩნევს აფხაზეთს და ცხინვალს ოკუპირებულად, რაკი საზეიმო ღონისძიებების მოწყობის განკარგულება გასცა, ან რაღაც სხვა ჩანაფიქრი აქვს ამ შემთხვევაში. ამგვარი ნაბიჯით დე-ფაქტო პრეზიდენტი კვლავაც ცდილობს „გაეთამაშოს“ რუსეთს, მოსინჯოს ნიადაგი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისთვის, რაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"